სუსტი სტრესის ვარჯიშების მოკლე სახელმძღვანელო

სუსტი სტრესის ვარჯიშების მოკლე სახელმძღვანელო

შინაარსი

დაბალი სტრესის ვარჯიში (LST) — ეს არის მეთოდი, რომელსაც გროვერები ბუჩქის სიმაღლის კონტროლისთვის იყენებენ. დამწყები მებაღეებისთვის ეს გახლავთ მეთოდი, რომელის მეშვეობით მოსავლიანობის გაზრდა და გროვინგის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება არის შესაძლებელი.

სუსტი სტრესის ვარჯიშების მოკლე სახელმძღვანელო

რას გულისხმობს სუსტი სტრესის ვარჯიში?

სუსტი სტრესის ვარჯიში არსებული სივრცის და განათების სრულად ათვისების, მცენარის ზრდის მანიპულირების საშუალებას იძლევა.  კანაფს აქვს კენწეროს დომინირების სახელით ცნობილი ზრდის ტენდენცია, ბუჩქი ქვედა ნაწილში ხშირია და ცენტრალური ღეროს კენწეროსკენ ვიწროვდება. ბუნებრივი ზრდის დროს, გირჩები ბუჩქის ზედა ნაწილში ვითარდება, სადაც იხარჯება საკვები ნივთიერებების და ჰორმონების ძირითადი ნაწილი, რის გამოც ქვედა და გვერდით ნაწილებში, შედარებით სუსტი ყვავილედები წარმოიქმნება.

LST-ს მიზანი  — ბუჩქისთვის სინათლის თანაბარი მიწოდების უზრუნველყოფაა. LST იძლევა ზრდის ჰორმონის, აუქსინის და შაქრის თანაბარი განაწილების საშუალებას. LST-ს შემდეგ, კანაფი იღებს მეტ სინათლეს, რაც მეტი ყვავილედების წარმოქმნის საშუალებას იძლევა, შესაბამისად, იზრდება მოსავალი.

LST ვარჯიში ვეგეტაციის ეტაპზე არის რეკომენდირებული, მაშინ, როდესაც ღერო და ტოტები მორჩილია. კანაფი წრეზე იწყებს ზრდას. როცა მცენარე გადადის ყვავილობის სტადიაზე, გვერდითი განშტოებებიდან იზრდება ახალი, ჯანმრთელი ღერო.

მეთოდი გულისხმობს სტრატეგიული ტოტების, ღეროების გადაღუნვას და გამაგრებას. ეს ტექნიკა ამცირებს მცენარის დატვირთვის რისკს და აძლევს მას ვარჯიშისთვის მომზადების და ადაპტირების საშუალებას. მათთვის, ვისაც არ აქვს მაღალი სტრესის ვარჯიშების გამოცდილება, დაბალი სტრესის ვარჯიში საუკეთესოა პრაქტიკისთვის და გამოცდილების შესაძენად.

LST გამოიყენება როგორც ოთახის, ასევე აუთდორის მცენარეებისთვის.

LST გამოიყენება როგორც ოთახის, ასევე აუთდორის მცენარეებისთვის.

სუსტი სტრესის ვარჯიშის პროცესი

LST დაწყება შეიძლება მაშინ, როდესაც ღეროს და ტოტების სიგრძე, მისაბმელად საკმარისი იქნება. მისაბმელად გამოიყენეთ ელასტიური ლენტი ან რეზინით დაფარული მავთული. მოერიდეთ ჩვეულებრივი თოკის და მავთულის გამოყენებას, მათ შეიძლება დააზიანონ ბუჩქი.

  • პირველი ნაბიჯი — გააკეთეთ რამდენიმე პატარა ხვრელი კონტეინერის კიდეზე. კვანძი გადის ხვრელში და შემდეგ მაგრდება ტოტზე.
  • გადაღუნეთ ძირითადი ღერო და აკურატულად მიამაგრეთ ქოთნის კიდეზე. მებაღეების ნაწილი ღეროს მრგვალი ფორმის კონტეინერს აბამს, ზრდასთან ერთად, ის გველივით იკლაკნება. ნაწილი, ღეროს გარეთ გადაღუნვას ანიჭებს უპირატესობას და ამაგრებს მას კონტეინერის ხვრელებზე. ამ შემთხვევაში მცენარე ობობისებურად იზრდება.
  • დიდი სიფრთხილით გადაღუნეთ ღერო და ტოტები. ახლოს იქონიეთ საიზოლაციო ლენტი, მისი გამოყენება შეიძლება ბზარების დასამაგრებლად. კანაფი საკმაოდ ძლიერი მცენარეა, ამიტომ ბზარის ან გადატეხვის შემთხვევაში არ ინერვიულოთ, დაზიანებული ადგილი მალე აღდგება.
  • ფოთლებისმოშორების შემდეგ, ბუჩქს სინათლე უკეთ მიეწოდება.
  • LST — არის პროცესი. ახალი ტოტების აღმოცენების შემდეგ, საჭირო იქნება მათი გადაღუნვა და მიმაგრება. ტოტების ზრდის და გამსხვილების შემდეგ, შეიძლება გახდეს საჭირო კორექტირება.

