დასავლეთის პროგრესული მეცნიერები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება შეიძლება ფსიქიატრიასა და სხვა დაავადებების მკურნალობის დროს.
საინტერესოა, რომ თერაპიამ ფსიქოდელიკების გამოყენებით პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ სპეციალისტებს შორის. ფართო საზოგადოებამ ფსიქოდელიკების არაჩვეულებრივი თვისებების შესახებ გაიგო 2014 წელს, როდესაც ჰოლივუდურ ფილმებში დაიწყეს ფსიქოდელიკების ხსენება LSD-დან აიაუასკამდე.
2016 წელს ამერიკაში ბესტსელერი გახდა ეილეტ უოლდმანის წიგნი „ნამდვილად კარგი დღე“. მასში ებრაელი მწერალი მოგვითხრობს ისტორიას, თუ როგორ მკურნალობდა დამოუკიდებლად ჰალუცინოგენებით.
ამერიკელმა ფსიქოთერაპევტებმა გადაწყვიტეს სიმპოზიუმის მოწვევა, რათა მოეგროვებინათ მოსაზრებები და წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება თერაპიაში. სიმპოზიუმზე ყოველმხრივ განიხილავდნენ ჰალუცინოგენების გამოყენების შესაძლებლობებს სხვადასხვა სახის ფსიქიკური დაავადებების მკურნალობისას.
ერთი თვით ადრე კალიფორნიის უნივერსიტეტში ლოს-ანჯელესში გაიმართა კონფრენცია ფსიქოდელიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ არა მხოლოდ ფსიქოლოგები და ექიმები, არამედ „ფსიქოდელიური“ შამანები საზოგადოებრივ აქტივისტებთან ერთად. სტუმრები განიხილავდნენ შეიძლება თუ არა ფსიქოაქტიური ნივთიერებების წამლის სახით მიღება. მსგავსი ღონისძიება პირველად ტარდებოდა, რის შემდეგაც ლოს-ანჯელესს ფსიქოდელიკების შესწავლის სამეცნიერო ცენტრად მოიხსენიებდნენ.
კონფერენციას ესწრებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც იყენებდნენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს თერაპიასა და რელიგიურ რიტუალებში. მათ შორის იყვნენ ტერენს მაკკენა, ჯეიმს ფეიდიმენი, გაბორ მატე, ჯეიმს ოროკი და სხვა მეცნიერები, ასევე მომხმარებლები და აქტივისტები მთელი მსოფლიოდან.
სიმპოზიუმის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა უოლის ბეკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებების მონაწილეები, თავისუფალი ურთიერთობითა და გამოცდილების გაზიარებით ბევრ სიახლეს იგებენ. მიღებული ცოდნა კი მეცნიერების წინ წაწევაში ეხმარებათ.
რა მოუვიდა ფსიქოდელიურ მედიცინას ტიმოთე ლირის ბრალეულობით
ფსიქოდელიკების მიღება ამერიკაში, XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს მკურნალობისა და სიამოვნების მიღებისათვის. სწორედ მაშინ დაიწყო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ პრეპარატების სხვაგვარად აღქმა. ამერიკელი მედიკოსები ახორციელებდნენ პირველ მცდელობებს მათი საშუალებით განეკურნათ ფსიქიკური დაავადებები. ხელისუფლებას მეტად აღელვებდა ქვეყნის დაცვა, ამიტომ ისინი განიხილავდნენ ფსიქოდელიური ნივთიერებების გამოყენებას მტრის დაკითხვისას. ხელისუფლებამ სანქციები დააწესა კვლევების ჩატარებაზე. მათმა შედეგებმა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ფსიქოდელიკების სხვადასხვა შესაძლებლობები და ეფექტები განიხილებოდა მსოფლიო კონფერენციებზე. კანადის ნაციონალურმა ტელევიზიამ აჩვენა სპეციალური რეპორტაჟი ფსიქიკური გადახრების დროს LSD-ს გამოყენებაზე.
60-იანი წლების დასაწყისში LSD-ს გამოყენებამ კრიმინალური ხასიათი მიიღო. ამ ნივთიერების პოპულარიზაციას ახდენდა ტიმოთე ლირი, რომელიც ადრე ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას ასწავლიდა. ის გამოვიდა ცნობილ მუსიკალურ ფესტივალებზე და მოყვა LSD-ს გასაოცარ თვისებებზე, რის შემდეგაც აღნიშნულმა პრეპარატმა ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა და გავრცელდა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ლოს-ანჯელესის კონფერენციაზე კანადელმა ექიმმა გამორ მატე-მ, რომელიც ფსიქოდელიკების მედიცინაში გამოყენების სპეციალისტი იყო, განაცხადა, რომ სწორედ ლირი არის LSD-ს მთელს მსოფლიოში გავრცელებაში დამნაშავე. მან შეადარა ტიმოთე მიკი მაუსს მულტიპლიკაციური ფილმიდან „ჯადოქრის შეგირდი“. მისი აზრით ჯადოქრები, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, მხოლოდ გაურკვევლობას ქმნიან თავიანთ გარშემო. დიდი რაოდენობით ნეგატიური ეფექტების მქონე ნივთიერებები, გამოიყენება დიდი სიფრთხილით შესაბამის გარემოში.
