პერიოდიკა საკუთარი ხელით

პერიოდიკა საკუთარი ხელით

სათაური

შესავალი

კანაფის მოყვანის ხელოვნების დახვეწა, ადრე თუ გვიან მიგვიყვანს იქამდე, რომ არსებული მეთოდები ვეღარ გაახარებს გროვერს და იგი დაიწყებს საკუთარი მეთოდების ძებნას კულტივაციისგან მეტი სიამოვნების მისაღებად.

ჰიდროპონიკა — ეფექტური გადაწყვეტაა მცენარის კვებისთვის — იგი იყოფა სხვა და სხვა ეფექტის და სირთულის მრავალ ნაირსახეობად. თუმცა ყველა გადაწყვეტას აქვს როგორც პლიუსები, ასევე მინუსები — იდეალური არ არსებობს, თუმცა ყველა, ვისაც სურს გახდეს გროვინგის ოსტატი, ისწრაფვის საუკეთესოსკენ.

არსებობს საფუძვლები, რომ პერიოდული დატბორვის სისტემა შედარებით ეფექტურია ჰიდროპონურ გადაწყვეტებს შორის. მიზეზი, თუ რატომ ითვლება ასე — გახლავთ ცალკე სტატიის თემა, რომელიც გაგარკვევთ ყველა არსებული ვარიანტის პლიუსებსა და მინუსებში. ასე რომ, ყველაფერი რაზეც ვისაუბრებთ, შეიძლება ჩაითვალოს ინსტრუქციად დამწყები გროვერებისთვის, მათგან, ვინც უკვე გამოსცადა ყველა ვარიანტი და გააკეთა დასკვნები.

მზა გადაწყვეტების შეძენა ცნობილი კომპანიებისგან საკმაოდ დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, ასე რომ, ენთუზიასტების უმეტესობისთვის გამოსავალი არის — სისტემის დამოუკიდებლად აწყობა. აქ ჩნდება მთავარი პრობლემა — ალბათობა იმის, რომ იდეალურად შეარჩევთ თავსებად კომპონენტებს, მიიწევს ნულისკენ. ერთადერთი გამოსავალი არის პრინციპი: «გსურს გააკეთო კარგად — გააკეთე თავად».

მაგალითისთვის განვიხილოთ პერიოდული დატბორვის სისტემა 15 დასარგავი ადგილის გროუბოქსისთვის, გაბარიტებით 1,45*1,45*2მ. ტექნიკური ნაწილი დაიკავებს 1,2*1,2*0,2მ. პლიუს 0,29მ. ოთხმოცდაათ ლიტრიანი ავზისთვის.

მოწყობილობა და მოქმედების პრინციპი კლასიკურია, სიახლეების გარეშე. არაფერი ახალი, ექსპერიმენტალური და სარისკო. შედეგი იქნება კარგი.

სისტემის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია — პადონი, ბუჩქების ქვეშ მოსათავსებელი მოცულობები და ავზი, საჭირო კონცენტრაციით გაზავებული სასუქით.

კარგად გავერკვიოთ, თუ რით სჯობს სისტემის საკუთარი ხელით აწყობა მაღაზიაში არსებულის შეძენას.

პერიოდიკის უპირატესობა განისაზღვრება რიგი პირობებით:

  • ბოქსის სივრცის ეფექტური შევსება — სისტემა ყოველთვის გართმევთ ადგილს სიმაღლეში, რომელიც საჭიროა მცენარეების და დასაკიდი მოწყობილობებისთვის;
  • საჭირო ზომის ფესვთა სისტემის სწორი ფორმირება — რაც უფრო დიდია სივრცე ფესვებისთვის, მით უკეთესად სუნთქავენ ისინი;
  • მინერალური ხსნარის მოცულობა — რატომ უნდა გამოვიყენოთ მრგვალი 2-5 ლიტრიანი ქოთნები? რა დროსაც გვიწევს ცარიელი ადგილების დატბორვა ქოთნებს შორის და ბევრად მეტი ხსნარის ხარჯი რაც საჭირო არის მცენარის კვებისთვის;
  • მაქსიმალურად მარტივი შემადგენელი ნაწილები. რაც უფრო მარტივია, მეტად საიმედოა, ამიტომ ნებისმიერი გზით შეამცირეთ გატეხვის ალბათობა. პერიოდიკაში ყველაზე სუსტია — ნასოსი — ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი. არასდროს გააკეთოთ მასზე ეკონომია. ხარისხიანი დანადგარი მუშაობს დიდ ხანს და სტაბილურად.

პრიორიტეტები ჩამოვაყალიბეთ, შევუდგეთ აწყობას.

