ფარმაცევტული ანტიდეპრესანტებისაგან განსხვავებით, კანაფი გახლავთ მეტად ეფექტური (კერძოდ, თერაპიული ეფექტის გამოვლენის სისწრაფის მხრივ) და ხელმისაწვდომი საშუალება, რითიც აიხსნება მისი გავრცელებული მოხმარება იზოლირებულ და სხვადასხვა ფსიქოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებში. ზოგიერთი სწავლული სოციოლოგი მიიჩნევს, რომ კანაფის მოხმარების გავრცელება მარტოხელა ადამიანებში აიხსნება მცენარის აქტიური ნივთიერებების უნარში — ეფექტურად შეამციროს სოციალური იზოლაციით გამოწვეული სტრესის და ფსიქოლოგიური დისკომფორტის დონე. კერძოდ, კენტუკკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ჯერ კიდევ 2013 წელს, აშშ-ში გამოაქვეყნა ე.წ. „მარტოობის ეპიდემიის“ თემაზე ნაშრომი, რომელშიც რამოდენიმე ექსპერტი აღნიშნავს, რომ კანაფი არის „სოციალური შიმშილის“ შეგრძნების დაქვეითების საკმაოდ ეფექტური საშუალება.
„ყველა შეგროვილ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ კანაფის მოხმარება შეზღუდული რაოდენობით, იძლევა შესამჩნევ ეფექტს იმ ადამიანთა ფსიქიკაზე, რომლებიც განიცდიან მარტოობის ქრონიკულ და მძიმე ფორმებს. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, მარტოხელების გამოკითხვა, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ მარიხუანას რეკრეაციული მიზნებით, ახდენს დემონსტრირებას იმისა, რომ ისინი უფრო მარტივად და სწრაფად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ ნეგატიურ ემოციებსა და სტრესებს. გარდა ამისა, კანაფი მათ საშუალებას აძლევს გაიუმჯობესონ თვითშეფასება, რაც განაპირობებს ნევროზული და დეპრესიული მდგომარეობიდან მათ სწრაფ გამოსვლას, ასევე სოციალურ სიტუაციებში არ ჩაიკეტონ საკუთარ თავში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ გარდა ტკივილის ფიზიკური შეგრძნებისა, კანაფი შეიძლება იყოს მეტად ეფექტური საშუალება ემოციურ ტკივილსა და დისკომფორტთან ბრძოლაში“, გვეუბნება ნაშრომი, ასევე იგი მოუწოდებს მკითხველს, კანაფი ჩათვალოს ერთგვარ პანაცეად მარტოობის ნიადაგზე გაჩენილ დეპრესიასთან გამკლავებაში.
ყველა საზომით, კანაფი გახლავთ საკმაოდ მოსახერხებელი „ყავარჯენი“ ადამიანებისათვის, რომელთაც აქვთ დეპრესია, სტრესი, ნევროზულობა, მარტოობა ან ფსიქოზი, რომელიც ეხმარებათ მათ გადალახონ თავიანთი დაავადებების სიმპტომები და განაგრძონ ფუნქციონირება სოციალურ სფეროში. თუმცა აღნიშნული დაავადებების მიზანმიმართული მკურნალობაა საჭირო და არა მათი რეგულარული ჩახშობა, რომელიც შესაძლებელია კანაფის გამოყენებით ყოველგვარი მეთოდებისა და სამკურნალო საშუალებების გარეშე. შესაძლებელია ითქვას, რომ კანაფი წარმოადგენს საიმედო და ხელმისაწვდომ საშუალებას ადამიანებისათვის, რომლებიც განიცდიან ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და არ გააჩნიათ მხარდაჭერის სხვა საშუალებები. თუმცა, მისი სანდოობის მიუხედავად, მსგავს საყრდენზე დაყრდნობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გახლავთ არაჯანსაღი და სამწუხარო პერსპექტივა.
კანაფის გამოყენების პლიუსები საკუთარი თავის მართვისა და სრულყოფისათვის
განმარტოებით კანაფს იყენებენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფსიქოლოგიური დაავადებები ან სტრესი. პირადი გამოცდილებით, შემიძლია გითხრათ, რომ კანაფი წარმოადგენს მშვენიერ საშუალებას არა მხოლოდ მეგობრული კონტაქტების დამყარებისათვის ადამიანებს შორის, არამედ საოცრად უნივერსალურ და მრავალ ფუნქციურ ინსტრუმენტს საკუთარი თავის შეცნობის, „პერსონალური მედიტაციის“ და შემოქმედებითი მუშაობის დროს, რაც ჩემი აზრით ხსნის, თუ რატომ უყვართ ხშირად ადამიანებს კანაბინოიდების მიღება საკუთარ თავთან განმარტოების დროს.
