კანაფის კაკლების აღმოცენება

კანაფის კაკლების აღმოცენება

ვსწავლობთ კანაფის კაკლების სწორად აღმოცენებას

ერთი შეხედვით გვეჩვენება, თითქოს კანაფის დარგვა მარტივია. ჩააგდებთ კაკალს ქოთანში და ელოდებით როდის ამოვა. სინამდვილეში ეს ასე არაა. კანაფის გაზრდა — ნამდვილი ხელოვნებაა, რომელსაც სწავლა უნდა, თუ თქვენ ამ სფეროში თავის გამოჩენა გინდათ. ასეთ შემთხვევაში თქვენი შრომა და მოთმენა დაგიფასდებათ.

ვიწყებთ კანაფის კაკლის აღმოცენებას

ასე რომ, დავიწყოთ. ამისათვის დაგჭირდებათ სამი ფაქტორი: სუფთა ჰაერი, სითბო, მუდმივად მორწყვა. თუ ამ ფაქტორებს სწორად გამოიყენებთ, უკვე რამოდენიმე დღეში მიიღებთ შედეგს. ძუსტი დრო დამოკიდებულია: კაკლის ჯიშზე, განათებაზე, ჰაერის ტემპერატურაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა: არ გადააჭარბოთ მორწყვა და განათება, წინააღმდეგ შემთხვევაში კაკალი ჯერ კიდევ მნიადაგში დაიღუპება. თქვენ შეიძლება დიდი ხანი დაგჭირდეთ კანაფის სწორად მოყვანის სწავლაზე, ან შეგიძლიათ გაითვალისწინოთ რამოდენიმე რჩევა, რომლებსაც ჩვენ მოგიყვანთ. ისინი ყველა დაფუძნებულია რეალურ, მრავალწლიან გამოცდილებაზე. ასე რომ: სანამ ქაღალდის ხელსახოცზე მოათავსებთ კაკლებს აღმოსაცენებლად, კაკლები არაუმეტეს ერთი დღეღამის (წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კაკალმა ლპობა დაიწყოს) გამავლობაში მოათავსეთ წყლიან ჭიქაში. როდესაც ისინი გაიხსნება და პირველი ყუნწი გამოჩნდება, შეგიძლიათ მათი ნიადაგში ჩარგვა.

არჩეული კაკლების აღმოცენება შეიძლება სპეციალურ კონტეინერში, რომელსაც აავსებთ მსუბუქი, რბილი მიწით. თუმცა თუ თქვენ არ გაქვთ ამ სფეროში გამოცდილება ამ მეთოდის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგანაც შეიძლება დააზიანოთ კაკლები გადარგვისას. იმისათვის რომ კანაფის კაკლები აღმოცენდეს, შეგიძლიათ მარლის (ბინტი) გამოიყენოთ, იგი ხშირად ენდა დაასველოთ, კაკლების მოთავსება საჭიროა სპეციალურ კონტეინერში რომელშიც ნიადაგი არის და განკუთვნილია კანაფის მოსაყვანად და სპეციალური განათების ლამპით არის უზრუნველყოფილი. ეს დაგეხმარებათ კაკლების მოკლე ვადაში გათბობაში და აღმოცენებაში. თუმცა ამ მეთოდთან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ კაკლები არ გახმეს ან ზედმეტად არ დასველდეს.

თუ ადგილი სადაც კაკლები გაქვთ ჩარგული ძალიან მშრალია, საჭიროა დამატებით დაანესტიანოთ იგი. ამისათვის უნდა დაამზადოთ ტენტი, ანუ გადააფაროთ მას ცელოფანი. ამის წყალობით მორწყვა დაგჭირდებათ მხოლოდ ერთხელ — მას მერე რაც კაკლებს ნიადაგში მოათავსებთ. მას მერე როცა გამოჩნდება პირველი ყლორტები, ცელოფანი უნდა გადახადოთ, რომ არ მოხდეს გადატენიანება ან ყლორტების გაფუჭება. კონტეინერი რომელშიც კანაფი უნდა გაიზარდოს, ასევე ნაჭერი და ნესტიანი ქაღალდი მოათავსეთ სპეციალურ ბადეზე. ეს არ მისცემს ზედმეტ ნესტს შეღწევის საშუალებას და უზრუნველყოფს საჭირო დრენაჟს.

ჩვენ მოგიყევით, როგორ უნდა მივუდგეთ სწორად კანაფის აღმოცენებას. შეიარაღდით აკურატულობით, ჰაერის ტემპერატურის კონტროლით, ტენიანობის დონის დაცვით. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მიიღოთ ახალგაზრდა ყლორტები და გადარგოთ ისინი სპეციალურ კონტეინერში მაქსიმალურად მოკლე დროში.

Related posts

Discussion

1 комментарий
  • Gamarjoba shegidzliat damexmarot ukve 4 dxe rac gaskden da miadagshi maq daxurul shenobashi sadac ar udgeba mze mara vbila da ar amosulan da yovel dxe vusveleb niadagas da xo ar gavafuche ???

Write a Reply or Comment

Comment*

*

*