პადონი

გროვერები, რომლებსაც აუწყიათ პერიოდიკა, დაგვეთანხმებიან, რომ პადონი სისტემის ყველა სხვა კომპონენტზე ძვირი ღირს. გარდა ამისა, მოძებნოთ იდეალური ზომის პადონი, თითქმის შეუძლებელია. უპირველეს ყოვლისა, მათ უმეტესობას აქვს ამობრუნებული ტრაპეციის ფორმა, ქვევით ვიწრო, ზევით განიერი. ამას დამატებული უმნიშვნელო სიმაღლე, ხშირად არაუმეტეს 15 სანტიმეტრისა. ბრენდირებულის ფასი გაგაოცებთ. ამიტომ პადონს მოვამზადებთ 4 მილიმეტრიანი პოლიპროპილენის ფურცლისგან. შემდგომ გვაქვს ორი ვარიანტი. პირველი — შევუკვეთოთ აუცილებელი პარამეტრების ნაკეთობა მათ, ვინც დაკავებულია ამ საქმით პროფესიონალურ დონეზე. მეორე — შეიძინოთ ფურცლოვანი პოლიპროპილენი და თავად შეადუღოთ. ფასი განსხვავდება 3-4ჯერ. იპოვეთ ძიების ველში «ფურცლოვანი პოლიპროპილენის შედუღება» და შეისწავლეთ პროცესი. ინსტრუმენტებიდან და მასალებიდან დაგჭირდებათ სამშენებლო თერმო ფენი, ჰაერის ტემპერატურის მარეგულირებლით, ფურცლოვანი პოლიპროპილენი, შესადუღებელი და მოთმინება.

შავი მასალა — სინათლისგან იზოლაციის საუკეთესო საშუალება. 4 მილიმეტრი სისქის შემთხვევაში დასაშვებია ფერადი ფურცლებიც, მაგალითად ლურჯი, როგორც სურათზეა გამოსახული.

ასეთი სადგამის უპირატესობა ეჭვგარეშეა. უპირველეს ყოვლისა, მისი ზომა ზუსტად შეესაბამება ჩვენი მოთხოვნების ზომებს. ის არ ვიწროვდება ქვედა ნაწილში — ამ ფაქტორის მნიშვნელობას მოგვიანებით გაიგებთ. ზემოაღნიშნული ზომების შესაბამისი პადონი დაგიჯდებათ 35-40 დოლარი.

ქოთნები

ახლა ჩვენ დაგვჭირდება კონტეინერები, ჩვენი საყვარელი მცენარეების დასარგავად.

ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ქოთნებს შორის გამოუყენებელი სივრცის დატბორვა — რესურსების ტყუილი ხარჯვაა. გამოდის, რომ ყუთების მომზადებაც თავად მოგვიწევს, რათა ის შეესაბამებოდეს პადონის ზომებს.

შიდა გაბარიტები გახლავთ 1192х1192х196 მმ. — უნდა გავითვალისწინოთ პოლიპროპილენის სისქე 4 მმ. ყველა მხრიდან. კონტეინერებით შესაძლებელია გამოყოფილი სივრცის სრულად ათვისება — ჩვენს შემთხვევაში მათი საფუძვლის კვადრატი 29სმ. გვერდით. ქოთნები დადგება მჭიდროდ. ეს მნიშვნელოვანია მცენარეების შემდგომი გადაადგილებისთვის სინათლის წყაროს მიხედვით, რათა წამოვწიოთ ჩამორჩენილები.

სიმაღლეში კედლები იქნება 18სმ. — ასევე დაემატება სანტიმეტრიანი ფეხები, რომლებიც დააჩქარებს დატბორვის შემდეგ საკვები ხსნარის გასვლას.

მოცულობის დამზადება მოსახერხებელია 5მმ სისქის ქაფის პვხ-ს ფურცლებისგან. მასალა არის მაგარი, მსუბუქი და ქიმიურად ინერტული, დასაჭრელად საკმარისია სამშენებლო მაკრატელი — შესაბამისად არ არის ნაგავი, რომელიც გახერხვისას წარმოიქმნება. გარდა ამისა, საჭრელის სისქე მინიმალურია, რის გამოც შესაძლებელია ზუსტი ზომების გამოჭრა. ფურცელი ზომით 305-205სმ. საკმარისი იქნება ქოთნისა და პადონის სინათლის იზოლაციის დამხშობისთვის. ასეთი ფურცელი დაახლოებით 45 დოლარი დაგიჯდებათ.

ქოთნებისთვის გამოვიყენოთ პვს-ს კუთხეები და ყველაფერი დავსვათ სპეციალურ წებოზე, მაგალითად Cosmofen ფირმის წებო, sl-660.220 მარკირებით.

კუთხის ღირებულება 2,7 მეტრი — დაახლოებით 1,5 დოლარია, წებო — 5. რა თქმა უნდა შესაძლებელია კუთხეების გარეშეც მოვახერხოთ, მაგრამ ისინი მნიშვნელოვნად აძლიერებენ კონსტრუქციას — ქოთნების პრობლემა არასდროს აღარ წარმოიშვება.

