რა დაავადებები აქვს კანაფს: დიაგნოზი გარეგნული ნიშნებით

რა დაავადებები აქვს კანაფს: დიაგნოზი გარეგნული ნიშნებით

შინაარსი

კანაფი გახლავთ ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც შეიძლება დაავადდეს, დასუსტდეს და მოკვდეს. მცენარესთან დამშვიდობება ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის ჯერ მოსავალს იძლევა, მაგრამ თუ წარმოქმნილ პრობლემებს დააიგნორებთ, მოსავალს არ უნდა ელოდოთ. არ იდარდოთ, რადგან მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ შეძლებთ დროულად აღმოაჩინოთ პრობლემა და აღმოფხრათ ნეგატიური შედეგები.

ზოგადი ინფორმაცია მარიხუანას პრობლემების შესახებ

ზოგადი ინფორმაცია მარიხუანას პრობლემების შესახებ

კანაფის კულტივირების ყველა ძირითად სირთულეს აქვს 4 წყარო:

  • გროვერის არასწორი ქმედებები;
  • პათოგენური მიკროფლორა და სოკო;
  • ზედმეტი კვება — საკვების ნაკლებობა;
  • მავნებელი მწერები.

ნებისმიერი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს როგორც ინდორში, ასევე აუთდორში. თუ თქვენ არ გამოიჩენთ სათანადო ძალისხმევას, მხოლოდ ძვირფასი გროუბოქსი ვერაფერს გიშველით. ერთგვარ დაცვას ჰიდროპონიკა წარმოადგენს, მაგრამ ის არ მუშაობს დამწყები გროვერის შემთხვევაში. ჰიდროპონიკა მაქსიმალურ საფრთხეს წარმოადგენს დამწყები გროვერებისთვის.

მებაღის შეცდომები

მებაღის შეცდომები

არის რამოდენიმე მიმართულება, რომელშიც გროვერმა შეიძლება დაუშვას შეცდომები. მათ შორის მეტად გავრცელებულია:

  • ზედმეტად მაღალი ტემპერატურა;
  • ზედმეტი მორწყვა — არასაკმარისი მორწყვა;
  • рН დარღვევა;
  • სინათლის დამწვრობა;
  • ზედმეტი კვება.

მაღალი ტემპერატურა

დამწყებმა მებაღეებმაც კი იციან, რომ ამ კულტურას ძალიან არ უყვარს სიცივე. თუ ტემპერატურა 15 გრადუსზე ნაკლებია, მცენარე არ გაიზრდება. ტემპერატურის მაღალ მაჩვენებლებსაც არ მივყავართ დადებით შედეგამდე. 30-40 გრადუსი არ უნდა იყოს. ასეთი მაჩვენებლები ხშირია დნატ ნათურის გამოყენების დროს, თუ ბოქსში არ არის სათანადო სავენტილაციო სისტემა.

გარეგანი ნიშნები

მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ყვითლდება ფოთლები, მათზე ჩნდება ლაქები, ფოთლების ბოლოები კი ზევით იპრიხება. ყვავილობის სტადიაზე პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია ახალი ყვავილედები პირდაპირ ძველებზე ამოვიდეს.

პრობლემის აღმოფხვრა

პრობლემის მოგვარება დამოკიდებულია მისი ზრდის ადგილზე:

  • ინდორი — ვენტილაციის შემოწმება. სავარაუდოდ მოგიწევთ გამწოვი ვენტილატორის შეცვლა, ან ცირკულაციის გასაუმჯობესებლად დამატებითი მოწყობილობის მონტაჟი. თუ ბოქსის კედლები დაფარულია პენოფოლით, შეცვალეთ ის უბრალო თეთრი საღებავით. რეკომენდირებულია სინათლის წყაროს გაგრილების სისტემის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში დააშორეთ ის მცენარეს.
  • აუთდორი — არ გაკრიჭოთ მცენარე. დღის მზიან მონაკვეთში უზრუნველყავით ჩრდილი, გამოიყენეთ წვრილი ბადე, გადაჭიმეთ ის გროვის თავზე. მორწყეთ მცენარე დილით ადრე, ან მზის ჩასვლის შემდეგ.

სინათლის დამწვრობა

სინათლის დამწვრობა

კანაფს უყვარს სინათლე, ოღონდ საჭირო რაოდენობით. კანაფის პატარა აუტომოყვავილე ჯიშს არ მოეწონება 1000 ვატიანი დნატ-ის განათების ქვეშ ყოფნა.

გარეგნული ნიშნები

ნათურის მხარეს ფოთლები ყვითლდება და შრება, მაგრამ ძარღვები რჩება მწვანე. არ აგერიოთ სინათლის დამწვრობა აზოტის დეფიციტში! დაგეხმარებათ ფოთლები, რომლებიც სინათლის დამწვრობის შემთხვევაში მაგრად იქნება მიმაგრებული ღეროზე და მიმართული იქნება ნათურისკენ.

