შინაარსი
- საიდან დავიწყოთ შერჩევა
- რომელი დაავადებების მკურნალობა შეიძლება სამედიცინო მარიხუანას საშუალებით?
- რომელი ჯიშები შევარჩიოთ სხვა და სხვა სიმპტომებისთვის?
- რა ვიცით კანაბინოიდების შესახებ
- რა არის — THC, CBD, CBN?
- სიმპტომები, რომელთაც შველის მარიხუანა
- როგორ მოვიხმაროთ სამედიცინო მარიხუანა?
- რა დროის შემდეგ შეიძლება რეცეპტით გაცემული წამლების მოხმარების შეწყვეტა?
- როგორ გავზარდოთ CBD მარიხუანის მოყვანისას
თუ თქვენ გსურთ ჩაუღრმავდეთ განსხვავების დეტალებს და რეალურ ასპექტებს — ობიექტურად ისინი არ არსებობს. აღნიშნული სტატია დაწერილია მათთვის, ვისაც უბრალოდ მეტის გაგება სურს.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანაბისზე, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ათასობით ჯიში, შესაძლო ეფექტების ფართო სპექტრით. თუმცა ზოგიერთი მათგანი გახლავთ უფრო «სამკურნალო», ვიდრე დანარჩენები. მაგალითად, შტამი, რომელიც უმსუბუქებს მდგომარეობას ერთი პაციენტს, შეიძლება გააუარესოს სხვა პაციენტის მდგომარეობა (და პირიქით). ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ სამკურნალოდ სტრეინის შერჩევისას, რაც მოითხოვს არაერთ მცდელობას და შეცდომას, რათა გაერკვეთ, თუ რომელი ჯიში მოგიხდებათ თქვენ და თქვენს სხეულს.
ერთი სიტყვით, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს სიმპტომებზე და იმაზე თუ როგორ რეაგირებს თქვენი სხეული!
ადამიანები ხშირად მსჯელობენ «ინდიკა»-სა და «სატივა»-ს შტამებს შორის განსხვავებაზე, როდესაც საუბარია სამედიცინო მარიხუანაზე, კანაბისის თითქმის ყველა ჯიში გახლავთ ჰიბრიდი.
მეცნიერები აგრძელებენ კვლევას, თუ როგორ მოქმედებენ კანაბისის სხვა და სხვა ნივთიერებები ადამიანზე. ცოტა ხნის წინ, იტალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს THCP, ახალი ძლიერი კანაბინოიდი, რომლის შესახებ აქამდე ცნობილი არ იყო.
არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ კანაბისის წარმოებული ტერპენები და ფლავონოიდები შესაძლოა პასუხს აგებდნენ მოხმარების შედეგებზე, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვერ ვხვდებით, თუ როგორ მოქმედებს ადამიანზე ყველაფერი ერთად. ჯერ არ არსებობს ობიექტური კვლევები, მრავალ პაციენტს უწევს ექსპერიმენტების ჩატარება, რათა გაირკვეს, რომელი შტამები მუშაობენ უკეთ.
საიდან დავიწყოთ შერჩევა
იმის მაგივრად, რომ ვარკვიოთ, შტამი ინდიკაა თუ სატივა, ან სხვა რომელიმე ასპექტი, მაგალითად, როგორ გამოიყურება ის, როგორი სუნი აქვს და სხვა, ბევრად სასარგებლოა გავარკვიოთ გენეტიკა, ცნობილ ფაქტებსა და პაციენტების გამოხმაურებებზე დაყრდნობით.
იმ დროს, როდესაც კანაბისის მრავალი ჯიში ახდენს ძლიერ ფსიქიკურ ზემოქმედებას, ზოგიერთი ჯიში სრულიად არ გახლავთ ფსიქოაქტიური. კანაბისის არაფსიქოაქტიური ნაირსახეობანი მსუბუქ გავლენას მოახდენენ თქვენს აზროვნებაზე (ან სულ არ მოახდენენ). ისინი გამოირჩევიან კბდ-ს მაღალი შემცველობით და თითქმის საერთოდ არ შეიცავენ ტგკ-ს. ტგკ-ს დაბალი შემცველობის შტამები ფართოდ გამოიყენება შფოთვის, უძილობის და კრუნჩხვების დროს.
როგორც ცნობილია, სამედიცინო მარიხუანა არ კურნავს, მას შეუძლია მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება.
ამის მიუხედავად, მრავალი პაციენტი იყენებს ტგკ-ს მაღალი შემცველობის მარიხუანას ტკივილისა და გულისრევის შეგრძნების დროს. ტეტრაგიდროკანაბინოლის მაღალი პროცენტული მაჩვენებლის შტამები გპირდებიან «პრიხოდს» სიმპტომების შემსუბუქებასთან ერთად.