საჭიროა აქცენტი გავაკეთოთ პვხ ფურცლების სწორად შეწებებაზე.

პროფესიონალურ წებოს პვხ-სთვის ეწოდება «თხევადი პლასტიკი». ჟელესებრი სქელი მასა სწრაფად ესმება და მარტივად შორდება ნაკერებიდან გამოსვლის შემთხვევაში. არ დაივიწყოთ მოკიდების მცირე დრო — 60 წამი.

ერთ ნაწილზე მუშაობისთვის ეს დრო საკმარისია, არ დაიტანოთ წებო ერთდროულად რამოდენიმე ნაწილზე.

კარგად დაწებებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ზედაპირები იყოს გაწმენდილი და ცხიმისგან გასუფთავებული.

რისთვისაც წარმატებით გამოიყენება ეთანოლი.

გაწმენდის შემდეგ დაიტანეთ წებო რაც შეიძლება თხლად და შეაერთეთ დეტალები რაც შეიძლება მაგრად — ამ ორი პირობის შესრულება განაპირობებს სიმტკიცეს.

შევუდგეთ ყუთების მომზადებას ბუჩქებისთვის.

პირველ რიგში ვაწებებთ კუთხეებს კედლებს, შემდეგ ვაერთებთ კედლებს ერთმანეთთან და ბოლოს ვამატებთ პერფორირებულ ძირს და ფეხებს.

შევუდგეთ ყუთების მომზადებას ბუჩქებისთვის

მზად არის!

ძირის ცენტრში ფეხი არ იქნება — დრეკადი მასალა ჩაიღუნება სუბსტრატის წნევის, მცენარის და ხსნარის ქვეშ, რაც განაპირობებს უფრო ეფექტურ გადინებას ყუთის ნაპირებიდან.

კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ბუჩქების კონტეინერების ზომებზე. ძირი იქნება 29*29სმ, კედლების სიმაღლე 18 სმ. და სიგანე 28,5 (29-0,5) — შედარებით მარტივია გაკეთდეს 4 ერთნაირი კედელი და შევაწებოთ ისინი წრეზე, ვიდრე ვიწვალოთ სხვადასხვა სიგანის გვერდების შემოჭრაზე. საბოლოო ჯამში მზა ქოთნის სიმაღლე შეადგენს 19,5 სმ.-ს — 18 სმ. კედლებზე, ნახევარი სანტიმეტრი ძირზე და სანტიმეტრი ფეხები.

არ არის რთული შესამჩნევი, რომ ყუთები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას, პადონის ღარი ერთ სიგრძეზე 4 სანტიმეტრის ტოლია — ქოთნების გადაადგილება მარტივია, ამავდროულად სივრცე ფესვთა სისტემისთვის არის მაქსიმალური.

ქოთნის მოცულობა დაახლოებით 14 ლიტრია, თუმცა წყლის დონე არ აღემატება ხუთ სანტიმეტრიან ნიშნულს მოცულობის ზედა ნაპირიდან. საბოლოოდ დასატბორი ზონის მოცულობა უახლოვდება 10 ლიტრს.

სისტემა გათვალისწინებულია 15 კონტეინერზე, ერთი ადგილი განკუთვნილია ტექნიკური გასასვლელისთვის, სადაც არის ხვრელი მილით, რომელიც ხელს უშლის ზედმეტი სითხის დაგროვებას.

ავზი ხსნარისთვის

ავზის გაკეთება შესაძლებელია იგივე პრინციპით, რაც პადონის დროს გამოვიყენეთ, უფრო მოსახერხებელია მისი შეძენა, 90 ლიტრიანი მოცულობის სიმაღლე სულ 29 სანტიმეტრი იქნება. მთლიანი ბაკი უფრო სანდოა, რადგან შეწებებული დაიშლება 100+ ლიტრი კომპოტის წნევის დროს, შედეგები იქნება სამწუხარო. პადონისთვის ეს საკითხი არც ისე კრიტიკულია, ის იტბორება პერიოდულად და მნიშვნელოვნად ნაკლები მოცულობის სითხით.

ასევე მზა ავზში მოსახერხებელია სუბსტრატის მომზადება პირველი ციკლისთვის — ხსნარებისგან გამორეცხვა და pH გათანაბრება, ციკლებს შორის გასუფთავება.

ხსნარის სინათლისგან იზოლაცია

ხსნარის სინათლისგან იზოლაცია

ხსნარის ყვავილობა — თვითნაკეთი დატბორვის სისტემის ხშირი პრობლემაა. იქ სადაც ხსნარს ეცემა სინათლე, მრავლდება მიკრო წყალმცენარეები. ისინი ანაგვიანებენ სისტემას, წარმოქმნიან სლიპინა ნადებს ზედაპირზე და აფუჭებენ ხსნარს.