ხელისუფლება მალე მიხვდა, რომ LSD-ს უკონტროლო გავრცელება და გამოყენება სერიოზულ შედეგებს იქონიებს. მალევე ტიმოთე ლირი ხდება ცნობილი როგორც „ყველაზე საშიში ადამიანი ამერიკაში“. სწორედ ასე მოიხსენიებდა მას პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. მეცნიერები და ექიმები, რომლებიც შეისწავლიდნენ ფსიქოდელიურ ნივიერებებს, დარჩნენ სახელმწიფო დაფინანსების გარეშე. ნიჭიერ ფარმაკოლოგებს, სხვა არაფერი დარჩენიათ გარდა ქვეყნიდან ემიგრაციისა.
აკრძალვის ეპოქაში
ფსიქოდელიკების შესწავლა ამით არ დამთავრებულა. LSD-ს და სხვა პრეპერატების თერაპიული პოტენციალის შესწავლა გრძელდებოდა არაოფიციალურად. ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება ხდებოდა ინტერნეტში, სპეციალიზირებულ გამოცემებში, რომელთა საშუალებითაც კლასიკური ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ მილიონობით ადამიანმა გაიგო. ასევე საზოგადოებას წარუდგინეს ეგზოტიკური ჰალუცინოგენები, ისეთები როგორიცაა აიაუასკა, იბოგა და მცენარეები დიმეთილტრიპტამინის შემცველობით. 90-იან წლებში ამ ნივთიერებების შემსწავლელები და მომხმარებლები გაერთიანდნენ არაოფიციალურ ჯგუფში.
დღეისათვის, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს და მათ თვისებებს განიხილავენ მთელი მსოფლიოს მედიკოსები. ფსიქოდელიკებს გაუჩნდათ შანსი, რომ მათ კანონების დაცვით აღიარებენ წამლებად.
ახლა ამერიკაში 40 წლიანი განდევნის შემდეგ, აბრუნებენ თერაპიულ ფსიქოდელიკებს. მრავალი ამერიკული ორგანიზაცია შეიქმნა „ბნელ ეპოქაში“, წარმატებით გადალახეს ეს დრო და გასულ თვეში წარადგინეს სიმპოზიუმზე თავიანთი კვლევების შედეგები.
პრაღაში ასევე იყო ორგანიზებული მსგავსი კონფერენცია. ევროპელმა სპეციალისტებმა, ისევე როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა, დაამტკიცეს, რომ ფსიქოდელიკები არ აყენებს ზიანს ადამიანის ორგანიზმს.
უსაფრთხოება და უნივერსალურობა
სიმპოზიუმებზე წარმოადგინეს მეცნიერთა ნაშრომები, რომლებიც ამტკიცებს ფსიქოდელიკების საშუალებით ისეთი დაავადებების მკურნალობის შესაძლებლობას, როგორებიცაა:
- ტრავმების შემდგომი ფსიქიკური აშლილობა
- ქრონიკული სტრესი
- სიკვდილის შიში
ფსიქოდელიკებს შეუძლიათ ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების მოხსნა, ნევროზულობის შემცირება, მომაკვდავი პაციენტების მდგომარეობის შემსუბუქება.
ფსილოციბინის და მისი თვისებების შესასწავლად შეიქმნა პროექტი ონკოდაავადებულთა მონაწილეობით. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერმა ენტონი ბოსისმა გააკეთა დასკვნა, რომ ნივთიერების მცირე რაოდენობაც კი საკმარისია ნერვული დაძაბულობის და დეპრესიისაგან გასათავისუფლებლად. ზოგიერთმა მონაწილემ, ფსიქოდელიკების დახმარებით შეძლო მიეღოთ სიკვდილი მშვიდად და გაეუმჯობესებინა ურთიერთობა ახლობლებთან.
თავის ნაშრომი ფსილოციბინის ეფექტურობის შესახებ ექიმმა დაამტკიცა მრავალი სურათითა და სქემით. ამაში არ იყო განსაკუთრებული საჭიროება, რამდენადაც კონფერენციას ეწრებოდნენ ადამიანები, რომელთაც იცოდნენ ფსიქოაქტიური თვისებების შესახებ. ლექციაზე ბოსისმა სთხოვა ხელი აეწიათ მათ, ვისაც ოდესმე გამოუყენებია ჰალუცინოგენი. დამსწრეთა უმეტესობამ ხელი აწია. მათი რაოდენობა, ვისაც არასდროს გაუსინჯავს ენტეოგენები, 500დან 20 აღმოჩნდა.
ენტონი ბოსისი: ფსიქოდელიკების გამოყენება თანამედროვე მედიცინაში
სიმპოზიუმზე სუფევდა სერიოზული პროფესონალური ატმოსფერო. მეცნიერები ყვებოდნენ თუ რა შედეგების მიღწევა შეძლეს მათ MDMA-სა და LSD-ს პოსტტრავმულ აშლილობასა და ქრონიკულ დეპრესიაზე ზემოქმედების შესწავლისას. მრავალი გამომსვლელი აზიარებდა პირად გამოცდილებას ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ, რომელიც აძლევდათ მათ საშუალებას განეკურნათ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით გამოწვეული ოჯახური ტირანიის შედეგად გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმები. ექიმების დამოკიდებულება ბევრად განსხვავდებოდა ლირის ეპოქაში LSD-ს მიმართ დამოკიდებულებისაგან.
