ზოგადად კანაფის მომხმარებლებს, კბდ მიაჩნიათ ერთგვარ უნივერსალურ, დამამშვიდებელ კანაბინოიდად კანაფის შემადგენლობაში. „თუ გამოიყენებთ კანაფს კბდ-ს მეტი შემადგენლობით ტგკ-სთან შედარებით, მცენარის ფსიქოაქტიური ეფექტი უფრო რბილი იქნება“, გვეუბნება ხალხური სიბრძნე.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ „სიბრძნეში“ არის ნაწილობრივ სიმართლეც, თუმცა, როგორც პრაქტიკული გამოცდილება გვიჩვენებს, კბდ ყოველთვის როდი ავლენს ორგანიზმზე სედატიურ ეფექტს. კერძოდ, ახალი სამეცნიერო კვლევები ცხადყოფს, რომ კანაბინოიდის ეფექტის და კანაფში სხვა ნაერთებთან ურთიერთქმედების მიღმა იმალება მრავალი ნიუანსი. მოცემული ნაშრომი, რომელიც წლის დასაწყისში გამოქვეყნდა ჟურნალ „ფსიქოთერაპიისა და ნევროლოგიის ევროპული სამეცნიერო არქივი“-ს გვერდებზე, გვეუბნება, რომ კანაბინოიდის სხვადასხვაგვარი მოქმედება აიხსნება ერთი ფაქტორით — კბდ-ს მოხმარების დოზით პროდუქტში.
მარტივად რომ ვთქვათ, განსაზღვრულ პროპორციებსა და კონცენტრაციებში სხვა კანაბინოიდებთან, კბდ-ს შეუძლია სხეულზე მათი მოქმედების დაქვეითება და მოდულირება, ასევე მათი ეფექტის გაძლიერება. კერძოდ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კბდ-ს სიჭარბისას პროდუქტში და ნივთიერების მაღალი დოზირება (400მგ კბდ 8 მგ ტგკ-სთან), ვლინდება სედატიური ეფექტი,რომელსაც პრაქტიკულად მივყავართ ტგკ-ს თრობის ეფექტამდე, თუმცა ნივთიერების მოხმარება უფრო დაბალი პროპორციით (4მგ კბდ 8მგ ტგკ-სთან) კბდ პირიქით, ბევრად აძლიერებს ტგკ-ს ეფექტს და მის ხანგრძლივობას მოხალისე გამომცდელების ორგანიზმზე.
კბდ-ს კომპლექსური ურთიერთქმედება სხვა კანაბინოიდებთან
რამდენადაც, კბდ-ს არ აქვს მკვეთრად გამოხატული ფსიქოაქტიური ეფექტი, ისეთი, როგორიც ტგკ-ს ახასიათებს, ბევრი ადამიანი მოიხმარს კანაფს ისე, რომ არც კი აქცევს ყურადღებას ნივთიერების კონცენტრაციას პროდუქტში, არც მის თანაფარდობას მცენარის ქსოვილებში შემავალ ნივთიერებებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ტგკ-ს და კბდ-ს კონცენტრაციას შორის პროდუქტში შეიმჩნევა არსებითი სხვაობა: ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს 500 მგ ტგკ-ს, აქვს ბევრად მეტი ზემოქმდება სხეულზე და ადამიანის ცნობიერებაზე, ვიდრე ანალოგიური პროდუქტი რომელიც მხოლოდ 5 მგ ნივთიერებას შეიცავს; ამავდროულად, პროდუქტი, კბდ-ს იგივე კონცენტრაციით, არ მოახდენს ასეთ შესამჩნევ ეფექტს. რათქმაუნდა ასეთი აზრი სწორი იქნება მხოლოდ რეკრეაციული მომხმარებლებისათვის. ადამიანებმა, რომლებიც კანაფს თერაპიული მიზნებისათვის მოიხმარენ, საკუთარი გამოცდილებით აღიქვამენ განსხვავებას ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ეფექტებს შორის კბდ-ს სხვადასხვა კონცენტრაციის და პროპორციებისას.
როგორც აღნიშნავს ნიკ ჯიკომსი, Leafly რედაქციის ნევროლოგიის სპეციალისტი, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებმა და მედიკოსებმა უკვე ისწავლეს კბდ-ს სხვადასხვა დოზების ფუნდამენტული განსხვავებები, საერთო ჯამში, მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ნივთიერების ეფექტური დოზების გამოყვანა, რომლებიც კონკრეტული დაავადებების სიმპტომებისათვის საუკეთესო იქნება. კანაფის მედიცინის სხვა დამსახურებული სპეციალისტი, ექიმი ჯასტინ სულაკი, აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანის ბიოლოგიაში ინდივიდუალური განსხვავებები, ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს კბდ-ს ეფექტის გამოვლენაზე და მათ ურთიერთქმედებაზე სხვა ენდოგენური და ეკზოგენური წარმოშობის კანაბინოიდებზე.