ხსნარის სინათლისგან იზოლაცია

ამიტომ სისტემისათვის აუცილებელია სახურავი, რათა დაიხუროს ყუთებს შორის ადგილები. ასევე ის ამცირებს კომპოტის აორთქლებას.

მასალად გამოდგება პვხ-ს ნარჩენები.

დეტალის დამზადების პრინციპი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როგორ გეგმავთ მცენარის განთავსებას ბოქსში. ფოტოზე — ერთ-ერთი გვერდითი დამცავია, ანალოგიური იქნება მოპირდაპირე მხარესაც.

ახლა მოვაზომოთ გვერდითი და ცენტრალური ნაწილები. შევადაროთ თეორიული გათვლა პრაქტიკულს. თუ სახურავი ცოტა სცდება მოცულობის კედლებს, ეს უკეთესიც არის იზოლაციისთვის.

დამცავი, რომელიც ფარავს მოცულობას, მზადდება შემადგენელი ნაწილებისგან — ცალკე ცენტრალური ნაწილი, ცალკე გვერდითი ნაწილები. ცენტრალური და გვერდითი ნაწილების კონტაქტის ადგილი დახურულია, რათა ხსნარი დაცული იყოს აორთქლებისა და სინათლისაგან.

შემავსებლის შერჩევა და მომზადება

სუბსტრატად გამოდგება გრანულირებული მინა, ზომით 0,5-3სმ. — ტენიანობის ამტანობით და ინერტულობით ის არ უტოვებს პერლიტს და კერამზიტს შანსებს, მსხვილი საჰაერო ჯიბეების ხარჯზე მისი აერაცია უმაღლეს დონეზეა. ასევე მსხვილი ქვები არ დასვრის დამცლელ ხვრელებს.

მცენარეების მოყვანისათვის მასალის მომზადება არ არის რთული. უნდა ავავსოთ ის ონკანის წყლით, Ph=4.0 და კარგად შევანჯღრიოთ 15 წუთი — ოღონდ ხელებით არა! pH გაიზრდება — განმეორებით ვამცირებთ მას 4.0მდე და ვიმეორებთ პროცედურას. შემდეგ დურშლაგით ვაწყობთ გრანულებს ქოთნებში, ხოლო წყალს დალექილი ნაგვით, რომლის შემცველობაშიც იქნება ქვიშა და მცირე ფორების მქონე კენჭები, ვუკეთებთ უტილიზაციას.

ცალკე განვიხილოთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი სუბსტრატის გამოყენება. წარმოდგენილი ვარიანტების მრავალფეროვნება ართულებს არჩევნის გაკეთებას, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღვროთ თუ რა გვინდა შემავსებლებისგან. ის უნდა აკმაყოფილებდეს მცენარის მოთხოვნებს, ასევე შეესაბამებოდეს სისტემის პარამეტრებს.

პერლიტი

ეს მინერალური შემავსებელი გავრცელებულია ჰიდროპონურ კულტივაციაში როგორც სუფთა სახით, ასევე გამაფხვიერებლის სახით ქოქოსის სუბსტრატთან ერთად.

კერემზიტთან ტანდემში ის პირიქით ამკვრივებს ხსნარს და იკავებს წყალს. პერლიტი პოპულარულია პასიური ჰიდროპონიკის ტექნოლოგიაში. მასში ფესვები კარგად სუნთქავს, მაგრამ მცირე გრანულები ირეცხება ქოთნებიდან და ანაგვიანებს დამცლელ მილებს, ავზს და ნასოსის მექანიზმს. იმისთვის რომ განმეორებით გამოვიყენოთ პერლიტი საჭირო იქნება დიდი ძალისხმევა მისი გაწმენდისთვის.

ქოქოსის ბოჭკო

ქოქოსი — ორგანული სუბსტრატია. ნებისმიერი ორგანიკა — ნაგვის დაგროვების და არასასურველი მიკროორგანიზმების გავრცელების მიზეზია. ქოქოსის ნაწილაკები იფანტება სისტემაში, შედეგად ჭედავს მილებს და ნასოსს. ხსნარი ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად იფერება ყავისფრად და ღებავს ყველა ზედაპირს, რასთანაც აქვს კონტაქტი, მოცულობა, ქოთნები, ნასოსი, მილები და კიდევ უფრო წვრილი დეტალებიც კი იღებება. ასევე ნაწილაკების მცირე ზომების გამო ქოქოსი ცუდად სუნთქავს, რაც ნეგატიურად აისახება ფესვთა სისტემის ზრდაზე. პერიოდიკისათვის შესაძლებელია უკეთესი ვარიანტის შერჩევა.