სუსტი სტრესის ვარჯიშის სხვა ტიპი: მწვანე ეკრანი

სუსტი სტრესის ვარჯიშის სხვა ტიპი: მწვანე ეკრანი

გარდა ზემოთ ხსენებულისა, არსებობს სუსტი სტრესის ვარჯიშის სხვა მეთოდები. მწვანე ეკრანი ანუ  ScrOG, ეკრანის გამოყენებით ამარტივებს სუსტი სტრესის ვარჯიშს. მეთოდი ხელს უწყობს მცენარის ჰორიზონტალურ ზრდას, ბადის საშუალებით იზღუდება მისი სიმაღლეში ზრდა. როდესაც ტოტები ბადეს სცდება, მათ უკან აბრუნებენ.  ვერტიკალური ზრდის შეზღუდვით, ვითარდება გვერდითი ტოტები და „მძინარე“ მონაკვეთებზე ხდება ყვავილედების წარმოქმნის სტიმულირება.  ისევე, როგორც დაბალი სტრესის ვარჯიში, ScrOG აუმჯობესებს მოსავალს.

შეიძლება თუ არა კანაფის ვარჯიში ყვავილობის ეტაპზე?

ხშირ შემთხვევაში LST ტარდება ვეგეტაციის პერიოდში, როდესაც ტოტები მორჩილია და მარტივია ზრდის მიმართულების ცვლილება. დაბალი სტრესის ვარჯიშის გამოყენება ყვავილობის სტადიაზეც არის შესაძლებელი. ღეროების გადაღუნვა ყვავილობის დროს, უზრუნველყოფს სინათლის თანაბარ განაწილებას. მებაღეებისთვის, რომელთაც სურთ მცენარის სასიცოცხლო ენერგიის გადანაწილება ძირითადი მონაკვეთიდან გვერდით ნაწილებზე,  ყვავილობის პირველი რამდენიმე კვირა ხელსაყრელი იქნება ვარჯიშისთვის.

LST-ს არ იყენებენ მომწიფებული და მოყვავილე მცენარეების შემთხვევაში. ვეგეტაციის ფაზაზე LST-ს მუდმივი გამოყენება დაგეხმარებათ ჯანმრთელი და კლონის წარმოშობის უნარის მქონე მშობელი მცენარეების შენარჩუნებაში.

როდის შეიძლება LST-ს დაწყება?

სუსტი სტრესის ვარჯიშის დაწყება სასურველია ვეგეტაციაზე გადასვლისას, როდესაც წარმოიქმნება რამდენიმე საიმედო კვანძი. როცა ყლორტები და ძირითადი ღერო მიაღწევს სიგრძეს, რომელიც მათი გადაღუნვის და დაფიქსირების საშუალებას იძლევა, ვარჯიშის დაწყება დროულია და ის საუკეთესო შედეგს იძლევა. ვეგეტაციის შედარებით გვიან ან ყვავილობის ეტაპზე ვარჯიშის დაწყება ცოტა პრობლემატურია, რადგან ღეროები და ტოტები მყიფე ხდება.

როგორ ვავარჯიშოთ აუტომოყვავილე ჯიშები?

აუტომოყვავილე მცენარე სწრაფად იზრდება, ვინაიდან მას არ სჭირდება განათების რეჟიმის ცვლა. მაღალი სტრესის მეთოდებით ვარჯიშმა შესაძლებელია გამოიწვიოს პრობლემები, რადგან მოკლე სასიცოცხლო ციკლის გამო, მცენარეს არ რჩება დრო ძალების აღდგენისთვის. სუსტი სტრესისის ვარჯიშები იდეალურია აუტომოყვავილეებით მანიპულირებისთვის, მათი მოსავლის მაქსიმიზაციისთვის.

რამდენადაც აუტომოყვავილეების ყვავილობა 2-4 კვირაში შეიძლება დაიწყოს, LST დაწყება ადრეულ ეტაპზე სჯობს, რათა სრულად გამოიყენოთ მისი უპირატესობები. მეთოდი დადებით შედეგებს იძლევა როგორც აუტომოყვავილეების, ასევე ფოტოპერიოდული მცენარეების შემთხვევაში.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*