ღონისძიებაზე იყო გულის ამაჩუყებელი მომენტებიც. ერთ-ერთი ასეთი იყო მეთიუ კალას მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა მას ემკურნალა ავღანეთის ომის მონაწილეებისათვის პოსტტრავმული აშლილობა. ავღანეთის ომის ვეტერანს, კალს, არ შეეძლო უბრალო წამლების მეშვეობით გათავისუფლებულიყო აგრესიისა და პანიკური შეტევებისაგან. მათ შორის ის იყენებდა ბენზოდიაზეპინებს და ოპიოიდებს, მაგრამ უშედეგოდ. მისთვის საშველი აღმოჩნდა იაიუასკა. შამანური სასმელის წყალობით, მისმა ცხოვრებამ ახალი ელფერი მიიღო. მან დაიწყო საკუთარი თავის აღქმა არა როგორც ჯარისკაცად და საბრძოლო ერთეულად, არამედ ადამიანად, პიროვნებად, საკუთარი ოცნებებით, ტკივილისა და შიშის გარეშე. ამ ყოველივეს გააზრებით, ის გათავისუფლდა ტრავმული მოგონებებისაგან.
კონფერენციას ეწრებოდა ბევრი შემოქმედი ადამიანი, რომლებიც არ აღიქვამდნენ თავის ცხოვებაში წესებსა და შეზღუდვებს. ისინი გამოირჩეოდნენ მასისაგან განსხვავებული ჩაცმულობით და მრავალრიცხოვანი პირსინგით. შესვენებებზე ზოგიერთი დამსწრე გადიოდა მარიხუანას მოსაწევად.
ფსიქოდელიური ნივთიერებების მომხმარებლები ატარებენ საკუთარ ფილოსოფიასა და საკუთარ კულტურას, რომლებიც შეექმნათ ამ პრეპარატების აკრძალვის პერიოდში. ამიტომ მეცნიერები არ ისახავენ მიზნად წაართვან ჰიპებს ფსიქოდელიკები ან დაადანაშაულონ ისინი კრიმინალიზაციაში. პირიქით, ექიმებს უნდათ აცნობონ ფსიქოდელიკების უფრო ფართო შესაძლებლობების შესახებ, მათ შორის მედიცინაში გამოყენებაზე. მსგავსი ნივთიერებების მოყვარულები მზად არიან მათი საშუალებით მოაგვარონ სხვადასხვა პრობლემები.
სიმპოზიუმი ტარდებოდა აკკერმანის ბანალურ დარბაზში. კალიფორნიული უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააფორმეს ის როგორც სასკოლო სამეცნიერო წარმოდგენა ფსიქოდელიური მიმათულებით. პლაკატებზე ეწერა ფსიქოდელიკების ფორმულები. სტენდებზე ელაგა ანკეტები. მასში ყველას შეეძლო აღეწერა ფსიქოდელიკების გამოყენების საკუთარი გამოცდილება. დარბაზის ცენტრში დადგეს კაშკაშა სოკოს ფორმის პაპიე-მაშე.
მრავალ ქვეყანაში იკრძალება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება. სერიოზული მეცნიერები ემხრობიან ჰიპებს და ალტერნატულ მკურნალებს, ხდება კანაფის რეფორმის მხარდაჭერა. შესაძლოა, ახლო მომავალში აღნიშნული ნივთიერებები ლეგალური იყოს.
როგორ გავანთავისუფლოთ ცნობიერება
დასვენების ზონაში, რომელიც მოწყობილი იყო სიმპოზიუმზე, შექმნეს „ფსიქოდელიური ატმოსფერო“. იქ ფსიქონავტები ღებულობდნენ ჰალუცინოგენებს და დუნდებოდნენ რბილ სავარძლებში შამანური მუსიკის ფონზე.
„ფსიქოდელიურ ლაუნჯში“ სიმპოზიუმის სტუმრებს თავისუფლად შეეძლოთ კონტაქტი. აქ ისმოდა საინტერესო ფრაზები: „იბოგა მაძლევს მე მცენარეებთან საუბრის საშუალებას“, „ხესთან ისევე შეიძლება საუბარი, როგორც ადამიანთან“. სხვა მხრივ განიხილავდნენ რამდენად ეფექტურია სხვადასხვა საშუალებების გამოყენება დიდი დოზებით.
მსგავსი ღონისძიებები საშუალებას იძლევა გავიგოთ, რომ მიუხედავად კანონით აკრძალვისა, საზოგადოება აღიარებს ჰალუცინოგენებს. ფაქტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს ათწლეულში მოხდება ფსიქოდელიკების ლეგალიზაცია და გაჩნდება მათი განტვირთვისა და მკურნალოისათვის გამოყენების საშუალება.