მარიხუანა, ბუნება და ქალები ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ

მარიხუანა, ბუნება და ქალები ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ

სამყარო სწრაფად ვითარდება. ცვლილებები პრაქტიკულად თვალსა და ხელს შუა ხდება. ცვლილებებს კალეიდოსკოპური სიჩქარით შემოაქვს თავისი შესწორებები ხალხის მეურნეობის სფეროში, ინდუსტრიები, მშენებლობაში, ცხოვრებაში. თითქმის ყველა განშტოება ცვლილებების დაქვემდებარებაშია, თანაც ზოგჯერ ცვლილებები კარდინალურია.

სამწუხაროდ, ზოგი ერთი მიმდინარეობების განვითარება ძალიან ნელი ნაბიჯებით ხდება. პირველ რიგში, ეს თანამედროვე ფარმაკოლოგიასა და ადამიანების გაჯანსაღების სფეროს ეხება. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს XXI საუკუნის მედიცინის უსუსურობა ონკოლოგიურ დაავადებებთან.

ბუნება გვაძლევს მინიშნებებს

ასე ჩანდა, თითქოს კაცობრიობის უსუსურება ყველაზე საშიშ და მომაკვდინებელ დაავადებასთან მუდამ გაგრძელდებოდა. თუმცა, დედა-ბუნებამ შექმნა ის, რისი შექმნაც არ შეუძლიათ მეცნიერებს და მედიკოსების ყურადღება მიაქცია კანაფის კულტურაზე, კანაბინოიდები და კანაფის თესლები, რომლებსაც, თურმე შეუძიათ გააკეთონ ის, რაშიც უძლურები არიან ძვირადღირებული ფარმაკოლოგიური პრეპარატები.

ახალი მუხტი მარიხუანას ლეგალიზაციისთვის გამოიწვიეს ერთი მეორის მიყოლებით მეცნიერ-მედიკოსების აღოჩენებმა ისრაელიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. უმეტესობა ქვეყნების საზოგადოებას სურს თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი სამედიცინო ფსიქოდელიკური კულტურისადმი, რომელიც რთული სიმპტომების კურნებაში დიდ ეფექტურობას იჩენს, პირველ რიგში სარკომის დროს. თავისუფლების მოყვარული უკრაინაც არ გამორჩება ინერციას, რომლის მოქალაქეები სხვა დემოკრატიულ ფასეულებებთან ერთად სამედიცინო მარიხუანის მეშვეობით მკურნალობის საშუალებასაც ხედავენ.

საპროტესტო მოძრაობებს და მრავალრიცხოვან მსვლელობებს შემოუერთდნენ გაერთიანების წევრები „ქალები სიმსივნის წინააღმდეგ“. საზოგადოების მშვენიერი ნახევარი მოუწოდებს უკრაინის მთავრობას სამედიცინო კანაბისს მიანიჭონ ლეგალური სტატუსი. ნაკლებად დასაჯერებელია, რომ მთავრობა დიდხანს გაუწევს წინააღმდეგობას ქალბატონების ძლიერ არგუმენტებს.

შოკისმომღვრელი ონკოლოგიური სტატისტიკა

უკრაინელი ქალბატონების არგუმენტებში სისუსტის აღმოჩენა შეუძლებელია. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს დაავადებებისა და სიკვდილიანობის მაღალ პროცენტს, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებთანაა დაკავშირებული.

ყოველწლიურად, სარკომის კლიენტები ხდებიან დაახლოებით 160 ათასი ადამიანი და 90 ათასზე მეტი სავალალო შედეგებით სრლდება. ასევე, ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ ქვეყანაში დაახლოებით მილიონი ადამიანია ონკოლოგიური დაავადებით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ სარკომა მყარად იკავებს მეორე ადგილს სიკვდილიანობაში.

უძილობა, შიში, მადის არ ქონა, ქრონიკული გულის რევა და ტკივილი — ონკოდაავადებული ადამიანის აუცილებელი თანამგზავრები არიან მკურნალობის დროს. და ეს ხომ წლები შეიძლება გრძელდებოდეს, ზოგჯერ მთელი ცხოვრება. რთული სიმპტომების გამოვლენის ნეიტრალიზებას უბედური ხალხი ცდილობს ტაბლეტებისა და ინიექციების დიდი რაოდენობით. თუმცა, უმეტესად მათ შედეგი არ აქვთ, თანაც, უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები აღენიშნებათ. ამასთან ერთად, სპეციალური წამლის შესაძლებლობა არ აქვს ყველა დაავადებულს, რადგან სპეციფიკური პრეპარატები ძალიან დიდი ფული ღირს.

„ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები“

ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები

თუ ადრე მოსახელობა ამ მომაკვდინებელი სენის საზღვარგარეთ უფრო ხარისხიან მკურნალობას ვარაუდობდა, ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად ხალხს აეხილა თვალები. მათ გაიგეს, რომ ბევრი ცივილიზებული ქვეყანა, კანაბინოიდებისა და კანაფის თესლების გამოყენებით სერიოზულ ნაბიჯებით მიიწევიან წინ ამ მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში. ამიტომ, საზოგადოებაში კანონიერი კითხვა ჩამოვარდა — რატომ უნდა გამორჩნენ ქვეყნის მოქალაქეები ამ საშინელი დაავადების მკურნალობის ერთადერთ შესაძლებლობას.

