არსებობს საერთო რწმენა, რომ ფოტოპერიოიდული კანაფის ჯიშების გაშენება მხოლოდ გამოცდილი მევენახეებისთვისაა, დამწყებთათვის კი შესაფერისია აუტოყვავილებადი ჯიშების გაშენება. სინამდვილეში ფოტოპერიოდული ჯიშების გაშენება საკმაოდ საინტერესო პროცესია, რაც დამწყებთათვის საკმაოდ შესაძლებელია.
5 მიზეზი, რის გამოც საჭიროა თამამად გადავიდეთ აუტოყვავილებადი ჯიშებიდან ფოტოპერიოდულებზე.
-
თქვენვე აკონტროლებთ თქვენი მცენარის ზომას
ფოტოპერიოდული შტამების ზრდის ხელოვნება, სხვა საკითხებთან ერთად, მცენარის ვეგეტაციური პერიოდის მანიპულირების უნარია. თუ გსურთ დიდი და ფუმფულა ბუჩქი, თამამად მიეცით მცენარეს მეტი ნიადაგი, გამოიყენეთ LST და სხვა მეთოდები, გაახანგრძლივეთ მისი ვეგა , შედეგი კი იქნება მშვენიერი ბუჩქი, რომლის გამოჩენა ფორუმზე არ იქნება სასირცხვილო.
ზოგადად, დამაგვირგვინებელი ღონისძიებები უმეტესად ხელმისაწვდომია ფოტოპერიოდული ჯიშების გასაზრდელად. მაგალითად SCROG და FIM მეთოდისთვის, ყველა აუტოყვავილებადი ჯიში არ გამოდგება, ფოტოპერიოდულებიდან კი თითქმის ყველა მოერგება ამ ტექნიკას.
-
თქვენ გაქვთ უფრო მეტი მოსავალი
საშუალო სტატისტიკიდან გამომდინარე ფოტოპერიოდული ჯიში უფრო პროდუქტიულია ვიდრე აუტოყვავილებადი, ეს სამედიცინო ფაქტია. ფოტოპერიოდული შტამის გამოყენებით, შესაძლებელია მოსავლის საჭირო რაოდენობით მიღება, ამის უნარი კი ჩვეულებრივი აუტოყვავილებად ჯიშებს არ შესწევთ.
ფოტოპერიოდული ჯიშების საშუალო მოსავალი არის 450 – დან 650 გრამამდე კვადრატულ მეტრზე. ზოგჯერ კი ფაქტების მიხედვით მოსავალი კიდევ უფრო მეტია.
-
შესაძლებელია ფოტოპერიოდული მცენარეების კლონირება
ბევრს ჰგონია, რომ მცენარის კლონირება ფენომენალურად რთულია, მაგრამ ასე არ არის. თქვენ ამაში პირადად უნდა დარწმუნდეთ, „Seaofgreen” ხომ შესანიშნავი მეთოდია ამისთვის. ეს ტექნიკა აუტოყვავილებადი ჯიშებისთვის არ გამოდგება, მაგრამ ფოტოპერიოდული შტამების ნებისმიერ მფლობელს შეუძლია თავისი საყვარელი მცენარის გამრავლება კლონირების მეთოდით.
-
ფოტოპერიოდული სორტები უფრო მეტ შეცდომას გვპატიებენ
გავრცელებული აზრით დამწყებებმა მხოლოდ აუტოყვავილებადი ჯიშები უნდა გაზარდონ, „ისინი ხომ მაინც გაიზრდებიან“. სინამდვილეში, ფოტოპერიოდული ჯიშებიც იზრდება თავისით. ამავდროულად ისინი, აუტოებისგან განსხვავებით, ყოველთვის იძლევიან შესაძლებლობას, რომ გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები — შეგვიძლია გავახანგრძლივოთ ვეგეტაციის პერიოდი, თუ მცენარემ შეაჩერა განვითარება წყლის ზედოზირების ან სხვა უბედურების გამო.
-
იშვიათი, ეგზოტიკური, უნიკალური შტამები და უმაღლესი გენეტიკა
თავდაპირველად აუტოყვავილებადი კანაფი ჩაფიქრებული იყო, როგორც ყველაზე პოპულარული ჯიშების დემო ვერსია. თუმცაღა, ყველა შტამს არა აქვს აუტოყვავილებადი ვერსიები. ასე რომ ფოტოპერიოდული ჯიშების მიმდევრებს შეუძლიათ უფრო ფართო არჩევნის გაკეთება.
ყველასათვის საყვარელ და ლეგენდარულ მცენარეებს, მაგალითად, Satori ან Y Griega-ს ხომ არ გააჩნიათ აუტოყვავილებადი ვერსიები. მაგრამ შეგიძლიათ თავი მოიაზროთ გროუვერად თუ ისინი არასდროს არ გაგიზრდიათ? და კიდევ ერთი პლიუსი ფოტოპერიოდული ჯიშებისა — ისინი არ შეიცავენ ruderalis- ს დამატებას. გამოდის, რომ ფოტოპერიოდულის გენეტიკა უფრო კეთილშობილურია? შემფასებლები ზუსტად ასე ფიქრობენ.