თეთრი ნათების ქვეშ ყვავილობა: ფსიქოაქტიურობის თუ მოსავლიანობის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი?

თეთრი ნათების ქვეშ ყვავილობა

ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ მცენარე მთელი სიცოცხლის ციკლის განმავლობაში ითვისებს სინათლის გამოსხივებას ფართო დიაპაზონში — ცივი და თბილი სპექტრის ნაწილებიდან. მაგრამ ბევრ გროვერს აქამდე არ ესმის რამდენად მნიშვნელოვანია სინათლის წყაროს და სხვადასხვა სიგრძის ტალღების შეთავსება.

მოყვავილე ბუჩქები კარგად ითვისებენ გამოსხივებას სპექტრის თბილი ნაწილიდან — ეს აჩქარებს გირჩების მასის მომატებას. ენერგოეფექტური ნათურების გამოყენებისას მწარმოებლურობის მომატების მიზნით გროვერები აქცენტს აკეთებენ 2700კ-ზე. ბევრს სჯერა, რომ მზა პროდუქტის ხარისხი და რაოდენობა ამ შემთხვევაში პირდაპირპროპორციულია. წარმატებული გროუპორტების უმეტესობა ამბობს, რომ 2700კ ნათურები არ არის ცუდი არჩევანი, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს გამოიყენება კომპაქტ-გროვინგში, სადაც ოპტიმიზაციისა და მწარმოებლურობის საკითხი განსაკუთრებით მკაცრად დგას.

რა იცვლება პრაქტიკასთან ერთად? აშკარაა, რომ ჩვენ ვისწრაფით მიგანიშნოთ ცივი განათების მნიშვნელობაზე ხარისხიანი მცენარის მოყვანისათვის. რატომ ვფიქრობთ ასე? პასუხი მარტივია, ბევრისთვის ცნობილია, რომ ცივი შუქის ნათურები (6500კვ ნათების ტემპერატურით) გამოიმუშავებს გამოსხივებას ულტრაიისფერი სპექტრის ნაწილიდან — უი-ბ — რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მზა პროდუქციის პოტენციალს.

ჩვენმა გროვერულმა სტაჟმა ზოგი რამ გვასწავლა: თუ სპექტრში არის ცოტა უი-ბ, ან სულ არ არის, მცენარის ქსოვილებში მეტაბოლური რეაქციები ყოვნდება და ამ ფაქტორის კომპენსირება უი-ა-საც (განათების მეტად ინტენსიური ნაწილი, რომელიც ნაკლებად არის სასარგებლო კანაბისის ფსიქოაქტიურობისათვის) არ შეუძლია. შედეგად ჩვენ მივიღებთ პრეკურსორ-ნაერთებით მდიდარ ტრიქომების უმრავლესობას და არა ტგკ-ს.

თეთრი ნათების ქვეშ ყვავილობა

რათქმაუნდა კომერციულ გროვერს, რომელიც დაკიდებს დნატ-ს,მარიხუანას ხარისხის გაუმჯობესებისათვის  მას არ მოუვა თავში გადაერთოს დრი-ზე. მიზეზი მარტივია, შუქი დომინირებული ცისფერის დიდი შემადგენლობით საგრძნობლად ამცირებს მოსავლიანობას. მძლავრი სანათები ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა კანაფი მოყავთ გასაყიდად. თავად დაფიქრდით, რამდენად რეალურია ყვავილობის ციკლებს შორის ნახევარი კილოგრამი კანაფის მოწევა.

ყველაზე მაგარი პროდუქტი იზრდება ნაკლებადჰალოგენური ნათურების — დრი-ს ქვეშ. წლების განმავლობაში ვსინჯავთ იმას, რაც ჩვენს მეგობრებს მოყავთ დნატ-ის ქვეშ და დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ მისი გირჩების მოწევა არც ისე სასიამოვნოა, მათში ბევრია კბდ, რომლის მოწევა იწვევს ძილიანობას და მადის მომატებას. მაგრამ ცივი სპექტრი — მნიშვნელოვანი პირობაა სასიამოვნო მოწევისთვის, უდაოდ კარგი და უხვი მოსავლისთვის.

თუ თქვენ არ ჩადებთ საკმარის სახსრებს განათებაში და მარიხუანა მოგყავთ მხოლოდ თქვენთვის, ყვავილობის ბოლო კვირებში ჩვენ გირჩევთ დნატ-ის შემდეგ დრი-ზე გადასვლას. სწორედ ამ დროისთვის ძირითადი მასა უკვე გაზრდილია და მაგ დროს განისაზღვრება მოსავლის სიძლიერე. ეს ზომები მკვეთრად ამცირებს მოსავლიანობას, სამაგიეროდ ბევრად იზრდება მისი ხარისხი.

გროვერებს, რომლებიც განათებისთვის იყენებენ ესლ-ს ეს ინფორმაცია ასევე გამოადგებათ. გაურკვეველია რატომ, მაგრამ ბევრი ჭეშმარიტად ოსტატი კანაფის მწარმოებელი ქვეგანათებისთვისაც კი არ რთავს ცივ ნათებას.აუცილებლად დახარჯეთ საკმარისი სახსრები, ისინი თავის თავს ამოიღებენ პირველივე მოსავლისას. იყიდეთ რამოდენიმე დენის წყარო 6500კ ტემპერატურის, უფრო ხშირად ყიდულობენ 26 ვატიან ნათურებს, ჩვენ გირჩევთ 42-იანს და მათ მოთავსებას გირჩებთან ახლოს. თქვენ საგრძნობლად დაინახავთ სხვაობას. ეფექტი გაიზრდება არა მხოლოდ მოხმარებისას, არამედ გაიზრდება მოსავლის ძირითადი მასაც, რადგან იქნება მეტი შუქი. ეს არა მხოლოდ  პროფესიონალმა, არამედ კანაფის ყველა მომყვანმა უნდა იცოდეს.

ყურადღება მიაქციეთ: სახლის ტერარიუმების ულტრაიისფერი ნათურები არ გამოდგება გროვინგში. მართალია უი-ბ-ს ნაკადი საკმაოდ ინტენსიურია, მაგრამ უი-ა მის სინათლეში რამოდენიმეჯერ მეტია, რამაც შეიძლება ავნოს მცენარეს.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*