„როგორც სხვა ტიპის წამლების შემთხვევაში, უკეთესია კბდ-ს მოხმარების დაბალი დოზებით დაწყება და ექსტრაქტის დოზის გაზრდა თანდათანობით საჭიროებისამებრ, ნივთიერების სიძლიერის და ეფექტის ხანგრძლივობის სუბიექტური შეფასების მიხედვით“, აღნიშნავს ექიმი სულაკი. „მიუხედავად იმისა, რომ კბდ-ს ა აქვს ტგკ-ს მსგავსი ფსიქოაქტიური ზემოქმედება, უნდა აღინიშნოს, რომ მას მაინც გააჩნია განსაზღვრული ეფექტური დოზირება და აქტივობის ზღვარი. მარტივად რომ ვთქვათ, ნივთიერების განსაზღვრული კონცენტრაციისას პროდუქტში, მისი ეფექტი იწყებს კლებას და მას ენაცვლება უბრალოდ დაღლილობის შეგრძნება“.
კბდ-ს სხვა ნაერთებთან მიმართებაში სხვადასხვა დოზებისა და პროპორციების დროს მისი ეფექტის ილუსტრირებისათვის, უნდა მივმართოთ ხსენებულ 2019 წლის ექსპერიმენტს, რომლის მიმდინარეობისას მოხალისეთა რამოდენიმე ჯგუფი მოიხმარდა კანაფის ექსტრაქტის სხვადასხვა ტიპებს, რომლებიც აქტიური კანაბინოიდების სხვადასხვა ტიპის ნარევს შეიცავდა.
იმ ჯგუფის მონაწილეების, რომლებიც ღებულობდნენ ტგკ-ს მაღალი შემცველობის და კბდ-ს მინიმალური კონცენტრაციის ექსტრაქტს, მოხმარების შემდეგ კანაფის ძლიერ თრობას გრძნობდნენ. იმავე დროს, ჯგუფის წევრები, რომლებიც ღებულობდნენ ტგკ-ს ანალოგიური შემცველობის ექსტრაქტს, რომელიც თანაბარი რაოდენობით კბდ-ს შეიცავდა, აცხადებდნენ რომ მსუბუქ მასტიმულირებელ ეფექტს იღებდნენ, რომელიც 1 საათში ქრებოდა, მიუხედავად ამისა, ის ახდენდა ტკივილ გამაყუჩებელ და დამამშვიდებელ ზემოქმედებას.
ამ დაკვირვებიდან გამომდინარეობს, რომ ნივთიერების თანაბარი კონცენტრაციის დროს, კბდ-ს შეუძლია შეამციროს ტგკ-ს არასასურველი თრობის ეფექტი. ამავდროულად, კბდ-ს მინიმალური მინარევი, შეძლებს სხეულზე მოახდინოს სტანდარტული ეფექტის საპირისპირო ზემოქმედება, ტგკ-ს ფსიქოაქტიური ზემოქმედების დაჩქარებითა და გაძლიერებით.
არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორც რეკრეაციული, ასევე თერაპიული კანაფის მომხმარებელი, პრინციპში თავად შეძლებს გათვალოს კანაფის სასურველი ეფექტი, კანაბინოიდების ექსტრაქტში კანაბინოიდების კონცენტრაციის „აწყობით“, მათი შერევით, ან მოსაწევად ისეთი გირჩების შერჩევით, რომლებშიც ორივე ნივთიერების განსაზღვრული თანაფარდობაა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეფექტის სიძლიერესა და სისწრაფეზე არანაკლებ მნიშვნელოვნად მოქმედებს მისი გამოყენების მეთოდი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გირჩები და მოსაწევი ექსტრაქტები ორგანიზმზე ზემოქმედებას ფაქტიურად მოხმარებისთანავე იწყებენ, იმ დროს, როდესაც პროდუქტის აქტივაციისათვის, რომლებიც დანიშნულია მოსახმარებლად საკვებში ან გარეგანი მოხმარების მეთოდით, მოითხოვს გარკვეულ დროს. რათქმაუნდა, მეორე შემთვევაში მოლოდინით მიიღებთ უფრო ხანგრძლივ და ძლიერ ეფექტს.
“უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ბუნებრივი სახით, ისე კანაფის კომერციულ ჰიბრიდებში, ტგკ და კბდ, როგორც წესი არის 3:1 თანაფარდობით, რაც აძლევს მცენარეებს „კანაფით თრობის“ სახასიათო ეფექტს”, აცხადებენ 2019 წლის ნაშრომის ავტორები. „თუმცა თერაპიული მიზნებისათვის ძირითადად გამოიყენება მცენარეები, რომლებიც კბდ-ს დიდ დოზებს შეიცავს, კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ ტგკ-ს მცირე მინარევი, შეძლებს ანალოგიურად გააძლიეროს კანაფის წამლის ეფექტურობა, მინიმუმამდე დაიყვანს უარყოფით ეფექტებს, ისეთებს, მაგალითად როგორიცაა დაღლილობა, ძილიანობა და დისკომფორტის შეგრძნება“.
აღნიშნული ნაშრომის დასკვნების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კარგად კბდ და ტგკ უმკლავდება თავის თერაპიულ და რეკრეაციულ დავალებებს მათი თანაბარი დოზებით მოხმარებისას. ამასთანავე, დიდი დისპროპორციის დროს მათი გამოყენება აქვეითებს მათ ეფექტს და ბევრად ზრდის უარყოფით მოქმედებას.
კანაბინოიდის სხვადასხვა პორციების სუბიექტური ზემოქმედების ექსპერიმენტი
უკეთესი ეფექტის მიღება რეკრეაციულ და თერაპიული მიზნებისათვის შესაძლებელია კანაფის ექსტრაქტის ან გირჩების გამოყენებით, რომელიც შეიცავს დაახლოებით 8 მგ ტგკ-ს 4 მგ კბდ-ზე (სწორედ ეს არის რეკომენდირებული კანაბინოიდების თანაფარდობა ნებისმიერი მიზნით მოხმარებისათვის). არანაკლებ საინტერესო ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს ტგკ-ს და კბდ-ს ცოტა განსხვავებულმა ნაერთმაც, რომელიც მათი მარტივი შერევით მიიღება.
მაგალითად, შეიძლება ცადოთ შეურიოთ რეკრეაციული გირჩის ჯიში ტგკ-ს მაღალი შემცველობით სამედიცინო ან ტექნიკურ მცენარეს, რაც საგრძნობლად გააძლიერებს ზოგად ფსიქოაქტიურ ეფექტს. ანალოგიურად, შეიძლება შეერიოს ექსტრაქტების სხვადასხვა ტიპი, ან ამოაწოთ ტგკ-ს შემცველი გირჩი კბდ-ს ექსტრაქტში. შერევის ვარიანტები და კანაფის მომზადება თერაპიული ან რეკრეაციული მიზნებისათვის პრაქტიკულად არ არის შეზღუდული.
თუმცა მსგავსი ნაერთებისგან ყველა არ წარმოადგენს მომხმარებლისათვის პრაქტიკულ ეფექტს: კერძოდ, ტგკ-ს ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, ასევე სხეულზე კონტროლის დაკარგვა, ემოციების და აღქმის ცვლილება. კბდ-ს მაღალმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი და ძლიერი ძილიანობა. შესაბამისად, მსუბუქი არაბალანსირებული ზემოქმედებისათვის ორგანიზმზე პროდუქტი უნდა შეიცავდეს დაახლოებით 5 მგ ტგკ-ს და კბდ-ს. უფრო ძლიერი ეფექტის უზრუნველყოფა შეუძლია ნაერთს, დაახლოებით 10 მგ თითოეული ნივთიერების თანაბარი პროპორციით.
და ბოლოს, უნდა შეგახსენოთ, რომ მცირე დოზით კბდ-ს დამატებით პროდუქტში, რომელიც ბევრ ტგკ-ს შეიცავს, ვეხმარებით ორგანიზმს არა მხოლოდ მისი ნეგატიური ზემოქმედების მოდულირებაში, არამედ ვაჩქარებთ და ვაძლიერებთ პროდუქტის მოქმედებას. მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ კანაბინოიდის მოქმედებას ორგანიზმზე, თვლიან, რომ ასეთი ეფექტი შეიძლება აიხსნას კბდ-ს უფრო მაღალი ბიო მისაწვდომობით სხეულის რეცეპტორებთან, რაც აძლევს მას საშუალებას ნივთიერებას, მიაღწიოს თავის მიზნებს ორგანიზმში. სპეციალისტების სხვა ჯგუფი სკეპტიკურად უდგება მსგავს ჰიპოთეზას, ხსნიან ეფექტს ერთგვარი პლაცებოს თავისებურებით, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივად, კბდ-ს შემცველი პროდუქცია გამოიყენება მისი აორთქლების ან საკვებთან მიღების გზით და არა მოსაწევად, რითიც საშუალებას აძლევს ნივთიერებას მექანიკურად უფრო სწრაფად მიაღწიონ ნერვული სისტემის რეცეპტორებამდე.