რომელი დაავადებების მკურნალობა შეიძლება სამედიცინო მარიხუანას საშუალებით?
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეების ზრდის მიუხედავად, არ არსებობს იმის სანდო სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ ის გახლავთ ყველა დაავადების პანაცეა.
არ შეიძლება იმის თქმა, რომ სამედიცინო მარიხუანა არ ფლობს თვისებებს, რომლების აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას. კანაბისი იმდენად ეხმარება პაციენტებს, რომ მისი გამოყენება სამედიცინო მიზნებისთვის დაშვებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებული შტატების უმრავლესობაში. სამწუხაროდ, არსებობს მრავალი ადამიანი, რომლებიც ტყუილად ჰპირდებიან ავადმყოფებს, რომ კანაბისს შეუძლია განკურნოს მათი დაავადებები — კიბო, გაფანტული სკლეროზი, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ან ეპილეფსია. როდესაც ვიღაც ამბობს, რომ კანაბისს შეუძლია ამა თუ იმ დაავადების «განკურნება», მისი კომენტარის აღქმა შეიძლება სკეპტიკურად, თუ თქვენ არ გაქვთ რეალური მტკიცებულება, რომელიც ამ დაპირებას გაამართლებს. მოცემული მომენტისთვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მარიხუანა სრულად «კურნავს» რომელიმე დაავადებას. ამიტომ დაეყრდენით მხოლოდ გამოცდილებას და რეალურ რეკომენდაციებს, დააიგნორეთ იმ ადამიანების რჩევები, რომელთაც არ აქვთ არანაირი საერთო მედიცინასთან. ის რაც რეალურად შეუძლია მარიხუანას — მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებაა.
რომელი ჯიშები შევარჩიოთ სხვა და სხვა სიმპტომებისთვის?
სამწუხაროდ არ არსებობს ზუსტი დასკვნები, როდესაც საუბარია სხვა და სხვა შტამების ზემოქმედებაზე. გარდა იმისა, რომ ჯიშებს აქვთ განსხვავებული ეფექტი, თუ ისინი სხვა და სხვა პირობებშია მოყვანილი, ერთი და იგივე გირჩებიც კი განსხვავებულად მოქმედებენ ადამიანებზე. კბდ-ს მაღალი შემცველობის მქონე სამკურნალო მარიხუანას გირჩები ვიზუალურად გვანან დანარჩენებს, მაგრამ განსხვავებულია მათი კანაბინოიდური პროფილი.
სტაფი, რომელიც უძლიერებს შფოთვას ერთ ადამიანს, სხვას შეიძლება შეუმციროს ტკივილი ან გულის რევის შეგრძნება. გირჩებმა, რომლებიც უჩერებენ კრუნჩხვებს ერთ ადამიანს, შეიძლება კრუნჩხვა დამართონ სხვას.
ეფექტების ასეთი ფართო სპექტრი იმ მიზეზების ნაწილი გახლავთ, თუ რატომ უნდა დაკანონდეს მარიხუანა მთლიანად მცენარის სახით, რათა შემდეგ გახდეს შესაძლებელი კანაბისის ცალკეული კომპონენტების (რომლებიც იწვევენ კონკრეტულ ეფექტს) გამოყოფა. ამაში არაფერია ახალი, სწორედ ამ პროცედურებს გადის ყველა წამალი.
ამ მომენტისთვის, პაციენტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამედიცინო მარიხუანით, იყენებენ დაუზუსტებელ ინფორმაციას, ცდების მეთოდს და ხშირად უშვებენ შეცდომებს. არ არსებობს მონაცემთა ბაზა და სხვა სანდო საშუალება სამედიცინო მარიხუანას მომწოდებლებისა და პაციენტებისთვის, რათა გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება. რამდენადაც კანაბისი აშშ-ში გახლავთ არაკანონიერი ფედერალურ დონეზე, არსებობს ძალიან ცოტა ავტორიტეტული კვლევა, რომელთა ჩატარებაც შეიძლება ფართო მასშტაბებით იურიდიული პრობლემების შიშის გარეშე.
ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არის უკეთესი საკუთარი სამედიცინო კანაბისის მოყვანა სახლში. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სწორედ ის, რაც თქვენ გსურთ.
მოდით გავაანალიზოთ, თუ რა ვიცით სამედიცინო მარიხუანას შესახებ, მათ შორის, თუ რა ხდის მას ზოგიერთი პაციენტისთვის ეფექტურს, ხოლო ზოგისთვის უაზროს.
