თესლების გაზრდა: მარტივი და მოქმედი მეთოდები

თესლების გაზრდა

«D. Sanches-ის მეთოდი»

საჭიროა:

  1. კაკლები
  2. ორი ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
  3. zip-lock-ის პაკეტი
  4. ჭიქა სუფთა წყლით

პროცესი

1. ერთი ღრუბელის შუაგულში მოათავსეთ კაკლები:

ერთი ღრუბელის შუაგულში  მოათავსეთ კაკლები:

2. ფრთხილად დააფარეთ ზემოდან მეორე.

ფრთხილად დააფარეთ ზემოდან მეორე

3. დაასხით დაახლოებით 100მლ. წყალი და დაელოდეთ ღრუბლების თანაბრად გაჟღენთვას:

დაასხით დაახლოებით 100მლ. წყალი და დაელოდეთ ღრუბლების თანაბრად გაჟღენთვას

4. აიღეთ ღრუბლებისა და კაკლებისაგან მიღებული ბუტერბროდი და მოათავსეთ მომზადებულ ცელოფნის პარკში, ჰერმეტულად მოუკარით თავი;

აიღეთ ღრუბლებისა და კაკლებისაგან მიღებული ბუტერბროდი და მოათავსეთ მომზადებულ ცელოფნის პარკში

5. პარკისთვის თავის მოკვრის წინ ჩაისუნთეთ ჰაერი და ცოტა ამოისუნთქეთ პარკში, ეს უზრუნველყოფს კაკლებს ჟანგბადის საჭირო რაოდენობით.

6. პარკი შეინახეთ თბილ და ბნელ ადგილას 12-24 სთ-ის გამავლობაში.

პარკი შეინახეთ თბილ და ბნელ ადგილას

7. აი შედეგიც! ხუთიდან გაღვივდა ხუთივე კაკალი

აი შედეგიც! ხუთიდან გაღვივდა ხუთივე კაკალი

კაკლების აღმოცენება — მეთოდი Х

კაკლები უნდა ჩაალბოთ წყალში, არანაკლებ დღე-ღამის გამავლობაში. უბრალო წყალში საკმარისი მკვებავი ნივთიერებებია კაკლის აჭმოსაცენებლად, ხოლო ქლორი დიდ სოკოს საწინააღმდეგო ეფექტს აძლევს.

დღეღამის შემდეგ დაინახავთ რომ კაკლები ჩაიძირა, ცოტა გაღვივდა, ზოგჯერ გაიხსნა კიდეც. ეს კარგია, ე. ი. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. აიღეთ თავსახურიანი პლასტმასის კონტეინერი, ეს იქნება თქვენი სათბური. მასში მოათავსეთ ნოტიო ბამბის დისკი, ზემოდან დაალაგეთ კაკლები და დააფარეთ მეორე ბამბის ნოტოი დისკი.

დაახურეთ კონტეინერს თავსახური და დადგით თბილ და ბნელ ადგილზე 2-3 დღით. 24-27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა კაკლების აღმოცენებისათვის. 2-3 დღის გასვლის შემდეგ იხილავთ შემდეგნაირ სურათს.

კაკლების აღმოცენება 48 სთ-ში

არსებობს კაკლების აღმოცენების რამოდენიმე ვარიანტი, მათგან შერჩეული და დახვეწილი იქნა ქვემოთ მოყვანილი ვარიანთი, რომელშიც მინიმალიზირებულია სამუშაო და კაკლების გაფუჭების საშიშროება დაყვანილია ნულამდე.

დალბობამდე, აუცილებლად უნდა გატეხოთ ნაჭუჭი საკვნეტელას დახმარებით, ასე მიიღებთ 99% გაღვივებულ კაკლებს. ჩაალბეთ ისინი სუფთა წყალში 2 საათის გამავლობაში. შემდეგ მოათავსეთ თითო კაკალი სველ, ოდნავ გაწურულ ბამბის დისკზე, გადაკეცეთ იგი შუაზე და ჩადეთ იგი ზიპ-ქლუქ პაკეტში. ერთ ბამბის დისკზე, არაუმეტეს ერთი კაკლისა, ერთი პარკში.

  1. საკვნეტელა.
  2. ბამბის დისკები.
  3. პატარა ზიპ-ქლუქ პაკენები
  4. სუფთა წყალი
  5. ლამბაქი
  6. მაგიდის სანათი

კაკლების აღმოცენება 48 სთ-ში

შედეგად თქვენ მიიღეთ პატარა ფუთები, რომლების დადება შეგიძლიათ +30C სითბოში. სურათზე პარკები დევს როუტერზე. ტემპერატურაზე დამოკიდებულია კაკლების გაღვივების სისწრაფე. აუცილებელია რომ პარკი ყოველთვის იყოს გამთბარი, მის ზედა მხარეზე გაჩნდება წყლის წვეთები. ამის შემდეგ პარკები უნდა გსდააბრუნოთ და წყლის წვეთები ისევ წავა ზევით. ეს პროცესი აძლევს ჩანასახს სიცოცხლეს.

კაკლების აღმოცენება 48 სთ-ში

ზუსტად ერთი დღეღამის შემდეგ, კაკალი გამოუშვებს პატარა 5მმ. სიგრძის წამონაზარდს, ეს ჩანს ფოტოზე. მეორე დღეს კაკალი გაიკეთებს 1სმ სიგრძის კუდს და დამოუკიდებლად ჩამოაგდებს ნაჭუჭს.

ორი დღის შემდეგ გამოღეთ უკვე აღმოცენებული ყლორტი პარკიდან, მაგრამ ის ჯერ კიდევ სუსტია და მისი ნიადაგში ჩარგვა ადრეა. სწორედ ამაშია საიდუმლო, ყლორტი მოათავსეთ წყლიან ჯამზე და დადეთ იგი ნათურის ქვეშ ერთი დღეღამით. ამისათვის სულაც არ არის საჭირო დიდი შუქი, მე მაქვს უბრალო ღამის 11ვტ-იანი სანათი. ასეთი ყლორტის დიდხანს ღია მდგომარეობაში გაჩერება არ შეიძლება, მესამე დღეს იგი უნდა მოათავსოთ მიწაში ან მკვებავ სუბსტრატში.

კაკლების აღმოცენება 48 სთ-ში

ამ მაგალითში ჩანასახი არ ღებულობს სტრესს სიცოცხლის პირველივე დღეებში და იძლევა შესანიშნავ სტარტს მცენარის სრულყოფილად განვითარებისათვის. ყველაფერი უნდა კეთდებოდეს სუფთა წყლით და ხელსაწყოებით. წყალი შეიძლება ამოშრეს ან დალპეს, უნდა მიაქციოთ ყურადღება.

ასეთი ხერხით გამოყვანილი ჩითილი იდეალურად ერგება ჰიდროპონიკაში ან ნებისმიერი სახეობის სუბსტრატში მოშენებას.

კაკლების აღმოცენება 48 სთ-ში

Related posts

Discussion

1 комментарий
  • გიორგი

    და თუ ყველა ამწესი დაცვით ვიმოქმედე და თესლმა ყლორტი არ გამოიღო გამოდის ტყუილად გადავიხადე 5 დოლარი

Write a Reply or Comment

Comment*

*

*