კანაფის აუტომოყვავილე რეგულარული თესლები  

კანაფის აუტომოყვავილე რეგულარული თესლები

მოცემულ განყოფილებაში გთავაზობთ კანაფის აუტომოყვავილე რეგულარულ თესლებს. მათგან ხდება როგორც მდედრობითი სქესის, ასევე მამრობითი მცენარეების ფორმირება. მდედრებისა და მამრების პროცენტული თანაფარდობა 50/50-ია. ზოგჯერ მდედრი მცენარეები დომინირებს, ზოგჯერ კი პირიქით. მცენარეთა სქესის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი მათი კულტივაციის პირობებია. მაღალი ტენიანობა, განათების ლურჯი სპექტრი და დაბალი ტემპერატურა ასტიმულირებს მდედრი მცენარეების წარმოქნას. ამ ფაქტორების კონტროლი აუთდორში შეუძლებელია, მაგრამ სახლის გროუბოქსში, დამწყები მებაღეც კი შეძლებს „გოგოების“ რაოდენობის გაზრდას.  auto regular-ის ძირითადი დადებითი მხარე — სინათლის რეჟიმის მიუხედავად ყვავილობის დაწყებაა. იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივი რეგულარულები მხოლოდ მწვანე მასას იკრეფენ, აუტომოყვავილეები უკვე ყვავილედების ფორმირებას იწყებენ.

როგორ გაჩნდა აუტომოყვავილე კანაფი?

მცენარისთვის აუტომოყვავილეების ნიშნების შესაძენად გამოიყენება რუდერალისი — კანაფის სახეობა, რომელიც პლანეტის ჩრდილოეთ რეგიონებში იზრდება.  ცუდი ბუნებრივი პირობები და დაბალი ტემპერატურა დაეხმარა რუდერალისს გამოემუშავებინა ავტომატური ყვავილობის უნარი, რათა მოასწროს თესლების ფორმირება. რუდერალისის გენეტიკა გახდა სელექციონერების აღმოჩენა, რადგან შესაძლებელი გახდა უნიკალური ჰიბრიდების გამოყვანა, რომლებსაც ყვავილობა  მათი გეოგრაფიული მდებარეობის და სინათლის დღის მიუხედავად შეუძლიათ.

როგორ გაჩნდა აუტომოყვავილე კანაფი?

რა უპირატესობები აქვთ აუტომოყვავილეებს?

კანაფის აუტომოყვავილე თესლები ვიზუალურად არ განსხვავდება ფოტოპერიოდულებისგან. ისინი ფლობენ აღმოცენების იგივე დონეს. მათ გამოსაყვანად არ გამოიყენებოდა ქიმია. ისინი მიღებულია სუფთა შეჯვარების, ხანგრძლივი გადარჩევისა და საუკეთესო ამონაზარდების უწყვეტი სელექციის შედეგად. აუტომოყვავილე ჰიბრიდების ძირითადი უპირატესობები გახლავთ:

  • კომპაქტური ზომა. საშუალოდ მცენარე იშვიათად აჭარბებს 100 სანტიმეტრს, რაც შესაძლებელს ხდის მის მოყვანას მცირე ზომის გროუბოქსებში, კარადებში, სისტემურ ბლოკებსა და მცირე ზომის ტუმბოებში;
  • ძლიერი იმუნიტეტი. ისინი მარტივად უმკლავდებიან სხვა და სხვა მავნებლებს, ობის ეპიდემიას და ლპობას;
  • ტემპერატურის ცვლილების ამტანობა. აუტომოყვავილეები მშვიდად რეაგირებენ კულტივაციის პირობების ცვლილებაზე და არ ისტრესებიან ტემპერატურის ცვლილებისას. მათი გადარგვა აუთდორში +10 გრადუსი სტაბილური ტემპერატურის დროს არის შესაძლებელი.
  • მოკლე სასიცოცხლო ციკლი. დღეისათვის ბაზარზე არსებობს ჰიბრიდები, რომელთაც სრულად მომწიფება აღმოცენებიდან 2 თვეში შეუძლიათ. ასეთი თავისებურებაელექტროენერგიისა და სასუქებზე ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა. ღია გრუნტში სეზონზე შესაძლებელია 3 მოსავლის აღება;
  • ტჰკ-ს მაღალი დონე.  auto regular ჰიბრიდები თავის ფსიქოაქტიურობით იშვიათად ჩამოუვარდებიან ფოტოპერიოდულ სტრეინებს, ზოგჯერ აჭარბებენ კიდეც მათ ფსიქოაქტიურობას. ჩვენს ხაზში არის შტამები, რომლებშიც ტჰკ-ს დონე 22%-ს აღწევს.

რა უპირატესობები აქვთ აუტომოყვავილეებს?

დამწყები მებაღეები ზოგჯერ უკმაყოფილონი არიან მოსავლის რაოდენობით, მოსავალი 40-120 გრამს შეადგენს ბუჩქიდან.  არ უნდა დაგვავიწყდეს მცენარის ზრდის სწრაფი ტემპის შესახებ. ოპტიმალური პირობების შემთხვევაში,წელიწადში 3 გროვი არის შესაძლებელი, არომატული ყვავილედების აღება 2 თვეში ერთხელ შეგეძლებათ.

აუტომოყვავილეების ზრდის სტადიები

  1. კანაფის თესლები რამდენიმე დღეში ღვივდება;
  2. ვეგეტაციური ზრდა გრძელდება 3 კვირამდე.
  3. ყვავილობის მომენტიდან ხარვესტამდე, შერჩეული ჯიშის მიხედვით გადის დაახლოებით 35-50 დღე.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*