როგორ მოქმედებს მარიხუანა თქვენს სპორტულ შესაძლებლობებზე

როგორ მოქმედებს მარიხუანა თქვენს სპორტულ შესაძლებლობებზე

მარიხუანა და სპორტი შეუთავსებელია, ასეთია გავრცელებული აზრი, მაგრამ არაერთი პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენი ეწინააღმდეგება ამ აზრს. სპორტის წარმომადგენელი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება კანაბისთან, სულაც არ ნიშნავს კარიერის დასასრულს მათი ჯანმრთელობის გამო.

დღესდღეობით სულ უფრო ხშირად გვხვდება ინფორმაცია მარიხუანას უვნებელი და დადებითი შედეგების შესახებ. მაგრამ საზოგადოებაში ნარჩუნდება სტერეოტიპები, რომლებიც ამუხრუჭებენ მის წინსვლას. გავრცელებულია აზრი, რომ კანაფის მომხმარებლები ნაკლებად მოძრავნი არიან და აქვთ ჭარბი წონა.

რეალობაში კი მარიხუანას მომხმარებლები არიან საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. მათი ნაწილი გაურბის რაიმე სახის სამუშაოს ტვინისა და სხეულისათვის, ნაწილი კი პირიქით, კანაბისს იყენებს როგორც დოპინგს და სტიმულატორს. ვიღაცას ის ეხმარება მედიტაციის წინ განტვირთვაში, ვიღაც კი ღებულობს მისგან ენერგიას ყოველდღიური ვარჯიშებისა თუ მსოფლიო რეკორდების დამყარებისათვის.

კანაფის გამოყენების თავისებურებები ვარჯიშამდე, მის პროცესში და მისი დასურულების შემდეგ

  1. ვარჯიშის წინ მარიხუანას ენერგეტიკული ჯიშების გამოყენება როგორც საუკეთესო მატონიზირებელი საშუალება

ძირითადად ეწევიან ჯოინტებს, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ისინი ძლიერ აზიანებენ ფილტვებს, რომლებზეც ვარჯიშის დროს ხდება დიდი დატვირთვა. ამიტომ უმჯობესია გამოვიყენოთ ვაპორაიზერი. ის აორთქლებს აქტიურ ნივთიერებებს შედარებით დაბალ ტემპერატურაზე ვიდრე ისინი მოწევის დროს ორთქლდება, სასუნთქი გზები ზედმეტად არ იტვირთება და ფილტვები რჩება ჯანმრთელი.

თუ თქვენ გარბენის წინ საჭიროებთ ენერგიას, სასურველია ისუნთქოთ ორთქლი, რომელიც გაჯერებულია მცენარეული ენერგეტიკით. თუმცა სუფთა სატივა ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, მაგრამ დიდად არ უხდება ვარჯიშის დროს მძიმე დატვირთვას. სასურველია უპირატესობა მიენიჭოს დაბალანსებულ ჰიბრიდებს, რომლებიც ძალას შეგმატებენ და მოგიმატებენ კონცენტრაციას.

  1. კანაფზე დამზადებული მალამოები — კუნთების ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებაა

თუ ხართ  დაკავებული საფეხმავლო ტურიზმით ან იპყრობთ მწვერვალებს, ან ხსნით საკუთარ რეკორდებს, ყოველ დღე მართავთ მარათონულ გარბენებს — ნებისმიერ სიტუაციაში კანაბისის შემცველობის მალამო დაგეხმარებათ შეამციროთ კუნთის ტკივილი. თუმცა მალამოს წასმისას იგრძნობა მსუბუქი დისკომფორტი, ისინი არანაირად არ მოქმედებენ ფსიქიკაზე და არ იწვევენ ცვლილებებს ცნობიერებაში. კანაბინოიდები ებრძვიან ანთებას, ამსუბუქებენ ტკივილს და ხსნიან სპაზმებს.

  1. კანაბისი ვარჯიშის დროს განაპირობებს მაღალი ტემპის შენარჩუნებას.

დიდ დისტანციაზე სირბილის პროფესიონალმა გაამხილა თავისი გამძლეობის საიდუმლო: „ვარჯიშის წინ მე ვიყენებ 10მგ. ექსტრაქტს, ან მიმაქვს თან როცა წინ მელის 30კილომეტრიანი ტრასა. მე ტყუილად არ ვანიჭებ უპირატესობას მცირე დოზას. ეს ყოფნის საჭირო მანძილის მარტივად დაძლევას და მაძლევს ენერგიას ბოლო კილომეტრის დაძლევამდე. შეგრძნებები დაუვიწყარია, თავს ვგრძნობ ოლიმპიურ ჩემპიონად, ხოლო გონება და სხეული იძირება ნეტარების ზღვაში.“

  1. მარიხუანა გვეხმარება ვარჯიშის დროს გაღიზიანებული კუჭის დაოკებაში.

არ არსებობს ისეთი სპორტსმენი, რომელსაც სირბილის შემდეგ არ აწუხებს მუცელში არასასიამოვნო შეგრძნებები. საბედნიეროდ არსებობს კანაბისის ჯიშები, რომლებსაც შეუძლიათ ამ შეგრძნებების მთლიანად გაქრობა თუ არა, მათი არასასურველი აქტივობების მინიმუმამდე დაყვანა მაინც. საკმარისია შხაპის და საკვების მიღების შემდეგ შევაკეთოთ ვაპორაიზერი საჭირო ბალახით და კუჭთან დაკავშირებული ყველა პრობლემა დავიწყებას მიეცემა. შემდეგ შეგვეძლება დავტკბეთ მშვენიერი ამინდით და თავი ვიგრძნოთ ყველაზე ბედნიერ ადამიანად დედამიწაზე.

  1. თუ ტკივილი არ გაძინებთ, შეარჩიეთ ჰიბრიდის საჭირო ჯიში.

საკმაოდ რთულია ხოლმე და ზოგჯერ შეუძლებელიც დამღლელი ვარჯიშის შემდეგ გამოძინება. კუნთები ყრუდ გტკივათ და როგორი პოზაც არ უნდა მიიღოთ, გრძნობთ ტკივილს და დისკომფორტს. რამდენიც და როგორც არ უნდა იტრიალოთ ღამე, დილას იღვიძებთ გამოუძინებელი. ასეთ შემთხვევაში ინდიკას ჯიშის მარიხუანა უზრუნველყოფს მშვიდ ძილს და დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში. დილით თქვენ გაიღვიძებთ ძალითა და ენერგიით აღსავსე.

 

 

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*