როგორ გავლენას ახდენს კანაფის მოხმარება სისხლის წნევაზე

როგორ გავლენას ახდენს კანაფის მოხმარება სისხლის წნევაზე

სამედიცინო კანაფის მოხმარების ფართოდ გავრცელებასთან ერთად, ბევრი დაინტერესდა: თუ რა გავლენას ახდენს სამედიცინო კანაფის მოხმარება სისხლის წნევაზე?  შეუძლიათ თუ არა კანაფის მოხმარება ადამიანებს ჰიპერტენზიით( რაც ნიშნავს მაღალ წნევას სისხლძარღვებში)? მართლა სწევს თუ არა კანაფის მოხმარება წნევას დაბლა? როგორც გვიჩვენებს, ამ მომენტისათვის გამოქვეყნებული, სხვადასხვა კვლევის მონაცემები, მიღებული შედეგები მთლად თვალნათელი არ არის.

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი მესამე სრულწლოვანი იტანჯება მაღალი წნევით, რასაც მივყავართ გულის პრობლემებამდე, მათ შორის გულის შეტევამდე, ან სულაც გაჩერებამდე. უამრავი ფაქტორი დაწყებული ცუდი დიეტიდან ან სტრესიდან, დამთავრებული ფიზიკური არააქტიურობით, ასევე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებით იწვევენ სხადასხვა სახის დაავადებებს, განსაკუთრებით მოხუც ასაკში.

ამ მომენტისათვის მეცნიერების მიერ უფრო მეტად შესწავლილია კანაფის მოხმარების მოკლევადიანი ეფექტები, სისხლძარღვებში წნევის დონისადმი.ხოლო კვლევები რომლებიც მიძღვნილია გრძელვადიანი შედეგების ანალიზზე, კერძოდ მათთვის ვინც რეგულარულად მოიხმარს კანაფს გვხდება ნაკლებად, ძირითადად ატარებენ ცხოველებზე და დასკვნებშიც განსხვავდებიან.

გარდა ამისა აღსანიშნავია რომ, მსგავს შრომებში ძირითადად ატარებენ ექსპერიმენტებს იზოლირებულ ტგკ-სა და კბდ-ს სინტეთიკურ ვერსიებზე და არა ნატურალურ მცენარეებზე, რომლებიც შეიცავენ უამრავ ტერპენებს და და მიკრო კანაბინოიდებს, რომლებიც ქმნიან სინერგიულ ეფექტს ტგკ-ს და კბდ-ს ნარევთან ერთად. და ბოლოს იზოლირებული კანაბინოიდი ხშირად შეჰყავთ ორგანიზმში ინექციით ან კვამლის სახით და არა საკვებისა და სასმელის მეშვეობით, რომლებიც ითვლება საშიშ მეთოდად.

კანაბინოიდების მოხმარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტები

კანაფის მოხმარება ზრდის თუ ამცირებს წნევის დონეს? როგორ გვიჩვენებს ერთი კვლევა, ერთჯერადი მოხმარება ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით თუ პიროვნებისათვის უცნობია მარიხუანა, აღენიშნება წნევის მოკლე ნახტომი(რომელიც დამოკიდებულია კანაბინოიდების კონცენტრაციაზე და მოხმარების წესზე), რის შემდეგაც მოკლე პერიოდში 10-15 წუთის  განმავლობაში წნევა უბრუნდება პირვანდელ დონეს.

.კანაფის რეგულარულად მოხმარების  შემთხვევაში, მომხმარებლის ორგანიზმში თითქმის მაშინვე ჩნდება ჰიპოტენზიის უფრო ხანგრძლივი ეფექტი. დაბოლოს, იმ ადამიანების გამოხმაურებები, რომლებიც დაკავებულნი არიან თვითმკურნალობით, აგრეთვე ზოგიერთი კერძო კვლევები ამტკიცებენ, რომ კანაფის მცირე დოზების რეგულარული გამოყენება ასტაბილურებს სისხლის წნევას, მიჰყავს სასურველ დონემდე,  როგორც სტრესის შემთხვევაში, ასევე გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

სასაცილოა მაგრამ ზოგიერთი შრომები ამტკიცებენ, კანაფის მოხმარების ეფექტზე სისხლძარღვებში წნევაზე, შეიძლება ითამაშოს სრულიად მოულოდნელმა ფაქტორმა, კერძოს ადამიანის პოზამ კანაფის მოხმარებისას. როგორ აღნიშნული ნაშრომი ამტკიცებს, კანაფის მოხმარებისას მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობაში, ორგანიზმში წნევა მატულობს რამდენიმე წუთით.ხოლო თუ მომხმარებელი დგას ან მოხმარებიდან ორიოდე  წუთში წამოდგება, მაშინ მისი წნევა დაბლა დაიწევს 10 წუთით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოხმარების შემდეგ მკვეთრად წამოხტებით ან წამოდგომის მომენტში ეწევით, წნევა შეიძლება იმდენად დაბლა დაეცეს, რომ თავბრუ დაგახვიოთ. რა თქმა უნდა ეს მტკიცება ანეკდოტურ ინფორმაციადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