ტორფის ხავსები სფანგნუმი

სფანგნუმისთვის დამახასიათებელია ყველაფერი, რაც ითქვა ქოქოსზე — თუმცა ის კიდევ უფრო მიდრეკილია ზედმეტად დატენიანებისკენ. ასევე ნაყიდი ხავსი ხშირად შეიცავს ტყის „საჩუქრებს“ ტოტებს, ფოთლებს და სხვა ნაგავს.

კერამზიტი

ეს მინერალური შემავსებელი დამზადებულია გამომწვარი აქაფებული თიხისგან. გრანულები საკმაოდ მსხვილია, სინოტივეს იკავებს მხოლოდ ზედაპირზე, ყუთში ჩაყრისას ხდება მცენარისთვის მრავალი ჰაეროვანი ჯიბის ფორმირება.

სამწუხაროდ, მას აქვს ნაკლოვანებებიც. ხშირ შემთხვევაში დალბობისას კერამზიტი წყალში უშვებს დიდი რაოდენობით მარილებს, რისგანაც მერყეობს PH და საკვები მინერალური ელემენტების ბალანსი, რაც გამოწვეულია გრანულების წარმოებისათვის გამოყენებული ნედლეულით.

სიტუაციის გამოსწორების მცდელობები ხშირ შემთხვევაში არ იძლევა სტაბილურ შედეგს.

შესაძლებელია გამოიყენოთ სპეციალიზირებული ბრენდირებული ნაირსახეობები, რომლებიც ბევრად ძვირი დაგიჯდებათ.

ქვიშა-ხრეში

საკმაოდ იშვიათი ვარიანტია, რომელიც რიგ შემთხვევაში წარმოაჩენს თავს კარგი მხრიდან. ჰგავს კერამზიტს, მაგრამ არის ტენის მეტად ამტანი. ინრტულია და მოსახერხებელი განმეორებითი დამუშავებისთვის. ფორები სინოტივის შენარჩუნებისთვის ძალიან ცოტაა, თუმცა ისინი კერამზიტსაც ცოტა აქვს პერიოდიკისთვის — საქმე იმაშია, რომ ნაკლები ტენის ამტანობა მოითხოვს პომპის ხშირ მუშაობას, რაც აჩქარებს მოწყობილობის გაფუჭებას და იწვევს ხმაურს შენობაში. საჭიროა სუბსტრატი ტენის ამტანი, საკმაოდ მსხვილი და ამავდროულად კარგად დრენირებადი.

სუბსტრატი უნდა პასუხობდეს გროვერისთვის ადაპტირებული სისტემის მოთხოვნებს, ხშირ შემთხვევაში, უნდა იყოს ხშირად გამოყენებადი ეკონომიისა და მოხერხებულობისთვის. ხარისხის კრიტერიუმებში პირველ ხარისხოვანია ჰაერის თავისუფალი გამავლობა ფესვთა სისტემაში.

დატბორვის ყოველი ციკლი აახლებს ჰაერს ქოთნებში ხსნარის განდევნის და შემდგომი შეწოვის ხარჯზე. შესაბამისად, შემავსებელი უნდა იკავებდეს საკმარისი რაოდენობით წყალს და ამასთანავე ქონდეს ბევრი ჰაერის ჯიბე.

მინერალური ბამბა პირველ ამოცანას თავს კარგად ართმევს, უბედურება იმაშია, რომ ის საკმაოდ ცუდად სუნთქავს. კერამზიტი და გრავი კარგია ჰაერის მიმოცვლის თვალსაზრისით, მაგრამ ზედაპირზე იკავებს მცირე რაოდენობით ტენს.

ზოგიერთმა გროვერმა ისწავლა ბუნებრივი მასალის გამოყენება, რომელსაც ინგლისურენოვანი ხელმძღვანელები pumice stone, ხოლო რუსულად პემზას უწოდებენ.

პემზა

საკმაოდ კარგი საშუალებაა ფორების დიდი რაოდენობითა და ზომებით, მაგრამ სამწუხაროდ მისი შემადგენლობა დამოკიდებულია მის ადგილმდებარეობაზე, რის გამოც ის ძალიან მრავალფეროვანია. ისევე როგორც კერამზიტების შემთხვევაში, ამან შეიძლება მოულოდნელად შეცვალოს ხსნარის პარამეტრები.

საბედნიეროდ გაყიდვაში არსებობს ამ ბუნებრივი ქვის ხელოვნური ანალოგი — მას ამზადებენ შუშის მეორადი ნედლეულით.