რა ვიცით კანაბინოიდების შესახებ
კანაბისი შეიცავს კომპონენტების მასას, რომლების იწვევენ განსხვავებულ ეფექტებს. თუმცა ზოგიერთი ნივთიერება, როგორიცაა ტერპენები (არომატული თვისებები, სურნელი), როგორც იყო ნაჩვენები, ცვლიან გირჩების ფსიქიკურ და ფიზიკურ ეფექტებს, კვლევისა და ინტერესის ძირითადი საგანი გახლავთ კანაბინოიდები. კანაბინოიდები ზემოქმედებენ ბუნებრივ რეცეპტორებზე ჩვენს ტვინში, რაც იწვევს ეფექტების უმეტესობას, რომლებიც დაკავშირებულია განჯასთან.
წარმოგიდგენთ კანაფის გავრცელებული კანაბინოიდების სიას, რომლებიც წარმოადგენენ მედიცინის ინტერესს პაციენტებისა და მკვლევარებისთვის. არსებობს კიდევ ათეულობით კანაბინოიდი, ჩამონათვალში წარმოდგენილია ისინი, რომლებზეც მეტი ინფორმაცია არის ცნობილი.
რა არის — THC, CBD, CBN?
- THC — განაპირობებენ მრავალ ფსიქიკურ, გულის რევის საწინააღმდეგო და შესაძლოა ტკივილგამაყუჩებელ ეფექტებს;
- CBD — კრუნჩხვების, შფოთვის მოხსნის, უძილობის და მრავალი სხვა მდგომარეობისთვის;
- CBN — წარმოიშვება მაშინ, როდესაც გროვერი აძლევს გირჩებს მომწიფების საშუალებას მოსავლის აღებამდე. ფლობს განტვირთვის და სხეულის მოდუნების უნარს, ნაკლებად ფსიქოაქტიურია, ვიდრე THC.
- სხვა კანაბინოიდები. არსებობს ათეულობით, ასეულობითაც კი კანაბინოიდი, რომლებიც შეიძლება მოიძებნოს კანაფის სხვა და სხვა ჯიშებში. მათი უმეტესობა ნაკლებად არის შესწავლილი, ან ჯერ არ არის ოფიციალურად განსაზღვრული.
სიმპტომები, რომელთაც შველის მარიხუანა
- ტკივილი, სპაზმები, გულისრევა და უმადობა. ხშირად მკურნალობენ სტაფით და მაღალი ტგკ-ს შემცველობის ექსტრაქტებით. შედეგები ვარირებს პაციენტიდან პაციენტამდე, ამიტომ უმჯობესია შევაფასოთ ისინი ზემოქმედების ძალის მიხედვით.
- კიბოს მკურნალობის სიმპტომები. კიბოთი დაავადებული მრავალი პაციენტი აცხადებს, რომ კანაბისი შველის ქიმიოთერაპიის შემდგომ სიმპტომებს. თუმცა არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ კანაბისი მკურნალობს კიბოს. გაესაუბრეთ ონკოლოგს, თუ მკურნალობის კურსის ჩატარებისას გეგმავთ მარიხუანას მოხმარებას. ონკოლოგებს ყველაზე მეტად ესმით პაციენტების, როდესაც საქმე მარიხუანას მოხმარებას შეეხება.
- ეპილეფსია, შეტევები, დრავეს სინდრომი.ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება სამედიცინო მარიხუანას შესახებ, მაშინ როდესაც საქმე ეხება კრუნჩხვებს. სიმართლე გახლავთ ის, რომ ეპილეფსიით დაავადებული ზოგიერთი პაციენტი გვიამბობს სიმპტომების შემცირების შესახებ მაღალი CBD-ს მოხმარების შემდეგ. პაციენტების უმეტესობა მოიხმარს სამედიცინო მარიხუანას სხვა მედიკამენტებთან ერთად და არა წამლის შემცვლელის სახით. THC მაღალი შემცველობის მქონე მარიხუანამ, შესაძლებელია პირიქით, გამოიწვიოს კრუნჩხვები. კანაბისის ჰიბრიდების უმრავლესობამ შეიძლება გაამწვავოს კრუნჩხვების სიმპტომები. ამიტომ, ადამიანებმა, რომელთაც აქვთ კრუნჩხვები, უნდა იცოდნენ, თუ რას მიიღებენ მარიხუანას მოხმარების შედეგად, მათ აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ ნევროლოგთან როდესაც გადაწყვეტენ მედიკამენტებში ცვლილებების შეტანას.
- შფოთვა ან უძილობა. ხშირად ზოგიერთი ადამიანისთვის ტგკ-ს მაღალმა დონემ შეიძლება გაამწვავოს შფოთვები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის გამოიყენებს მარიხუანას უჩვეულო, ახალ სიტუაციაში. ამ დროს სხვა პაციენტები პოულობენ შვებას მაღალი ტგკ-ს მქონე მარიხუანას მოხმარების შემდეგ. გირჩები, რომლებიც ადრე არის მოკრეფილი, ან არ არის გამშრალი, ან დაძველებული საჭირო წესების დაცვით, ხშირ შემთხვევაში იწვევენ შფოთვას, უძილობას და თავის ტკივილს.
