რატომ არის მნიშვნელოვანი pH-ის დონე ჰიდროპონიკაში

რატომ არის მნიშვნელოვანი PH-ის დონე ჰიდროპონიკაში

შინაარსი

რატომ აიგნორებენ ხშირ შემთხვევაში pH დონეს და რატომ არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ჯანმრთელი მცენარის ზრდისთვის? რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი pH? pH საკვები ხსნარის დონე უმნიშვნელოვანესია მცენარის ჯანმრთელობისთვის. არ აქვს მნიშვნელობა კანაფს ზრდით თუ სხვა ნებისმიერ მცენარეს, აუცილებელია pH დონე იყოს ოპტიმალურ დიაპაზონში.

თუ PH დონე მაღალი ან დაბალია, თავს იჩენს ზოგიერთი ნივთიერების ნაკლებობის სიმპტომები, ყვითლდება ფოთლები ან ფერხდება მცენარის ზრდა.

რა არის pH?

pH მაჩვენებელი გვიჩვენებს, რამდენად არის ხსნარი მჟავე ან ტუტოვანი. pH მაჩვენებლები მერყეობს 1-დან 14-მდე, მაჩვენებლის მიხედვით შეძლებთ განსაზღვროთ, რომელია ძირითადი ნივთიერება (pH 7,0-ზე მაღალი), მჟავე (pH 7,0-ზე დაბალი), ნეიტრალური (pH 7,0).

მჟავე ხსნარებს აქვთ წყალბადის იონების მაღალი კონცენტრაცია  (H +).

ძირითად ხსნარებს აქვთ ჰიდროქსილის იონების მაღალი კონცენტრაცია (ОН-).

pH-ის მნიშვნელობა კანაფის ზრდისთვის 

pH-ის მნიშვნელობა კანაფის ზრდისთვის

pH დონე კანაფისთვის უნდა შეადგენდეს დაახლოებით 5,8 – 6,2. მცენარეების მოთხოვნები განსხვავდება იმის მიხედვით, ჰიდროპონიკას იყენებთ თუ ნიადაგს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დონის  ამ ფაქტორებთან ადაპტირება.

სხვა და სხვა მცენარეებისთვის pH მოთხოვნები განსხვავებულია. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია!

რატომ არის მნიშვნელოვანი pH-ის დონე მარიხუანას მოყვანისას?

pH გაზომვა კანაფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც, მისი დონე გავლენას ახდენს მცენარისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების დაშლასა და ათვისებაზე. მაგალითად, თუ თქვენი pH — მეტრი აჩვენებს 5-ზე ნაკლებს, კანაფი ვერ ითვისებს საკვები ნივთიერებების უმეტეს ნაწილს, რაც გამოიწვევს ზრდის შეფერხებას, ერთი ან რამდენიმე ელემენტის დეფიციტს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საკვები ნივთიერებები — არის საკვები, რომელიც აუცილებელია მცენარის ზრდისთვის, ისევე, როგორც ადამიანებს გვჭირდება საარსებოდ სხვა და სხვა ნივთიერება (ცხიმები, ნახშირწყლები, ცილები და სხვა). pH საუკეთესო დიაპაზონი შედარებით გავრცელებული ჰიდროპონური კულტურებისთვის 5,5-დან 6,0 შორის მერყეობს. მაგალითად, ტყის მიწა უფრო მჟავეა, ვიდრე ბალახოვანი ნიადაგი.

pH-ის დისბალანსთან დაკავშირებული პრობლემები

pH-ის დისბალანსთან დაკავშირებული პრობლემები

თუ pH დონე სცდება დასაშვებ დიაპაზონს, მცენარე ვერ აითვისებს ზოგიერთ საკვებ ნივთიერებას, რაც გამოიწვევს დეფიციტს და შეაჩერებს ზრდას.

გარდა ამისა, ზოგიერთი საკვები ნივთიერება, ისეთი, როგორიც არის კალციუმი, შეიძლება ხსნარშივე გამყარდეს.  ეს მოვლენა ცნობილია ნადების სახელით — თეთრი ნივთიერება, რომელიც ფარავს რეზერვუარის კედლებს, ფოთლები ყვითლდება და იწვება.

სურათზე ნაჩვენებია pH დონე, რომლის დროს ძირითადი საკვები ნივთიერებების ათვისება ყველაზე კარგად ხდება.

მაგალითად, აზოტი შეიწოვება მაღალ დიაპაზონში pH (5,0–9,0), ფოსფორის შეწოვა კი მხოლოდ pH 5,0–6,0 და 9,0–10 დიაპაზონში ხდება.

საკვები ნივთიერებების უმეტესობა კარგად ათვისებადი pH 5,5-6,0 დონეზეა. ამიტომ, მცენარისთვის ოპტიმალური დონე pH 5,5 — 6,0 გახლავთ.

pH დონის განსაზღვრა აუცილებელია, რადგან საკვები ნივთიერებების ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის. pH დონის გაზომვა და კორექტირება სასურველია ყოველდღიურად, რათა დროულად ავირიდოთ მოსალოდნელი პრობლემები.