შუშის გრანულები

მოკლედ, რაში არის გრანულირებული შუშის უპირატესობა? უპირველეს ყოვლისა, ეს არის სუფთა შუშა — სრულიად ინერტული ქიმიური თვალსაზრისით. ხსნარში ის არ შეიტანს არაფერ ზედმეტს, არ შევა რეაქციებში, ის იქნება მხოლოდ მისი მატარებელი. დაივიწყეთ ხსნარში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის და მარილების ცვლილება. ის არ შრება დატბორვის შუალედებში, შესანიშნავად დრენირდება და ადვილად ემზადება ციკლისთვის.

ფოტოზე წარმოდგენილია ამ მასალის სხვადასხვა ფრაქციების მაგალითი, ჩვენ, როგორც გროვერებს გვჭირდება შედარებით მსხვილები.

დატბორვის რეჟიმი

მებაღეები დაობენ რამდენად ხშირად და რა ვადით არის სასურველი დატბორვა და როგორია ხსნარის სწორი კონცენტრაცია. მოდით კიდევ ერთხელ გავიაროთ ამ სისტემის ძირითადი, მეტად მნიშვნელოვანი კრიტერიუმები.

მუშაობის პრინციპი მარტივია: ნასოსი ჩართვისას ტბორავს კონტეინერებს დაყენებულ სიმაღლეზე, ტუმბავს ჰაერს ფესვების ზონიდან. შემდეგ ხსნარის დონე იკლებს, და ფესვების ზონაში ხვდება სუფთა ჰაერი. ამიტომ არის აუცილებელი ქოთნების კარგი დრენაჟებით უზრუნველყოფა. ქოთნები უნდა იდგეს სანტიმეტრიან ფეხებზე, ხსნარის მაქსიმალურად გასვლისთვის. სითხის რამოდენიმე მილიმეტრიანი ფენა სავსებით დასაშვები და სასურველიც კი არის, ის ჰაეროვანი ფესვებისთვის დამატებითი კვების სახით ემსახურება საქმეს.

თუმცა ხსნარის თხელი ფენა ისედაც შეიძლება დაგროვდეს დატბორვის რეგულარული ციკლების გარეშე. გამოშრობა საშიშია მცენარეებისთვის პირველ რიგში იმით, რომ მივყავართ მარილების კლებასთან და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ცვლილებასთან, რისგანაც კვების რეჟიმი მნიშვნელოვნად ზიანდება.

იდეალურ შემთხვევაში სუბსტრატი არასდროს არ უნდა შრებოდეს და უნდა ქონდეს სტაბილური მაჩვენებლები.

სადგამი

ჩვენს შემთხვევაში სისტემის წონას შეინარჩუნებს ფოლადის პროფილის კონსტრუქცია. მისი შეღებვა შეიძლება წყალგამძლე საღებავით, Hammerite-ს მსგავსი დამცავი მოქმედებით. წონის თანაბარი განაწილებისთვის ზევიდან უნდა დავდოთ ფიცარი, არანაკლებ სანტიმეტრი სისქისა.

სადგამი

ვრეცხავთ მოცულობას ანტიბაქტერიული საპნით და ვაყენებთ მას.

ვრეცხავთ მოცულობას ანტიბაქტერიული საპნით და ვაყენებთ მას

ვბურღავთ ხვრელებს სითხის გამოსასვლელად. შლანგის სისქე უნდა იყოს 1,5 სმ, სათადარიგო მილის — 3,2.

ვბურღავთ ხვრელებს სითხის გამოსასვლელად. შლანგის სისქე უნდა იყოს 1,5 სმ, სათადარიგო მილის - 3,2

ვბურღავთ ხვრელებს სითხის გამოსასვლელად. შლანგის სისქე უნდა იყოს 1,5 სმ, სათადარიგო მილის - 3,2

ვამზადებთ ლუქს პვხ-ს ნარჩენებისგან — არ დაგავიწყდეთ გაუკეთოთ სახელური, მეტი მოხერხებულობისთვის.

დროა შევაერთოთ მილები. მსუბუქად დავზეთავთ მას და ფრთხილად შევუშვებთ ფიტინგში.

დროა შევაერთოთ მილები

სატესტო გაშვების შემდეგ ნათელი გახდა, რომ 90 ლიტრიანი ავზი ვერ მოერევა ნაძვების კვებას. მისი მოცულობა საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ 8 სანტიმეტრი სუბსტრატის დასატბორად, ამასთანავე დარჩა ბუჩქების კვების 4 დღიანი მარაგი.

გამოდის, რომ ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს 130-140 ლიტრიანი ავზის გარეშე, რომელიც აწყობილი იქნება იგივე პრინციპით, როგორც პადონი, ასეთი მოცულობა საკმარისი იქნება არა მხოლოდ ქოთნების დატბორვისთვის, არამედ მისი ერთი კვირა კვებისთვის.

დატბორვის რეჟიმი და მცენარეების კვების თავისებურებანი

მოდით განვიხილოთ ზრდის და ფესვთა სისტემის განვითარების თავისებურებანი და შედეგად გამოვავლენთ დატბორვის საჭირო დონეს.