პრობლემის აღმოფხვრა

გაზარდეთ მანძილი მცენარესა და ნათურას შორის, ან შეცვალეთ ნათურა შედარებით ნაკლები სიმძლავრის ნათურით.

ზედმეტი მორწყვა

ზედმეტი მორწყვა

ეს შეცდომა ზედმეტად მზრუნველ გროვერებს მოსდით.

გარეგნული ნიშნები

ჭკნობა და ფოთლების დაგრეხვა.

პრობლემის აღმოფხვრა

დაანებეთ თავი მცენარეს რამოდენიმე დღე, სანამ ნიადაგი გაშრება. შემდგომ, მორწყეთ ის მხოლოდ მაშინ, როდესაც ნიადაგი მშრალი იქნება. წყლის რაოდენობის გათვლა მარტივია: ქოთნის მოცულობის მეხუთედი.

არასაკმარისი მორწყვა

არასაკმარისი მორწყვა

აღნიშნული პრობლემა ხვდებათ აუთდორულ გროვერებს, რომლებიც კანაფის მოსაყვანად ირჩევენ ისეთ ადგილს, რომელიც ძირითად მოთხოვნებს არ შეესაბამება.

გარეგნული ნიშნები

ფოთლები თხელდება და იხრება ქვევით, ვიზუალურად ქაღალდს ემსგავსებიან. თუ მორწყავთ მცენარეს, ის გამოცოცხლდება და სიმპტომებიც გაქრება.

პრობლემის აღმოფხვრა

ბოთლები ხელში და წინ! თუ სიმპტომები კვლავ გამოვლინდება, უნდა დაარეგულიროთ მორწყვის სიხშირე.

ზედმეტი სასუქი

ზედმეტი სასუქი

ეს პრობლემაც ხშირ შემთხვევაში ზედმეტად მზრუნველ გროვერებს ექმნებათ. ასეთ შემთხვევაში, ვეგეტაციის ეტაპზე, მცენარე ანელებს ზრდას, რაც ხარვესტის რაოდენობაზე აისახება. ყვავილობის სტადიაზე ზედმეტი სასუქის დამატების შედეგად, უხარისხო გირჩების დეგუსტაციის დროს, საფრთხე ექმნება გროვერს.

გარეგნული ნიშნები

ფოთლების ბოლოები ყვითლდება, შრება და იგრიხება.

პრობლემის აღმოფხვრა

შეაჩერეთ მცენარის კვება და დაელოდეთ როდის დაუბრუნდება მცენარე ნორმალურ მდგომარეობას. შეგიძლიათ დაასხათ სუფთა წყალი. გამოჯანმრთელების შემდეგ არ დაუშვათ კვლავ სასუქის გადაჭარბება, მოახდინეთ სასარგებლო ნივთიერებების  დოზების კორექტირება.

pH დონის დარღვევა

pH დონის დარღვევა

კანაფს უხდება ნეიტრალური გარემო, ოპტიმალური  рН დონე, რომლის მაჩვენებლები — 5,5-6,5 ფარგლებში მერყეობს.

გარეგნული ნიშნები

პრობლემა მომდინარეობს ფესვთა სისტემიდან, ქვედა ფოთლებზე შეიმჩნევა ყავისფერი ლაქები.

პრობლემის აღმოფხვრა

გაზომეთ აღნიშნული პარამეტრი და დააკორექტირეთ ის მორწყვის, ან საკვების დამატების საშუალებით.

ამით სრულდება მებაღის მიერ დაშვებული შეცდომების ჩამონათვალი. გადავიდეთ გარე ფაქტორებზე.

ბაქტერიები და სოკო

ბაქტერიები და სოკო

სამწუხაროდ ის პირობები, რომლებიც კარგია კანაფისთვის, ასევე კარგი გარემოა ქვევით ჩამოთვლილი პრობლემების წარმოქმნისთვის. სწორედ ამიტომ დიდია მათი გაჩენის ალბათობა.

ამ ტიპის ძირითადი მტრები არიან:

  • ობი;
  • ფესვების ლპობა;
  • ფქვილისებური ნამი;
  • ყვითელი ლაქები.

ობი

ობი

ეს არის სოკოს სინონიმი, შესაბამისად, გამრავლება ხდება სპორებით. ისინი ნებისმიერ ადგილზე აღწევენ, მცენარეზე კი ტემპერატურის კლების, მომატებული ტენიანობის და უხარისხო ვენტილაციის გამო ჩნდებიან.