ლაკმუსის საზღვარგარე სტიმულატორი

საზოგადოების „გახურების“ ტემპერატურას, წევენ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეები, ქვეყნებიდან სადაც მარიხუანა ლეგალურია. ისინი მონდომებით უზიარებენ ერთმანეთს სიმსივნის სიმპტომების მკურნალობის მეთოდებს და ყველგან მთავარი სიცოცხლის მომღვრელი კომპონენტი არის მარიხუანა. მაგალითების სიმრავლე ვერ დაითვლება, თუმცა რამოდენიმე იმსახურებს ფართო საზოგადოებისა და ინერტული მთავრობის ღირსებად ყოფნას.

• პაციენტი ბოსტონიდან სარკომის მეოთხე სტადიით, გარდა ძირითადი ტრადიციული პრეპარატებით მკურნალობისა იღებს სამედიცინო მარიხუანას. სამკურნალო ქიმიოთერაპიამ, კანაფის ზეთთან ერთად დაეხმარა ქალბატონს რემისიის მდგომარეობამდე მისვლაში, სადაც ის უკვე სამი წელია იმყოფება. გაქრა გულის რევები, უძილობა, ტკივილი და სხვა დაავადების თანამგზავრი.

• მეორე შემთხვევაში პაციენტმა მოაგვარა თავისი პრობლემა ე. წ. ჯადოსნური მილის “Freedom Pen” (ელექტრო სიგარეტის მაგვარი) დახმარებით, რომელიც სამრეწველო მარიხუანის ექსტრაქტის მოწევისთვის გამოიყენება. ეფექტი ისევე სწრაფად დგება როგორც მორფის ნემსის შემდეგ და ხარისხიანად ხსნის ტკივილის გამოვლინებას.

ინერტული და ფულისმოყვარულ ოფიციალურ პირებს არ სურთ სამედიცინო მარიხუანას კანონიერი სტატუსი მიანიჭონ და თავის უარყოფით დამოკიდებულებას კანაფის მიმართ აარგუმენტებენ „საშიში ისტორიებით“ მავნებლობაზე, შეჩვევაზე, დანაშაულებზე და სხვა გამოგონებებით, რომელიც აბსოლუტურად არ მიეკუთვნება მსუბუქ ფსიქოდელიკურ კულტურას. ბევრი კანაბისით მკურნალობის და სტიმულაციის მოყვარული რესპოდენტი, რომელთა შორის არც თუ ისე ცოტა საქვეყნოდ ცნობილი ხელოვანია დაჟინებით უარყობს მსგავსი იარლიყების სიმართლეს.

ნეიროფიზიოლოგები და ისტორია ადასტურებენ

შეუძლებელია ოფიციალურ სტატისტიკასთან დაობა, რომელიც ნეიროფიზიოლოგების აზრითაა გამყარებული. მარიხუანას ზომიერი დოზა ნაკლებად მავნებელია, ვიდრე სპირტიანი სასმელი. თუ კნაბინოიდები იწვევენ მოდუნებას, მეგობრულობას, კომუნიკაბელურობასა და ზღაპრულ ილუზიებს, ალკოჰოლი იწვევს აგრესიას, დამოკიდებულებას, დანაშაულებებს (ხშირად სავალალო შედეგებით).

ასევე ძლიერია სამკურნალო კანაფისადმი დამოკიდებულება ისტორიულ წყაროებში. არსებობს კაცობრიობის მიერ კანაბისის მოხმარების უტყუარი ფაქტები. ძველ ინდოეთში, სამი ათასზე მეტი წლის წინად, მარიხუანას მეშვეობით ხსნიდნენ სხვადასხვა სახის ტკივილებს, შეშუპებებს, სულიერ წონასწორებას აბალანსებდნენ და ფიზიკურ აქტივობას ზრდიდნენ. თუმცა XX საუკუნის შუა რიცხვებში ყველაზე დემოკრატიულმა ქვეყანამ ამერიკამ კანაფს „განსაკუთრებით სახიფათო ნარკოტიკის“ სტატუსი მიანიჭა და დაადო ტაბუ. შემდგომ ევროპამაც და სხვა ქვეყნებმა გაიმეორეს მისი მაგალითი.

მხოლოდ რამოდენიმე ხნის შემდეგ ამერიკელები მოვიდნენ გონს და დღეს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დაიწყო უკუსვლის პროცესი, ქვეყნის ნახევარმა ტერიტორიამ ისევ კანონიერად ცნო სამედიცინო მარიხუანა. იგივე ხდება ევრპოპაშიც. მაგრამ უკრაინა პროგრესის ბოლოშია და გვინდა გვჯეროდეს რომ უკრაინელი ქალბატონების გამოსვლა გახდება ის ბოლო წვეთი, რომელიც დაამსხვრევს ინერტულობის ბეტონს და მთავრობა საბოლოოდ მისცემს ონკოდაავადებულ ხალხს ხარისხიანი მკურნალობის იმედს.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*