იდეალურ პირობებში ფესვების ზრდა არ ჩერდება არასდროს — მცენარე ისწრაფვის არსებული სივრცის მაქსიმალურად დასაკავებლად.

პერიოდიკაში ფესვების სხვა და სხვა ნაწილები ყოველთვის სპეციალიზირდება — პირობითად შეიძლება ისინი დავყოთ „სასუნთქ“ და“შემწოვ“ ზონებად.

დახურული გრუნტის პირობებში, როდესაც ფესვის სიგრძე შეზღუდულია კონტეინერით, სასუნთქი ადგილი მოიცავს მოცულობის დაახლოებით 2/3-ს, ხოლო ქოთნის ქვედა იარუსს დაიკავებს ორგანოს «მსმელი» ნაწილი.

ორივე ზონა, როგორც სასუნთქი, ასევე შემწოვი — ძალიან ცუდად რეაგირებს ტენიანობის შეყოვნებაზე. ჟანგბადის შიმშილით დაღლილი, დეგრადირებს ფესვის მიკროსკოპულ ბუსუსებს, რომლებიც კვებავს ბუჩქს, სიტუაციის შემდგომი გართულება სრულდება ფესვის ობით და მცენარის სიკვდილით. ამიტომ, ზედმეტად მკვრივ სუბსტრატი, როგორიცაა მაგალითად ქოქოსის ბოჭკო, საჭიროებს გამაფხვიერებელს (მაგალითად პერლიტს ან პენოპლასტს) და ზომიერ დატენიანებას.

ჯანმრთელი ფესვების მეორე პირობა — ისინი არ უნდა შრებოდეს. გაუწყლოვანება ასევე საშიშია. საუკეთესო შემავსებლის ძებნა მოითხოვს ამ ორივე პირობის შესრულებას — ფესვები უნდა იყოს ნოტიო და ამავე დროს კარგად სუნთქავდნენ.

ქვედა, «შემწოვი», ფესვის ნაწილი, მეტად მდგრადია უჟანგბადობის მიმართ, თუმცა წყალში ანაერობული მიკროორგანიზმების გამრავლება, რომელიც იწვევს ხსნარის გაფუჭებას და ფარავს ფესვის ზედაპირს თხელი აპკით, არღვევს კვებას და მივყავართ ფესვების სიკვდილამდე.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია განვსაზღვროთ ხსნარის ოპტიმალური დონე. თუმცა, იმისათვის, რომ იგი გავიგოთ, საჭიროა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ნაძვების მოთხოვნები, არამედ სუბსტრატის ისეთი თვისება, როგორიცაა კაპილარულობა. ერთი მასალისგან, მაგრამ სხვა და სხვა ზომის ნაწილაკებისგან შემდგარ სუბსტრატებს აქვთ ყოველთვის უფრო მაღალი ეფექტი, ვიდრე შედარებით მკვრივს.

ამიტომ, სუბსტრატი საკმაოდ კარგად უნდა ატარებდეს ტენს, რათა დატბორვისას მან შეძლოს ფესვის სასუნთქი ნაწილის ქვედა ზღვრის კაპილარული დასველებით დაატენიანოს ფესვი ქოთნის 65-75%-მდე.

შემავსებლის ზედა ფენა — მისი სიმაღლის არაუმეტეს მეოთხედისა — ყოველთვის უნდა იყოს მშრალი. უპირველეს ყოვლისა ეს არის ბრძოლის ზომა მიკრო წყალმცენარეებთან, რომლებიც გამოყოფენ ფესვისთვის ტოქსიურ ნივთიერებებს, გარდა ამისა ამას შეუძლია გააძლიეროს ფესვების ზონები, რომლებიც ედება ღეროს და აიძულებს მათ შემაერთებელი ქსოვილის უხეში ფენით დაფარვას, — შემდგომში გაუხეშებული ფესვები უკეთესად აიტანს მოსავლის წონას.

ამგვარად, სწორად შერჩეული შემავსებელით უნდა დაიტბოროს დაახლოებით მესამედი.

ჩვენ გავერკვიეთ, თუ რა დონეზე უნდა მოხდეს დატბორვა, ახლა განვსაზღვროთ დატბორვის სიხშირე. ბევრი გვირჩევს დატბორვა მოვახდინოთ იშვიათად, რადგან სინოტივის დეფიციტი აიძულებს ფესვთა სისტემას უკეთესად ზრდას. ნაწილობრივ, ეს მოსაზრება მართებულია — დღე-ღამის ციკლის განმავლობაში წყლის მოხმარება იკლებს ღამის საათებში — აქედან გამომდინარეობს რეკომენდაცია — პირველად დავტბოროთ სინათლის ჩართვისას და ბოლოს — სინათლის გამორთვამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. ღამე ფოტოსინთეზი ჩერდება დატრანსპირაცია საგრძნობლად იკლებს, ამიტომ კლებულობს წლის აუცილებლობა.