გარეგნული ნიშნები

ფოთლები ყვითლდება, ოღონდ არ ხმება. წარმოიქმნება თეთრი-ნაცრისფერი-ყავისფერი ნაფიფქი, რომელიც ძირითადად მწვანე მასასა და გირჩებზე ჩნდება.

ლიკვიდირება

ვახდენთ მიკროკლიმატის ნორმალიზებას. დაავადებული ადგილის მკურნალობა არ გამოგივათ, ამიტომ საჭიროა მათი რაც შეიძლება ჩქარა მოშორება, მანამ, სანამ სოკო ჯანმრთელ ადგილებსაც არ მოედება. შეგიძლიათ გაზარდოთ ტემპერატურა 36 გრადუსამდე, ეს მოკლავს ბაქტერიების უმრავლესობას. თუ კულტივირება ხდება ღია გრუნტში, პროფილაქტიკის მიზნით ყოველი  წვიმის შემდეგ დაფერთხეთ ტოტები, მოაშორეთ დარჩენილი წვეთები.

სეპტორიოზი (ყვითელი ლაქები)

ეს პრობლემაც შეიძლება მივაკუთვნოთ სოკოვანს. სეპტორიოზის სპორებს უყვართ სითბო და ტენი. დაავადება, როგორც წესი, ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ხშირ ბუჩქებს არ უტარდებათ დეფოლაცია და ყურადღება არ ექცევა ნიადაგის ხარისხს. წარმოდგენილი სოკოს სპორები ნიადაგიდან მოდის.

გარეგნული ნიშნები

შეიმჩნევა ყვითელი ლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში ყავისფერი ხდება. დაზიანების ეპიცენტრში შეიძლება იგრძნოთ სიმკვრივე.

პრობლემის აღმოფხვრა

სასწრაფოდ მოაშორეთ დაავადებული ფოთლები. ეცადეთ არ დაფერთხოთ ბუჩქი, რადგან ხელს შეუწყობთ სპორების გამრავლებას მთელ პლანტაციაზე. თუ მარიხუანა ვეგეტაციის სტადიაზეა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნგიციდები. თუ ფუნგიციდებს ყვავილობის სტადიაზე გამოიყენებთ, მოხმარებისას მოიწამლებით.

ფესვების ლპობა

ფესვების ლპობა

ის პროვოცირდება მრავალი მიკრო ორგანიზმით. თუ მცენარე მიწაშია, სიმპტომების გამოვლენისთანავე დაივიწყეთ მის შესახებ. შეგიძლიათ არ გადაყაროთ ქოთნები, საკმარისია მათი დეზინფექცია. ჰოდროპონური კულტივირება დაგეხმარებათ სტრეინის გადარჩენაში. პრობლემის მიზეზი ნიადაგის ცუდი აერაცია და კონტეინერში არსებული მაღალი ტემპერატურაა.

როგორ გამოვავლინოთ

კანაფი ნაკლებად იწოვს ტენს და ავლენს ისეთ ნიშნებს, რომლებიც საკვების ნაკლებობას ახასიათებს. თეთრი ფესვები ხდება ყავისფერი და იფარება ლორწოთი.

როგორ აღმოვფხვრათ (შესაძლებელია მხოლოდ ჰიდროპონურ სისტემაში)

გაზარდეთ კომპრესორის სიმძლავრე და უზრუნველჰყავით ხსნარი დიდი რაოდენობის ჟანგბადით. მოცულობა საგულდაგულოდ გაასუფთავეთ და გამორეცხეთ. ხსნარის ტემპერატურა შეინარჩუნეთ ისეთი, რომ არ აღემატებოდეს 21 გრადუსს. წყალბადის ზეჟანგის გამოყენების შემთხვევაში, ყველა სასარგებლო მიკროორგანიზმი კვდება, ჩნდება დიზბაქტერიოზი.

ფქვილისებური ნამი

ფქვილისებური ნამი

ეს პრობლემაც სოკოს ბრალია, თან ძალიან საშიში სოკოსი. თუ ამ დაავადების მქონე მცენარეს შეეხებით, შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას. ნამი ძირითადად მაღალი ტენიანობის და ბუჩქების სიმკვრივის გამო ჩნდება.

განმასხვავებელი ნიშნები

მისი გაჩენისას, ფოთლები იფარება თეთრი ნაფიფქით, თითქოს მათ ფქვილი მოაყარეს. მებაღის მიერ საჭირო ზომების არ მიღების შემთხვევაში, სოკო ყავისფერი ბურთების სახით გროვდება.

ლიკვიდაციის ხერხები

ვეგეტაციის სტადიაზე გამოიყენეთ ფუნგიციდები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალხური საშუალებები, მაგალითად 1:9 გაზავებული წყალი და რძე, ან მოამზადეთ სოდის ხსნარი, 1 სუფრის კოვზი სოდა 2 ლიტრ წყალზე. არ დაგავიწყდეთ ვენტილაციისა და ტენიანობის შემოწმება.