რა არის საკვები ნივთიერებების ბლოკირება და რა ხდება ამ დროს?

ბლოკირება ხდება მაშინ, როდესაც ნიადაგიდან არ ხდება მცენარისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების ათვისება. საკვები ნივთიერებები არ ხვდება მცენარეში.

ძირითადად, ბლოკირება ხდება  pH დისბალანსის დროს. თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი, ფესვების მახლობლად მარილების დაგროვება შეიძლება გახდეს, რომელსაც მარილის დიდი შემცველობის მქონე მინერალური სასუქის გამოყენება იწვევს.

როგორ გავზომოთ pH დონე?

როგორ გავზომოთ pH დონე?

არსებობს pH გაზომვის რამოდენიმე ვარიანტი. ისინი სიზუსტით და ფასით განსხვავდება.

  1. pH — ზოლები

გამოცდილი და სანდო მეთოდია, რომელსაც პირველად სკოლაში, ქიმიის გაკვეთილზე გაეცნობოდით.

pH — ზოლები, ალტერნატიულ საშუალებებთან შედარებით იაფია. თქვენ თავად უნდა განსაზღვროთ pH დონე, უნდა შეადაროთ ფერად შკალას.

  1. pH — მეტრიpH - მეტრი

ეს გახლავთ პორტატული pH — მეტრი, თუ გაქვთ საკმარისი ფინანსები, მის შეძენას თავისუფლად შეძლებთ, ის ზომავს pH დონეს და მას ციფრულად გიჩვენებთ.

pH — მეტრის ჩვენება ზუსტია და ზოლებზე კარგად მუშაობს. მისი გამოყენება ხანგრძლივად არის შესაძლებელი.

როგორ დავარეგულიროთ pH

pH დონის რეგულირება საკვები ნივთიერებების ოპტიმალურად ათვისების საშუალებას იძლევა. ამის მიღწევა შესაძლებელია pH დონის გასაზრდელი ან შესამცირებელი პროდუქტების საშუალებით.

თუ კანაფი ჰიდროპონიკაში მოგყავთ და თქვენი pH — მეტრი გიჩვენებთ 5,0-ს, უნდა დაამატოთ pH დონის გასაზრდელი ხსნარი, რათა მიიღოთ ჰიდროპონიკაში ზრდისთვის pH-ის ოპტიმალური დონე 5,5-დან 6,0-მდე.

pH გაზრდა

pH დონის გაზრდა გამოიყენება სასურველი და იდეალური მაჩვენებლების მისაღებად. თუ pH დაბალია, გაზომვისას ხსნარში დაამატეთ მცირე რაოდენობით მჟავა და დარწმუნდით, რომ მაჩვენებელი შეესაბამება სწორ დიაპაზონს.

pH შემცირება

წინა მეთოდის მსგავსად, ამ მეთოდს წყლის ან საკვები ნივთიერების მჟავიანობის იდეალურ ნიშნულამდე მისაყვანად იყენებენ.

რამდენადაც ონკანის წყალი არის ტუტოვანი, გროვერებს ხშირად უწევთ pH დონის კონტროლი.

თუ აუცილებელია pH შემცირება, სპეციალური ხსნარის დამატებისას ყურადღება მიაქციეთ მაჩვენებლებს, რათა შენარჩუნებული იყოს იდეალური ბალანსი.

pH-ის რეგულირების ალტერნატიული მეთოდები

რეგულატორების გამოყენების გარდა, არსებობს მრავალი ნატურალური პროდუქტი, რომლებსაც შეუძლიათ pH დონის ცვლილება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროდუქტებს შედარებით მეტი დრო დასჭირდებათ pH შესაცვლელად, მაგრამ, ისინი ნამდვილად უწყობენ ხელს მცენარის ზრდას, უზრუნველყოფენ ფესვების ჯანსაღ გარემოს.

ზოგიერთი ნატურალური პროდუქტი შეიცავს ნაკელს, კომპოსტს, კომპოსტურ ჩაის, წიწვებს და ნაფოტს. pH შემცირება ასევე შეუძლია ლიმონს ან ძმარს. დარწმუნდით, რომ ლიმონი და ძმარი გაზავებულია წყალთან, რათა თავიდან აირიდოთ ფესვების დაზიანება.

ნატურალური პროდუქტები, რომლებიც ზრდიან pH დონეს, შეიცავენ კირქვას და ნაცარს.

დასკვნა

ყველა გროვერს უნდა ესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია pH მცენარისთვის.

ყოველდღიურად შეამოწმეთ pH დონე, რათა დარწმუნდეთ, რომ ის საჭირო დიაპაზონშია, გადაცდენის შემთხვევაში მოახდინეთ კორექტირება. მართალია აღნიშნული პროცესი საკმაოდ დიდ დროს და ნერვებს მოითხოვს, ის ჯანმრთელი მცენარის მიღების გარანტიას იძლევა!

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*