ჰიდროპონიკა

ჰიდროპონიკა

ჰიდროპონიკა (ბერძნული სიტყვაა. hydor — წყალი და ponos — მუშაობა) — ეს მებაღეების ხერხია, რომლის წყალობითაც, შესაძლებელია უფრო მეტი მოსავლის მიღება, ვიდრე ნიადაგიდან. მცენერე, მისი ფესვური სისტემა ფიქსირდება ნიადაგის გარეშე ე. წ სუბსტრატში. მთელ საჭირო ნივთიერებებს მცენარე ღებულობს საკვები ხსნარებიდან, რომლებიც მზადდება წყლის საფუძველზე. არსებობს ჰიდროპონიკის 6 მოდელი.

Deep Water Culture – DWC — ღრმა ზღვის კულტურა

Ebb / Flow — პერიოდული დატბორვა

DripSystem, recovery / non-recovery – წვეთოვანი სარწყავი, შექცევადი / არა შექცევადი;

Nutrient Film Technique – NFT – მკვებავი ფენა.

Aeroponic– აერონავტიკა.

Wick – ვიკი.

ეს არის ძირითადი სისტემები, ექვსი ტიპი, რომლის საფუძველზეც არსებობს მრავალი სხვა მოდიფიკაცია.

Deep Water Culture – DWC, ღრმა ზღვის კულტურა

DWC – უმარტივესი ყველა ჰიდროპონიკური სისტემის წარმოებაში. საკვები ხსნარი ისხმება ავზში. ავზის თავსახურზე ამაგრებენ მცენარიან ქოთანს და სუბსტრატს. ფესვებს ჟანგბადი სჭირდება, ჰაერს ნაზავში კომპრესორი აწოდებს.

Ebb / Flow

დასახელება მეტყველებს თავის თავზე-მცენარის ფესვებს, რომლებიც სუბტრაქტში არიან, პერიოდულად ემატებათ მკვებავი ხსნარი, რომელიც გავსების შემდეგ ისევ ჩაედინება სპეციალურ რეზერვუარში. აქ მოთავსებულია ტუმბო. ის აწვდის ფესვებს მკვებავ სითხეს. ტუმბოს გააჩნია ტაიმერი, რომლის მეშვეობითაც კონტროლდება ფესვებისათვის სითხის მიწოდების და გაწოვის დრო. ჩართვის პერიოდულობა განისაზღვრება მცენარის სიდიდის, ჰაერის ტემპერატურის, სუბსტრაქტის სპეციფიკის მიხედვით. სითხის პერიოდული მიწოდება ასეთი ხერხით სარისკოა, შეიძლება ელექტროენერგიის გათიშვა, ნასოსის გაფუჭება, ტაიმერის მწყობრიდან გამოსვლა. რის შედეგადაც ფესვებისათვის ხსნარის ასეთმა წყვეტილმა მიწოდებამ, შესაძლოა ფესვების ხმობა და მცენარის დაღუპვა გამოიწვიოს. ამიტომ უმჯობესია ქოქოსის ბოჭკოების გამოყენება, ვერმიკულიტი მინერალური ბამბა — ეს სუბსტრატებია, რომლებიც წყალს იკავებენ. ამ სისტემაში ხრეშის, კერამზიტისა და პერლიტის გამოყენება არ არის სასურველი.

Drip System

ეს არის პლანეტაზე ყველაზე პოპულარული ჰიდროპონიკა. ტუმბო ირთვება ტაიმერის მეშვეობით, სისტემისათვის ხსნარის წვეთ-წვეთად მისაწოდებლად. მკვებავი სითხის პატარა წვეთები აღწევენ ყოველი მცენარის ფესვებამდე.

Recovery Drip System

აქაც სისტემის არსი ჩადებულია სახელწოდებაში. ამ სისტემაში რეზერვუარში გროვდება ზედმეტი მკვებავი ხსნარი. შემდგომ რევერსულ- წვეთოვანი სისტემა იყენებს ხსნარს განმეორებით. აქ აუცილებლობას არ წარმოადგენს სარწყავი ციკლის ზუსტ მართვას. ამიტომ შესაძლებლობა არის უფრო იაფი ტაიმერის გამოყენება.

Non-Recovery Drip System

ეს სისტემა სითხეში pH — ისა და სხვა დანარჩენი მკვებავი ნივთიერებების, მუდმივი დონის გარენტიას იძლევა, ხსნარი არ არის რევერსულ სისტემაში იგი განმეორებით არ გამოიყენება. დაარეგულირეთ pH — ის დონე მკვებავ სითხეში და გაავსეთ რეზერვუარი. უბრალოდ რამოდენიმე ხანში დაგჭირდებათ სითხის შეცვლა. არარევერსულ სისტემებს უბრალოდ სჭირდებათ უფრო ზუსტი ტაიმერი. იგი არეგულირებს მცენარისთვის საკვები სითხის მიწოდებას.

Nutrient Film Technique – NFT

Nutrient Film Technique

პატარა ქოთანში ათავსებენ სუბსტრატს და მცენარეს. მილებით მუდმივად მიეწოდება მოცულიბაში მკვებავი სითხე. ტუმბოს ტაიმერი არ სჭირდება. ფესვები მალე იწყებენ გაფუჭებას ელექტროენერგიის გამორთვისას ან ტუმბოს გაფუჭების შემთხვევაში.

Aeroponic

აეროპონიკა — მაღალტექნოლოგიური სისტემაა. მცენარის ფესვები ჰაერშია ჩამოკიდებული. მკვებავი სითხე კონდენცირებას ახდენს და ხუთ წუთში ერთხელ ცვარის სახით მიეწოდება ფესვებს. ხაზს ვუსვამთ — მცენარის ფესვები ჰაერშია და დაცვარვის შეწყვეტის შემთხვევაში ისინი ხმებიან.