პირიქით, კაშკაშა სინათლის ქვეშ, კანაფის მეტაბოლიზმი ჩქარდება, ტემპერატურა ბოქსში იზრდება, ვენტილაცია და განიავება მუშაობს სრული დატვირთვით — ყველა ეს ფაქტორი აჩქარებს სუბსტრატის შრობის პროცესს. მთავარი საფრთხე არა მცენარის გაუწყლოვანებაა (რადგან პადონის ფსკერამდე ჩაზრდილი ფესვები მცენარეს ჭკნობის საშუალებას არ მისცემს), არამედ სუბსტრატის ზედაპირზე მინერალური მარილების წარმშობაა. რისკის პირველ ჯგუფში არის ქვის მსგავსი ფორებიანი კერამზიტის მსგავსი მასალა. ნალექში ერთხელ მოხვედრისას, მარილები კვლავ დნება, ასე რომ პრობლემა განაგრძობს გამწვავებას.

ასევე მარილების ლოკალური დალექვა იწვევს ქიმიურ წვას და ფესვების ბუსუსების სიკვდილს. საბედნიეროდ, პერიოდიკას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა — რევერსიულობა. რევერსიული სისტემები იძლევიან უკუკავშირს მცენარესთან — ხსნარის მაჩვენებლების მოხსნა შეიძლება ნებისმიერ მომენტში და შესაძლებელია კვების ხარისხის განსაზღვრა.

რაც შეეხება დატბორვის სიხშირეს გრანულირებული შუშის შემთხვევაში, რეკომენდირებულია შემდეგი რეჟიმი:

  • პირველი კვირა — ყოველ ოთხ საათში ერთხელ;
  • მეორე და მესამე კვირა — ყოველ სამ საათში;
  • ციკლის ბოლომდე — ყოველ ორ საათში.

პირველი დატბორვა — ყოველთვის ერთი საათით ადრე სინათლის დღემდე, ბოლო — სინათლის გათიშვის დროს. ღამე პომპა ისვენებს.

ასეთი რეჟიმი ორიენტირებულია დაჩქარებული კლონების მოყვანისას, რომლებიც 1-1,5 კვირის განმავლობაში ღებულობენ სინათლეს 18 საათის განმავლობაში, შემდეგ გადაჰყავთ 11 საათიან სინათლის დღეზე.

ზოგჯერ საჭიროა შევწყვიტოთ მცენარის მოყვანის პროცესის კონტროლი რამოდენიმე დღით, თუნდაც ერთი კვირით — მაგალითად შვებულების დროს. პერიოდიკის ავტონომიურობა იძლევა ამის საშუალებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ავზის მოცულობა, მცენარეების რაოდენობა და მათი განვითარების სტადია. თუმცა არსებობს სისტემისგან დამოუკიდებელი პარამეტრი — დაბალანსებული ხსნარი. დაგვეთანხმეთ, არ არის სასიამოვნო, როდესაც შვებულებიდან დაბრუნებულს დაგხვდებათ მცენარეები საკვები ელემენტების მძიმე დეფიციტით/ბლოკით.

იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, უნდა ვიცოდეთ მოცემულ მომენტში მცენარეების მოთხოვნა მინერალებისადმი და განსაკუთრებით მიკროელემენტების თანაფარდობა.

მაგალითად, ყვავილობის 3-4 კვირაზე ბუჩქები საჭიროებენ ხსნარს 700 ppm, ასევე მარილების გარკვეული რაოდენობა შეიძლება დაილექოს სუბსტრატზე. ასეთ სიტუაციაში წასვლისას, მიზანშეწონილია მაქსიმალურად შევავსოთ ავზი დაბალი კონცენტრაციის კომპოტით — 600-630. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ Ph ზრდა, უნდა შევამციროთ მისი დონე 5,4-მდე.

ხსნარის შემადგენლობის სწორად შერჩევისას წყალი და მინერალები იხარჯება დაახლოებით ერთი ტემპით, ამიტომ ერთი კვირის განმავლობაში კონცენტრაცია რჩება 670-700 ppm, ხოლო pH არ გადააჭარბებს 6.0-ს. რა თქმა უნდა, სრული თავდაჯერებულობისთვის საჭიროა გამოცდილება, ასე რომ, პერიოდულად დატოვეთ სისტემა რამოდენიმე დღით და შედეგები ჩაიწერეთ. პირველ რიგში თქვენ ასე ისწავლით ნაკლები ძალის დახარჯვას მცენარის მოსავლელად, მეორე — თქვენ მშვიდად შეძლებთ დატოვოთ მცენარე საჭიროების შემთხვევაში.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*