კანაფის მოყვანა აუთდორში

კანაფის მოყვანა აუთდორში

შინაარსი

გროვერები, რომელთაც მარიხუანა აუთდორში მოჰყავთ, ხშირად დგებიან არჩევნის წინაშე, სად სჯობს ბუჩქის დარგვა — ნიადაგში თუ ქოთანში? GanjaSeeds მაღაზიის სპეციალისტები მოგითხრობენ ორივე ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

ქოთანი თუ გრუნტი?

ქოთანი თუ გრუნტი?

ძირითადად, ადგილს კანაფის მოსაყვანად გროვერი, პირადი შეხედულებისამებრ არჩევს. ნიადაგში ჩარგული ბუჩქი, კარგად ვითარდება, ძლიერდება, რადგან მისი ფესვები არ იზღუდება. განვითარების პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუ გრუნტის ქიმიური შემადგენლობა და სტრუქტურა ხელსაყრელია მცრენარისთვის. დიდ ქოთანში ასევე არის შესაძლებელი ჯანმრთელი და დიდი ბუჩქის გაზრდა.

 რა უპირატესობა აქვს ქოთანს?

ხშირია შემთხვევები, როდესაც გროვერები, კაკლებთან ერთად დიდი ზომის ქოთნებს უკვეთავენ. აუთდორში მოყვანისას, ქოთნის გამოყენებას გრუნტთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს.

ქოთანი მობილურია. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მათი საჭიროებისამებრ გადაადგილება შედარებით მზიან ადგილზე, ჩრდილში, ხალხისგან მოშორებით.

მისი გადაადგილების შესაძლებლობა, ხშირად მისი გადარჩენის საშუალებას იძლევა: თუ ერთ-ერთ ბუჩქს შეესევა მავნებელი მწერები, გაუჩნდება ბაქტერიული ან სოკოს ინფექცია — მარტივად არის შესაძლებელი მისი იზოლირება.

შესაძლებელია პლასტიკის კონტეინერის ან ნაჭრის ქოთნის ყიდვა, რომლებიც ასევე გამოიყენება კანაფის მოსაყვანად. ქოთნები მსუბუქია, საჭიროებენ მცირე ადგილს. მან, ვინც აპირებს ნაჭრის ქოთნის შეძენას, უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ საჭირო გახდა მათი გადაადგილება, არსებობს დაზიანების რისკი. იდეალური ვარიანტია, თუ ქოთანი დგას პლატფორმაზე (ბორბლებიან პადონზე).

კანაფის აუთდორში მოყვანისას, მებაღე ხშირად აწყდება პრობლემას, რომელსაც ვერ უმკლავდება — ცუდ ამინდს ყველაფრის გაფუჭება შეუძლია. სწორედ ასეთ სიტუაციაში, ქოთანი — მოსავლის გადარჩენის საუკეთესო საშუალებაა. შესაძლებელია მისი შენობაში გადატანა, განათების და ტემპერატურის რეგულირება. გრუნტში დარგულ ბუჩქს, ცუდ ამინდებში ვერ ვუშველით.

თუ საჭიროება მოითხოვს, რომ მარიხუანას ფოტოპერიოდული ჯიში დროზე ადრე გადავიდეს ყვავილობის ფაზაზე, შესაძლებელია ქოთნის შეტანა დახურულ შენობაში.

ქოთნების გამოყენების კიდევ ერთი დადებითი მხარე — გრუნტის მჟავიანობის კონტროლის და მისი დროული კორექტირების საშუალებაა.

კონტეინერის გრუნტით შევსებისას, გროვერს შეუძლია ჩაუტაროს მას დეზინფექცია და დარწმუნდეს, რომ იყენებს ხარისხიანი ნიადაგის ნარევს და არა მიწას, რომელშიც შეიძლება იყოს მწერების ნარჩენები, სოკოს სპორები ან სხვა მავნებლები.

ქოთნების მინუსები

ქოთნების მინუსები

აუთდორში, ქოთანში დარგული კანაფის მოვლის დროს, აუცილებელია ყურადღება, მისი დროულად მორწყვა, კვება. თუ დაივიწყებთ მორწყვას, ფოთლები დაჭკნება, ასეთ შემთხვევაში საშველი სასწრაფოდ მორწყვა, ან წვიმაა.

ქოთანში კანაფის ზრდა იზღუდება ფესვების შეზღუდულ გარემოში განვითარების გამო, რაც მოსავლიანობაზეც აისახება. მებაღეს შეუძლია გამოიყენოს აუთდორის დიდი ქოთანი, მაგრამ ეს არჩევანიც არ იძლევა ბუჩქის სასურველი ზომების და პოტენციალის სრულად გახსნის საშუალებას.