ახლა გავეცნოთ მწერებს.

მავნებელი მწერები

მავნებელი მწერები

ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი სახის მავნებელი მწერები:

  • ბუგრები
  • მუხლუხოები
  • ლარვები
  • ლოქორები
  • ობობისებური ტკიპა

ბუგრები

ბუგრები

ბუგრები ძალიან სწრაფად მრავლდებიან, მათ მოკლე პერიოდში შეუძლიათ მოიცვან მთელი პლანტაცია და შეუქმნან უამრავი პრობლემა გროვერს. ბუგრების მავნებლობის გარდა, გროვერი ხვდება სოკოს, რომელიც მკვდარი მწერების სუნზე ჩნდება.

გამოცნობა მარტივია

დაზიანებული ფოთლები ყვითლდება და ჭკნება. ღეროსთან ახლოს ჩნდება მწვანე, თეთრი ან ყვითელი მწერები.

მათი მოშორებაც მარტივია

გადააგდეთ კანაფის დაზიანებული ნაწილები (იმ შემთხვევაშიც კი თუ გირჩებია დაზიანებული). თუ დაავადებულია მხოლოდ ერთი სტრეინი, სასწრაფოდ მოახდინეთ მისი იზოლირება, სანამ დაავადება მეზობელ ბუჩქებსაც გადაედება. შეიძინეთ ინსეკტიციდები, რომლებიც გათვლილია საკვები კულტურების დასამუშავებლად.

მუხლუხოები

მუხლუხოები

მუხლუხოები ჭამენ ფოთლებს.

მათი ცნობა მარტივია

როგორ მივხვდეთ მათ არსებობას მარიხუანას გარეგნობით? დაათვალიერეთ ფოთლები, მათი ნაპირები ან ცენტრი იქნება შეჭმული. გარდა ამისა, ფოთლები იქნება დასვრილი მუქი ზოლებით.

მათი მოშორება ადვილია

საჭირო იქნება მათი პოვნა და ხელით მოშორება (შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოცხი, აქანდაზი ან სხვა მოწყობილობა). მოაშორეთ ისინი პლანტაციას რაც შეიძლება შორს.

ლარვები

ლარვები

როგორც სხვა მწერების, მათი სიცოცხლის აზრიც თქვენი ხარვესტის განადგურებაა.

გარეგნული ნიშნები

ყვითელი ფოთლები დაფარულია მცირე კლაკნილი ზოლებით.

ლიკვიდაცია

საჭიროა დაზიანებული ადგილების მოშორება და ჯანმრთელი ადგილების ინსეკტიციდებით დამუშავება. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპინოსადი ან აკტელიკი. თუ მარიხუანას კულტივირება ხდება სახლის პირობებში, უმჯობესია გაიტანოთ ქოთანი აივანზე და იქ დაამუშავოთ.

ლოქორები

ლოქორები

სხვა დანარჩენი მწერების მსგავსად, მათაც უყვართ მცენარის განადგურება.

როგორ გამოვავლინოთ

თუ ხედავთ შემოჭმულ ფოთლებს და ლორწოს კვალს, მწერი მცენარეზეა. გარეგნულად მწერი მუხლუხოს ჰგავს.

ვაცილებთ დაუპატიჟებელ სტუმრებს

მუხლუხოების მსგავსად მათი მოშორებაც ხელით მოგიწევთ. თუ კულტივირება ხდება ღია გრუნტში, შეგიძლიათ გააკეთოთ ერთგვარი ღობე. ამისათვის საჭირო იქნება მაგალითად ბუჩქის მარილით შემოსაზღვრა, მწერი მას ვერ გადავა.

ობობისებური ტკიპა

ობობისებური ტკიპა

მას ყველა ადამიანი იცნობს, რომელსაც მებაღეობასთან ერთხელ მაინც ჰქონდა შეხება.

როგორ გამოიყურება მწერი და შედეგები მოჰყვება მის არსებობას

ფოთლებზე ჩნდება პატარა ყვითელი და თეთრი ლაქები, რის შემდეგაც ისინი ყვითლდება და კვდება. მცენარის ქვედა ნაწილში შეიმჩნევა მწერი და მისი მომავალი შთამომავლობა. გვიან სტადიაზე სტრეინი დაიფარება ობობის ქსელით.

როგორ ვებრძოლოთ

  1. აუცილებელია იზოლაცია;
  2. გამოიყენეთ პულვილიზატორი;
  3. გააგრილეთ მცენარე 21 გრადუსამდე ტემპერატურით;
  4. დაასრულეთ საქმე ინსეკტიციდებით.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*