მსოფლიოს მილიონობით მომხმარებლების გარდა, კანაფის ამ თავისებურებაზე საუბრობდნენ აკადემიკოსები და კულტურული მოღვაწეები, ფილოსოფოსები და ცნობილი ადამიანები. „განჯის მოწევა ადამიანის წინაშე მის სულს ხსნის“ — ამბობდა ბობ მარლი. „პიროვნების მთელი სულიერი სამყარო უცებ იხსნება და ხელის გულზე ჩანს“. კანაფის მრავალი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ მას შეუძლია ადამიანის ცნობიერებიდან გაიტაცოს არასასიამოვნო აზრები სამყაროზე, ან მათ პიროვნებასა და ქცევაზე, თუმცა მწეველთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ამასთან ერთად კანაფი აძლევს ადამიანს საშუალებას, განიხილოს ყოფის ყველა ასპექტი და მივიდეს კონსტრუქტიულ რეალიზაციებამდე, რომლებიც იძლევა არა მხოლოდ განწყობის გაუმჯობესების, არამედ ცხოვრების კარდინალურად შეცვლის საშუალების უფრო ნათელ და პროდუქტიულ მხარეს.
ასეთი „მედიტატიური“ და არა რეკრეაციული მოხმარების სასარგებლოდ, ჯერ კიდევ 70-იანებში ცნობილი ასტრონომი, ავტორი-ფანტასტი და მეცნიერების პოპულარიზატორი, კარლ საგანი ამტკიცებდა, რომ კანაფი წარმოადგენს არა იმდენად განტვირთვისა და მხიარულების საშუალებას, რამდენადაც კაცობრიობისათვის ბუნების მიერ ბოძებულ ინსტრუმენტს პიროვნული ზრდისა და თავის მართვისათვის. 1971 წელს, მისტერ საგანმა, „მისტერ იქსის“ ფსევდონიმით დაწერა ესსე, რომელიც განიხილავდა კანაფის მოცემულ თვისებებს და მათი გამოყენების საშუალებას არა მხოლოდ ცალკეული ერთეულების, არამედ საზოგადოების მიერ. ღრმა ინტროსპექტიულ ტექსტში, სხვა მსგავს ნაშრომებთან ერთად წიგნში „Marijuana Reconsidered“, ლასტერ გრინსპუნის ავტორობით, საგანს მოჰყავს არგუმენტი „საზოგადოებისათვის კანაფის სოციალური და ფილოსოფიური ფუნქციის“ მხარდასაჭერად.
„ზოგჯერ მე მეუფლება ჩვენი სამყაროს აფსურდულობის აღქმის არაჩვეულებრივი მდგომარეობა და მე ვხვდები, რომ ვხედავ გარშემომყოფი ადამიანების ორპირობას და ქცევის ორმაგ სტანდარტებს. ზოგჯერ კი, მსგავსი მდგომარეობა, იქცევს ჩემს ყურადღებას ჩემს საკუთარ თავზე, ვიაზრებ, თავად როგორ მივყვები ქცევის მოგონილი მოდელებს, რომლებიც ხშირად ადამიანებს აიძულებენ არ შეიმჩნიოს ნამდვილი მოვლენები.
ეს არაჩვეულებრივი მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ აღმოჩენების საოცარ შეგრძნებას, თითქოს შენ უეცრად გამოფხიზლდი და დაინახე ადამიანური სამყაროს სიგიჟე. კანაფი დამეხმარა გადამელახა საკმაოდ ცუდი გრძნობა, გამეაზრებინა, თუ როგორი სისულელეა სიტყვა „სიგიჟის“ გამოყენება სამყაროს რეალიებთან მიმართებაში, რომლებიც ზოგჯერ გვაშინებენ, და გვაიძულებენ თავი პატარებად და უძლურებად ვიგრძნოთ.
პრესის წრეებში დადის მითი, რომლის თანახმადაც „გამოღვიძების“ შეგრძნება, რომელსაც კანაფის მოხმარება იწვევს, არის მხოლოდ ილუზია, რომელიც ნივთიერებების მეტაბოლიზმის დასრულებისთანავე ქრება. მე, პირადი გამოცდილებით, შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი მტკიცებულება მონაგონია: სიახლეები, რომლებსაც მარიხუანის მოწევის შემდეგ აღმოაჩენ, ადამიანის ცნობიერებაში სამუდამოდ რჩება. სინამდვილეში, მე ვიტყოდი, რომ პრობლემა იმალება სხვა დეტალში, სწორედ იმაში, რომ ყველა ადამიანი არ არის მზად მიჰყვეს საკუთარ ინტუიციას“.
კი ბატონოასეა. ჩვენთან ყველას სჭირდება )))) დროა ქვეყნის ხელისუფლებამ იზრუნოს და ლეგალური გახადოს.და ხალხის შეგნებაშიც შევიდეს .
მადლობა ასეთი ინფორმაციულობისთვის, ჩვენ კივიცით და ყველამ რო იცოდეს კარგი იქნებოდა
კარგი სტატიაა ძალიან. ეხლახანს გავიგე ამ ბლოგის შესახებ ხშირად გეწვევით ხოლმე. ფორუმსაც თუ დაამატებთ კარგი იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმში ბევრ საკითხს განვიხილავდით