საუკეთესო სასუქები კანაფის ვეგეტაციის ფაზაში

საუკეთესო სასუქები კანაფის ვეგეტაციის ფაზაში

კანაფის კულტივაციაში არაფერი შეუძლებელი არ არის. პრინციპები მსგავსია უმეტესად  ტიპიური მცენარეებისთვის. თესლს გრუნტში ვრგავთ, ვრწყავთ, ვუვლით, მივდივართ საბოლოოდ მოსავლის აღებამდე. მცენარის მეტად დინამიური განვითარების ეტაპს უწოდებენ ვეგეტაციას. ამ დროს მცენარეები მეტად ფაქიზები და სუსტები არიან, მებაღისგან ითხოვენ მეტ ყურადღებას, მოვლას. ჩვენ  პერსპექტივას ვდებთ სწორედ ამ ფაზაში, ამიტომ დროული კვება აუცილებელია.

დინამიკის შესახებ

დინამიკის შესახებ

ყვავილობასთან შედარებითაც კი, ამ დროს მცენარის სწრაფვა ზრდისკენ მეტად პრინციპულია. გამოცდილი გროვერები ხარისხიან განვითარებას აღწევენ სინათლის ციკლის 18/6 ხარჯზე, სადაც პირველ რიცხვი  აღნიშნავს სინათლის მიწოდების საათების რაოდენობას, ხოლო მეორე- <<ღამეს>>(სიბნელე). დადებით ზრდას უზრუნველყოფს ერთდროულად რამოდენიმე ფაქტორი:

  • ფოთლოვანი მასის ფორმირება
  • გვერდითი ტოტების ფორმირება
  • მცენარის ნაყოფიერების გაზრდა

ზემოთ აღნიშნულის შეჯამებიდან გამომდინარეობს ასეთი ლოგიკური ჯაჭვი:რაც უფრო მსხვილი აღმოჩნდება ბუჩქი, მით მეტად განივითარებს ფოთლებს და მცენარე იკავებს მეტ ფართს. ფოთლების მეტი ნაწილი იღებს მაქსიმალურ სინათლეს, კულტურის განვითარების ტემპი იზრდება. საწყის სტადიაზე ეს დინამიკა შესაძლოა არც ისე შთამბეჭდავად მოგეჩვენოთ, მაგრამ რაც უფრო მეტი მოცულობა აქვს ფოთლების მასას, მით მეტად სწრაფდება პროცესი. მებაღეს რჩება მხოლოდ უზრუნველყოს საკმარისი საკვებით, განათებით და მორწყვით.

სასუქები კანაფისთვის

მთავარი საიდუმლო წარმატებული და მაქსიმალურად მალე ასაღები მოსავალი —  არის საჭირო რაოდენობის კალიუმი და აზოტი. ამ მიკროელემენტების უკმარისობა ვლინდება საკმაოდ სწრაფად მცენარის ფოთლების ფერზე, ისინი ყვითლდებიან.  საერთო ჯამში, მნიშვნელოვან  ზარალს ხარვესტს ეს არ მოუტანს, მოგრამ ნორმალური კვებისადმი  თვალყურის დევნება სასურველია. ინდორში კულტივაციითვის  აღნიშნული ელემენტებით გაჯერებული გრუნტის გამოყენება  გროვინგის პირველ თვეს  სავსებით საკმარისი იქნება .ფაქტიურად, სინათლის ციკლზე გადასვლამდე თხევადი სასუქის დამატება არ სჭირდება.

ნიადაგზე ეკონომია -არ შეიძლება!

თანხის ეკონომია გრუნტის ხარისხზე — ძალიან უსარგებლო არჩევანია. ძალიან მალე თქვენ დაგჭირდებათ საკვები ნივთიერებების სრული კომპლექსის დამატება, თუ თქვენს გეგმაში შედის კარგი მოსვალის აღება.  არსებობს რამოდენიმე უარყოფითი მომენტი გროვინგისთვის იაფი მიწის არჩევისას:

  • მალე დასჭირდება სასუქის დამატება;
  • დამატებითი ხარჯები საკვები ელემენტების საყიდლად;
  • სასუქის გადამეტების საფრთხე;

გამოცდილება საკუთარ მაგალითზე

გამოცდილება საკუთარ მაგალითზე

მებაღე, რომელიც არ უშვებს შეცდომას  — ეს გამოგონილი მითია. ყველას მოსდის შეცდომა. ამაში საგანგაშო არაფერია. გაზრდის პროცესში განხორციელებული თქვენივე მოქმედება შეცდომის გამოსასწორებლად, ეს არის  თქვენი უნარი, რომელიც საშუალებას მოგცემთ თანდათან შეიძინოთ გამოცდილება, რომ მომავალში დაზღვეული იყოთ იგივე შეცდომების დაშვებისგან.

რაც შეეხება დოზირებას და დროულად სასუქის დამატებას, გროვერმა აუცილებლად საგულდაგულოდ  უნდა იმოქმედოს ინსტრუქციის გათვალისწინებით,მილიგრამობით შპრიცების გამოყენებით. საკვები ნივთიერებების იდეალური  რაოდენობა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე არასაკმარისი, ან გადაჭარბებული, რადგან ორივეს შეუძლია მიგიყვანოთ ნეგატიურ შედეგებთან. რაც უფრო მსხვილია მცენარე, მით მეტი დოზირებაა საჭირო. უბრალოდ იმოქმედეთ ინტუიციით და მწარმოებლის რეკომენდაციით.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*