Wick

ფიტილური მორწყვა — ჰიდროპონიკის ყველაზე უბრალო ფორმაა. ამ სისტემას არ გააჩნია მოძრავი ნაწილები, იგი პასიურია. მოცულობიდან სუბსტრატი ფიტილის მეშვეობით მიეწოდება მკვებახი სითხე. ასეთი სისტემა სხვადასხვა სუბსტრატების გამოყენებისათვის არის გათვალისწინებული. მათ შორის არის ქოქოსის ბოჭკოები ვერმიკულიტი, Pro-Mix, პერლიტი. ამ სისტემას ნაკლი აქვს — ზოგიერთი მცენარე, ზომის გამო, საჭიროებს მეტ მკვებავ სითხეს, ვიდრე ფილტრი აწვდის. კანაფის გასაზრდელად wick არ გამოდგება.

სუბსტრატი — ცნობისათვის

სუბსტრატი — კარკასია, საფუზველი. მასში მაგრდება და იზრდება მცენარის ფესვები. არსებობს ფართე ჩამონათვალი მასალისა, რომლების გამოყენება შესაზლებელია სუბსტრატისთვის. ქვიშა, ქოქოსის კაკლის ბოჭკოები, მინერალური ბამბა Rockwool, ვერმიკულიტი, ხრეში, პერლიტი, სუბსტრატად ჰაერის გამოყენებაც არის შესაძლებელი. სუბსტრატი ინერტულია, ეს გახლავთ ფესვების ტანსაცმელი, რომელიც არ აძლევს ფესვებს მკვებავ ნივთიერებებს. ყველაფერი რაც საჭიროა მცენარისათვის, მას მიეწოდება მკვებავი ხსნარით. სასუქებით რომლებიც წყალში არის გახსნილი. თქვენ შეგიძლიათ ყველაფრის კონტროლი, რასაც მცენარე ღებულობს. მორწყვის ციკლის კონტროლისათვის დაგჭირდებათ ტაიმერი. იგი უზრუნველყოფს მცენარის კვებას.

განსხვახდებიან უბრალო სასუქები ჰიდროპონიკის და ორგანულისაგან?

ყველა სასუქი შეიცავს სამ ძირითად ელემენტს: აზოტს (N), ფოსფორს (Р) და კალიუმს (K), მაგრამ გიდროპონიკისათვის განკუთვნილი სასუქების შემცველობაში შედის მცენარის ზრდისათვის ყველა საჭირო ელემენტს. აგრეთვე ამ სასუქებში ნაკლები დანამატებია ვიდრე ნიადაგისთვის განკუთვილ სასუქებში, ამიტომ ისინი წყალში უფრო ადვილად იხსნება და უფრო სტაბილურია.

აგრეთვე არსებობს ორგანული სასუქები. ისინი განსხვავდებიან შემადგენლობით და მცენარის მკვებავი ნივთიერებების გაჯერების მეთოდებით.

„ჰიდროპონიკა თუ ორგანიკა, რა განსხვავებაა მათ შორის?“

მიკროელემენტები — ცნობისათვის

მიკროელემენტები — მკვებავი ნივთიერებებია, რომლებიც აუცილებელია მცენარის სრულყოფილი ზრდისა და განვითარებისათვის. მცენარის ჯანსაღი ზრდისთვის აუცილებელია ისეთი მიკროელემენტები როგორიცაა: მარგანეცი, ბორი, კობალტი, ცინკი, რკინა, კალცი, მაგნიუმი, სპილენძი, მოლიბდენი.

ტექნიკურად რამდენად ძნელია ჰიდროპონიკაში მცენარის გაზრდა?

ტექნიკურად რამდენად ძნელია ჰიდროპონიკაში მცენარის გაზრდა?

ჰიდროპონიკაში მცენარის გაზრდა შეიძლება იყოს ძალიან მაღალტექნოლოგიური. შესაძლებელია კომპიუტერი და სენსორებიც იყოს გამოყენებული. სისტემა მართავს ყველაფერს — დაწყებული მცენარისთვის მიწოდებული განათების კონტროლიდან, მკვებავი ხსნარის მომზადებამდე და მორწყვის კონტროლით დამთავრებული. აგრეთვე ჰიდროპონიკა შეიძლება იყოს ძალიან უბრალო. ქვიშიანი რეზერვუარი და ხელით მორწყვა. ხოლო კლასიკური, ყველაზე გავრცელებული სისტემა მდებარეობს ორ ზემოთხსენებულს შორის.

რას შეიცავს ტრადიციული სახლში დამზადებული ჰიდროპონიკული სისტემა?

კლასიკური ნაკრები: კომპრესორი და აერატორი, ჟანგბადით გაჯერებული მკვებავი ხსნარი; მცენარის სამაგრი; წყალქვეშა ტუმბო — მცენარის მოსარწყავად; რეზერვუარი. აუცილებელია ბუნებრივი ან ხელოვნური განათება.

რატომ არის pH ასე აუცილებელი ჰიდროპონიკისათვის?

pH — ძირითადი ელემენტია, რომელიც პასუხს აგებს მცენარისადმი მიწოდებული მკვებავი სითხის შეწოვზე და მის შემდგომ ზრდაზე. pH ცვლილების შემთხვევაში მცენარე კარგავს სითხის შეწოვის უნარს.

ჰიდროპონიკა კარგად მუშაობს. რატომ?

ეს იმ მიზეზით ხდება რომ მცენარე ყველა საჭირო ელემენტს დროულად და საჭირო რაოდენობითღებულობს. თქვენი მცენარე ნიადაგზე მოყვანილთან შედარებით მაქსიმალურ ზომამდე გაიზრდება.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*