როგორ მოვიხმაროთ სამედიცინო მარიხუანა?
როდესაც საქმე ეხება სამედიცინო მარიხუანას, მოწევა არ ითვლება საუკეთესო ვარიანტად, რადგან მან შეიძლება გააღიზიანოს ფილტვები. არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ მოწევა არ არის უსაფრთხო!
გარდა ამისა, ვეიპინგი (თქვენი ბალახის აორთქლება მისი წვის ნაცვლად) ან მისი გამოყენება საკვებში, ითვლება «ოქროს სტრანდარტად» სამედიცინო მარიხუანას მოხმარებისთვის.
რა დროის შემდეგ შეიძლება რეცეპტით გაცემული წამლების მოხმარების შეწყვეტა?
გვხვდება პაციენტები, რომლებმაც შეძლეს ეთქვათ უარი წამლების მოხმარებაზე, რათა გამკლავებოდნენ სიმპტომებს მხოლოდ სამედიცინო მარიხუანას მოხმარებით. თუმცა ასეთი ადამიანები ცოტაა, უფრო ხშირად მარიხუანას მეშვეობით ხდება მედიკამენტების დოზის შემცირება და არა მათი შეცვლა.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანაბისი არ იქნება ეფექტური დაავადებული ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. თუმცა ნებისმიერმა, ვინც სინჯავს კანაბისს სამედიცინო მიზნებისთვის, უნდა იცოდეს, რომ, თუ ის უკვე ღებულობს მედიკამენტს რაიმე დაავადების სამკურნალოდ, კანაბისი დაეხმარება მას დანიშნულ წამლებთან ერთად და ვერ ჩაანაცვლებს მათ.
მაგალითად, თქვენ ალბათ გინახავთ პოპულარული სიახლეები სამედიცინო მარიხუანას შესახებ, რომელიც შველის ბავშვებს ისეთი რთული შეტევების დროს, როგორიცაა დრავეს სინდრომი. იმ დროს, როდესაც მაღალი კბდ-ს მქონე კანაბისი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხსს, მრავალი ამ ბავშვთაგანი უწინდებურად აგრძელებს დანიშნული მედიკამენტების მიღებას მარიხუანასთან ერთად. კანაბისს უბრალოდ მოიხმარენ სხვა მედიკამენტებთან ერთად კრუნჩხვების შემცირებისა და სიმპტომების შემსუბუქებისთვის.
ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებმა შეიძლება შეამცირონ წამლების რაოდენობა, რომელთა მიღებაც მათთვის აუცილებელია სიმპტომების შესამცირებლად, მაგალითად ოპიოდების და ტკივილგამაყუჩებლების. იმის მიხედვით, თუ როგორ ჩატარდება კანაბისის შემდგომი კვლევები და შემუშავდება ახალი ჯიშები, შემსუბუქების საშუალებები, უპირობოდ გაიზრდება. მათ, ვინც ფიქრობს კანაბისის გასინჯვას სამედიცინო მიზნებისთვის, უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან და შეეგუონ იმ აზრს, რომ მარიხუანა იქნება თქვენი რეჟიმის დანამატი და არა წამლების შემცვლელი.
როგორ გავზარდოთ CBD მარიხუანის მოყვანისას
ამ თემის გვერდის ავლა არ შეიძლებოდა.
შტამი მაღალი CBD შემცველობით. ისევე, როგორც THC, მაღალი დონის მისაღებად მეტად მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს CBD. ამ დროისათვის, მათთვის ვისაც არ მიუწვდება ხელი სამედიცინო მარიხუანასთან, ინტერნეტში არსებობს კაკლები CBD -ს მაღალი შემცველობით.
ავტომოყვავილე შტამები — ავტომოყვავილე შტამები შეიძლება კარგი არჩევანი იყოს, რადგან ისინი მჭიდრო კავშირშია ველურ კანაფთან და ხშირ შემთხვევაში აქვს CBD მაღალი მაჩვენებელი. თუმცა არსებობს კანაბისის ავტომოყვავილე შტამები, რომლებიც გამოყვანილია სპეციალურად კბდ-სთვის. თითქმის ყველა ავტომოყვავილეს აქვს მინიმუმ 1-2% კბდ (მაღალი ტგკ-ს მქონე შტამებთან შედარებით არანაკლებ 1%). ეს ამცირებს ტგკ-ს ეფექტს და აქვეითებს არასასურველი აზრების და შფოთქვის გაჩენის შესაძლებლობას.
არ აიღოთ მოსავალი საჭირო დროზე ადრე ან გვიან. საჭირო დროს მსოავლის აღება ზრდის კბდ-ს დონეს.