ამჟამად, კანაფის ფემინიზირებული თესლის მიღება შესაძლებელია ორი გზით.
ფემინიზირებული თესლის მისაღებად პირველი გზაა შუქის გამოყენება. მეორე არის ჰიბერელური მჟავის გამოყენება. ორივე მეთოდი მოქმედებს მდედრობითი სქესის კანაფის მცენარეებზე ერთნაირად, აიძულებს მათ აწარმოონ მამრობითი ყვავილები, რათა გაანაყოფიერონ საკუთარი თავი. ორივე მეთოდი ეფექტურია და აქტიურად იყენებენ მსოფლიო მწარმოებლები.
შენიშვნა! თქვენ ყოველთვის უნდა დაიწყოთ არაფემინიზირებული მცენარეებით, რათა დარწმუნდეთ, რომ ამ მცენარეში არ არსებობს მამრობითი ქრომოსომა.
სინათლით მოწამვლის მეთოდი
ყვავილობის საწყის ეტაპზე, სამი კვირის განმავლობაში, თქვენ უნდა ჩართოთ შუქი 1 საათის განმავლობაში შუაღამეს. ანუ 12 საათი შუქი, შემდეგ 5,5 საათის განმავლობაში მცენარე სინათლის გარეშეა, შემდეგ ჩართეთ შუქი 1 საათის განმავლობაში, შემდეგ კვლავ გამორთეთ ის 5.5 საათის განმავლობაში. დაიცავით ეს რეჟიმი პირველი 3 კვირის განმავლობაში. შემდეგ, ყვავილობის დასრულებამდე, გამოიყენეთ დღის და ღამის 12 საათიანი რეჟიმი.
ასეთი სინათლის რეჟიმის გამო, მცენარე გახდება ჰერმოფროდიტი, რომელსაც შეეძლება არა მხოლოდ თვითდამტვერვა, არამედ მიმდებარე ყველა მდედრი მცენარის დამტვერვაც. აუცილებელია მდედრი მცენარეების კლონების დამტვერვა, რომელთაც ნამდვილად არ აქვთ მამრობითი ქრომოსომა. ასეთი მცენარეებისგან მიიღება 100% ფემინიზირებული თესლი.
ჰიბერელის მჟავით დამუშავება
ეს მეთოდი მოიცავს მოცემული მჟავის მდედრ მცენარეებზე დასხურებას ორი კვირით ადრე სანამ მას ყვავილობის რეჟიმზე გადაიყვანთ. ორი კვირის შემდეგ კი ისევ გაიმეორეთ პროცედურა. რის შემდეგაც მცენარეს სჭირდება სინათლის რეჟიმის შეცვლა 12/12-ზე. როგორც პირველ შემთხვევაში, მცენარე გახდება ჰერმაფროდიტი, რომელსაც შეეძლება საკუთარი თავის და ყველა მდედრობითი მცენარის დამტვერვა. მამრობითი კანაფის ჯიშისაგან განსხვავებით, ჰერმაფროდიტი ვერ ახერხებს ბევრი მტვრის გამოყოფას. შესაბამისად, თესლი გაცილებით ნაკლები რაოდენობის იქნება. მაგრამ მოცემული თესლები გარანტირებულად იქნება მდედრობითი სქესის.
ნუ მოწევთ კონუსებს რომელიც დამუშავებულია ჰიბერელური მჟავით!
ის შეიცავს ვერცხლის ნაწილაკებს, რომლებიც მოწევის დროს ხვდება თქვენს ფილტვებში.
დასკვნა
ამრიგად, ჩვენ ვიცით, რომ ფემინიზირებული თესლიდან შეგიძლიათ მიიღოთ ჰერმოფროდიტები. ეს მუტაცია ევოლუციის ნაყოფია, რაც ხელს უწყობს ამ სახეობის სიცოცხლის გაგრძელებას. მცენარის არსებობის პირობებში ცვლილებები ყოველთვის იწვევს ამ შედეგს. ეს შეიძლება იყოს არამარტო განათებასთან დაკავშრიებული პრობლემები, არამედ კვების, ჟანგბადის, წყლის ან სასუქების ნაკლებობაასთანაც. ამ ყველაფერმა შეიძლება გავლენა იქონიოს მცენარის სქესზე. ამის თავიდან ასაცილებლად, უბრალოდ გააკეთეთ ყველაფერი, როგორც საჭიროა, ისე რომ მცენარეს არაფერი აკლდეს. გისურვებთ ბედნიერებას!