კანაფის გამოყენება და დაცვა გულის სისხლძარღვთა დაავადებებისგან

კანაფის გამოყენება და დაცვა გულის სისხლძარღვთა დაავადებებისგან

როგორც გრძელვადიანი კვლევები ამტკიცებენ, რომლებიც ჩატარებული იქნა სანფრანცისკოში, კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეცნიერების მიერ, რომლის მიმდინარეობისასაც და  რომლებიც გრძელდებოდა 15 წლის განმავლობაში, ისინი აკვირდებოდნენ 3617 კაცს. როგორც მარიხუანის მომხმარებელ, ასევე არამწეველ ადამიანებს შორის დიდი განსხვავება არაა დაავადების რისკების მიმართ,  როგორც გულზე ასევე სისხლძარღვების სისტემაზე.მხოლოდ 2000-იანი წლების ერთი ნაშრომი გვამცნობს გულის შეტევის ერთ შემთხვევაზე, ისეთ ადამიანზე რომელიც რეგულარულად ეწეოდა კანაფს, 2006 წლის მეორე ნაშრომი — უარყოფა, გვამცნობს რომ, აღნიშნულ ინციდენტთან კანაფის მოწევა არაფერ შუაშია.

ასევე ინტერნეტ სივრცეში მოიძებნება უამრავი მოხსენებები ექიმებისა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ კანაფი დაკავშირებული იყო  ინციდენტებთან გულის შეტევისა ან მისი უცბად გაჩერებისა, მსგავს შემთხვევებში, ყველა დაზარალებული იყო მოხუცებულობის ან საშუალო ასაკის, რომლებიც ასევე იყენებდნენ რეგულარულად როგორც ალკოჰოლს, ასევე თამბაქოს, და ზოგიერთ მათგანს  ჰქონდა გულის სისხლძარღვთა სისტემა დაავადებული.

დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი წინააღმდეგია კანაფის მოხმარებისა, განსკუთრებით  საშუალო და მოხუცი ასაკის ადამიანების მიერ, აცნობებს რა მათ, რომ მათში დაავადებების წარმოშობის რისკები 5-ჯერ უფრო მაღალია, ოღონდ ეს რისკი ჩნდება მოწევიდან 2 საათის შემდეგ, სხვანაირად რომ ვთქვათ მოხუც ადამიანებს, რომელთაც აქვთ სუსტი გული, საერთოდ არ უნდა მოწიონ დიდი დოზით  კანაფი, რათა ორგანიზმი დაიზღვიონ სტრესული მდგომარეობისაგან.

კანაფის გამოყენება ჰიპერტენზიის თერაპიის დროს

კანაფის გამოყენება ჰიპერტენზიის თერაპიის დროს

საკმაოდ დიდი ხნის წინ, მედიკოსებმა განსაზღვრეს, რომ კანაბინოიდები ურთიერთქმედებენ სპეციალურ რეცეპტორებთან, რომლებიც მოდულირებენ ორგანიზმის ყველა ბიოლოგიური სისტემის მუშაობას, გულისა და გულსისხლძარღვების ჩათვლით. კერძოდ, სამუშაოების დიდი ნაწილი, რომლებიც ჩატარებული იყო ამ მიმართულებით, ცხადყოფს, რომ ანანდამიდი, რომელიც ტგკ-ს ანდოგენურ ანალოგს წარმოადგენს, ადუნებს სისხლძარღვების კედლებს, რითიც აქვეითებს წნევას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ფიტოკანაბინოიდების ეს თვისება დამტკიცებულია აშშ-ს ალკოჰოლური დამოკიდებულების თერაპიის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რომლის თანახმადაც, კანაფის მცენარეული ნაერთები ეფექტურად და სწრაფად აქვეითებს სისხლძარღვების კედლების სტრესს, რითიც ამცირებს წნევას მაღალი ჰიპერტენზიის დროსაც კი.

მიუხედავად მრავალი ინფორმაციისა, რომელიც კანაფის ეფექტურობას ადასტურებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების თერაპიის დროს, ამ მომენტისათვის, არცერთი ქვეყანა არ აღიარებს კანაფის წამლების გამოყენებას ოფიციალურ ალტერნატივად მსგავსი დაავადებების მკურნალობაში. წამალზე ოფიციალური მედიცინის მიერ უარის მიზეზი მარტივია: მიუხედავად მრავალი კვლევების შედეგებისა, ექიმები ერიდებიან კანაფის გამოყენებას გულის დაავადებების თერაპიაში „პოტენციური რისკების გამო პაციენტებში“.

ნებისმიერ შემთხვევაში, არ შეიძლება გამოირიცხოს სიტუაციის შესაძლო ცვლილება გულსისხლძარღვთა  დაავადებების სამკურნალოდ კანაფის გამოყენებაში. სავსებით საკმარისია წარმატებულად ჩატარდეს ერთი კლინიკური ცდა მაინც, რომელიც დაადასტურებს მცენარის თვისებებს, რომ მსოფლიო საზოგადოებამ გადახედოს თავის ოფიციალურ პოზიციას კანაფის გამოყენების მიმართებაში.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*