მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარიხუანა აძლიერებს ქალის ორგაზმს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარიხუანა აძლიერებს ქალის ორგაზმს

სენტ-ლუისის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა გამოიკვლიეს, რომ მარიხუანის მოხმარება ქალის ორგაზმს ბევრად აძლიერებს.

მოცემული კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალ „Sexual Medicines“-ში.

კვლევაში მონაწილეობა 373-მა რესპოდენტმა მიიღო. მათგან 47%-მა განაცხადა რომ მოიხმარდა მარიხუანას კვირაში ერთხელ. ჯგუფიდან 34% ეწეოდა მარიხუანას უშუალოდ სექსის წინ.

მათ შორის, ვინც იყენებდა მარიხუანას სექსის წინ, 68,5% (87გამოკითხული) აღნიშნავდა, რომ სექსუალური გამოცდილება ბევრად სასიამოვნო იყო,  60,6% (77 გამოკითხული) აღნიშნავს სქესობრივ სწრაფვას, ხოლო 52,8% (67) აცხადებს დამაკმაყოფილებელი ორგაზმების ზრდის შესახებ.

იკვეთება, რომ სწორედ მარიხუანას მივყავართ სექსუალური ფუნქციის ამ პოზიტიურ ცვლილებებთან,. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ყოველივე მხოლოდ სტრესის და შფოთვის შემცირების საშუალებით მუშაობს.

„ამან შეიძლება შეამციროს დროის აღქმა და განაგრძოს სასიამოვნო შეგრძნებები. ამან შეიძლება შეამციროს სექსუალური აკრძალვები და აამაღლოს თავდაჯერებულობა და მზაობა ექსპერიმენტებისადმი. ასევე ცნობილია, რომ მარიხუანა აძლიერებს ისეთ შეგრძნებებს, როგორიცაა შეხება, აღქმა, მხედველობა, გემო და სმენა“ — დაამატეს მკვლევარებმა.

მოისაზრება, რომ მარიხუანა მოქმედებს სხვადასხვა მექანიზმებზე. დადასტურებულია, რომ ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ჰონადური ღერძი, რომელიც აკონტროლებს სასქესო ჰორმონებს, ზემოქმედებს ერთმანეთთან. ჰიპოტოლამუსში არსებობენ კანაბინოიდური რეცეპტორები, რომლებიც თავის მხრივ არეგულირებენ  ჰონადროპინ-რილიზინგ ჰორმონებს, რომლებიც თამაშობენ დიდ როლს ნორმალური სქესობრივი ფუნქციონირებისას.

ადრე სწავლულებმა დაადგინეს, რომ მარიხუანას გამოყენება მოქმედებს გენების ექსპრესიაზე და იწვევს დნმ-ს რეგულატიურ და სტრუქტურულ ცვლას.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*