შესაძლებელია საჭირო გახდეს მცენარის გადარგვა. მაგალითად, თუ ბუჩქი დარგულია დროულად, მაგრამ ძალიან ვიწრო ქოთანში, ის გაიზრდება სუსტი. მასიურ ქოთანში დარგვისას კი — პირიქით.

რით სჯობს ღია გრუნტი ინდორს?

ღია გრუნტში კანაფი შეიძლება დიდი ზომის გაიზარდოს — ფესვებს არაფერი უშლის ხელს. თუ ფესვები ჩააღწევს მიწაში ღრმად და მიაგნებს წყლის წყაროს, ის გვალვებსაც კი მარტივად გაუმკლავდება. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგის შემადგენლობა უხდება კანაფს — გრუნტში არის საკმარისი რაოდენობით საკვები ნივთიერებები და სასარგებლო მიკროორგანიზმები.

თუ კანაფი იზრდება მოშორებით, დამალულ ადგილზე, გროვერები ირჩევენ გრუნტში კულტივირების მეთოდს — ის არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას. სასუქის ხარჯიც კონტეინერში მოყვანის მეთოდთან შედარებით მცირეა. მარიხუანა ყველა საჭირო  ნივთიერებას ნიადაგიდან აითვისებს. ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ — ყვავილობის დროს სასუქის დამატებაა, რაც ბუჩქს მსხვილი, მკვრივი გირჩების ფორმირებაში ეხმარება.

ღია გრუნტის მინუსები

ღია გრუნტის მინუსები

ღია გრუნტში დარგული ბუჩქის ხალხისგან დამალვა ან ცუდი ამინდის დროს მისი დახურულ სივრცეში გადატანა შეუძლებელია. მისი გადაადგილება არ არის რეკომენდირებული. მისი გადატანის შემთხვევაში, დიდია ფესვთა სისტემის დაზიანების რისკი, რის გამო მცენარე აჩერებს ზრდას და სუსტდება.

გრუნტში დარგული კანაფი სრულად დამოკიდებულია ამინდზე. მას შეიძლება ავნოს ტენიანობამ, სეტყვამ, დაბალმა ტემპერატურამ. ამ ყოველივეს რამდენიმე დღეში შეუძლია მოსავლის სრულად განადგურება.

ამინდის მოსალოდნელი სიურპრიზებისთვის მომზადება შესაძლებელია. მებაღეების ნაწილი აკეთებს ბუჩქისთვის „თავშესაფარს“ (სათბურს). ასეთი „თავშესაფრის“ ზომა ერთი ბუჩქისთვის, საშუალოდ 2,5*2,5 მეტრზეა. თუ პლანტაცია რამდენიმე ბუჩქისგან შედგება, ამოცანა რთულდება.

ღია გრუნტში კანაფს აქვს სრული თავისუფლება, იზრდება სიმაღლეში და სიგანეში. არსებობს ჯიშები, რომლებიც ზომით ხეს უფრო ჰგავს, ვიდრე ბუჩქს. მებაღეს, რომელიც მალავს პლანტაციას, განჯის ასეთი შესაძლებლობა ბევრ პრობლემას შეუქმნის.

თუ კანაფი დარგულია გროვერის საცხოვრებლისგან მოშორებით, შეიქმნება ვარჯიშთან დაკავშირებული პრობლემები. რთულია მისი დროულად ჩატარება, შედეგებზე დაკვირვებაც რთულია.

რადგან კანაფის ბუჩქის გადაადგილება შეუძლებელია, მისი მოყვანა მხოლოდ სეზონზე არის შესაძლებელი.

გრუნტის შემადგენლობის კონტროლი შეუძლებელია — სწორედ ეს მიაჩნია მრავალ გამოცდილ გროვერს ღია გრუნტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მინუსად. სტაჟიან გროვერებს  აქვთ ნიადაგის სასარგებლო მიკროფლორით კულტივირების გამოცდილება, რომელიც ინარჩუნებს ფესვთა სისტემის ჯანმრთელობას და ეხმარება მცენარეს ზრდაში, მაგრამ, მათაც კი ექმნებათ სირთულეები სასუქის დამატების დროს. თუ რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმს, წვიმა არა მხოლოდ გამორეცხავს სასუქს, არამედ შეცვლის გრუნტის ქიმიურ შემადგენლობას და გახდება მიკროელემენტების დისბალანსის მიზეზი.

კითხვაზე, თუ რა სჯობს აუთდორული კულტივირებისთვის, ქოთანი თუ ღია გრუნტი, კონკრეტული პასუხი არ არსებობს. თითოეული გროვერი გადაწყვეტილებას საკუთარი შეხედულებისამებრ ღებულობს. საჭიროა გამოცადოთ ორივე და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოთ.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*