როგორ მოვამზადოთ კანაფის საღეჭი კანფეტი

როგორ მოვამზადოთ კანაფის საღეჭი კანფეტი

შინაარსი

მათთვის, ვინც უკვე იცის როგორ მოვამზადოთ ჰაშიშის ზეთი და კანაფის ნაყენი, არ იქნება რთული შექმნას რამე უფრო მხიარული და საინტერესო. ყველა პროდუქტს შორის, რომლებიც ხელმისაწვდომია კანაბისის ექსპერიმენტებს შორის, სხვა და სხვა მიზეზების გამო ფავორიტი გახლავთ GummyCandy-ს ანალოგიური  საღეჭი კანფეტები.

მახასიათებლები და თავისებურებანი

დავიწყოთ იმით, რომ კანაბისის საღეჭი კანფეტები პატარა ზომისაა, ადვილია მათი ჭამა და ყოველთვის შეგიძლიათ მისცეთ მათ სასურველი გემო. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ მათ სასურველი სიძლიერის ეფექტი.

შეგიძლიათ მოათავსოთ ოთახის ტემპერატურაზე და ის არ დადნება. ასეთი მოდიფიკაცია ამარტივებს მის შეფუთვას და მიწოდებას.

არ დაგავიწყდეთ რომ მათ შეუძლიათ გამხიარულება. საქმე არა მხოლოდ კანაბინოიდებშია. წარმოიდგინეთ, რომ ეს უნიკალური «GanjaBears» საკონდიტრო ქმნილება, ნუთუ ეს არ გაგაღიმებთ?

რაში მდგომარეობს მომზადების უპირატესობა

რაში მდგომარეობს მომზადების უპირატესობა

საღეჭი კანფეტი აღემატება თავის თვისებებით ჩვეულებრივ, მაღალი კანაბინოიდების შემცველ კექსს ბრაუნს. თქვენ დიდი ძალისხმევის გარეშე, მარტივად შეძლებთ შეიტანოთ სასურველი ცვლილებები საღეჭ კანფეტში (დაწვრილებით წაიკითხეთ სტატიის ბოლოს). გარდა ამისა, თქვენს ნაცნობებს შორის თქვენ განსაკუთრებით ორიგინალური იქნებით. „დათუნიები“ გარანტირებულად იქნება მოთხოვნადი. მზად იყავით იმისთვის, რომ თუ დაიწყებთ მათ მომზადებას, მათზე სულ უფრო და უფრო დიდი მოთხოვნა იქნება.

ტკბილეული არ დნება ხელებში!

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კანონით კანაბისის საღეჭი კანფეტების შეძენა შესაძლებელია ამერიკის მხოლოდ რამოდენიმე შტატში. მეტიც, კანაბინოიდების განსაკუთრებით დიდი შემცველობა აკრძალულია. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ტკბილეულის მომზადება რისკის და შიშის ამბავია.

რით დავიწყოთ

ეს ჯადოსნური აპარატი მზად არის აიღოს მომზადების სირთულეების დიდი ნაწილი თავის თავზე.

მნიშვნელოვანია! არ შეინახოთ დათუნიები ბავშვისთვის მისაწვდომ ადგილზე. ისინი ჩვეულებრივ კანფეტს ჰგავს და შეიძლება ბავშვმა მიირთვას! რაც არასასურველ შედეგებს გამოიღებს.

რით დავიწყოთ

კანაფის საღეჭი კანფეტი მზადდება ჰაშიშის ზეთის გამოყენებით. ეს აძლევს კონდიტერს საშუალებას მიიღოს მაღალი ეფექტის პროდუქტი, მსუბუქად გამოხატული მარიხუანას გემოთი, რომელიც პრაქტიკულად ყველა მსგავს საკვებ პროდუქტს თან ახლავს (რძე და ფაფა). როდესაც საუბარია საწყის ექსტრაქტზე, არსებობს ორი ვარიანტი:

დავიწყოთ ნაყენით (კარგი მეთოდი)

საჭიროა ნაყენი, რომლის მომზადებაც უფრო მარტივია ვიდრე ჰაშიშის ზეთის. თუმცა ამ მეთოდის გამოყენებით მომზადებული კანფეტები იქნება უფრო არომატული. გარდა ამისა, თქვენ მაინც უნდა მოამზადოთ ნაყენისგან ზეთი. ზევით ხსენებული აგრეგატის საშუალებით, საკმაოდ მარტივია მოცემული სითხის მომზადება.

პირდაპირ დავიწყოთ ჰაშიშის ზეთით (უკეთესი მეთოდი)

კარგად მომზადებულ ზეთში ძალიან ცოტა „ბალახია“, ამიტომ გემო ბევრად სასიამოვნოა. თუ თქვენ გაქვთ ხარისხიანი მარიხუანა, მასთან ერთად ნებისყოფა და დრო, გირჩევთ მოამზადოთ კანფეტი კანაფის სუფთა ზეთით. გამოიყენეთ თქვენთვის ხელსაყრელი რეცეპტი.

ინსტრუმენტებისა და სასურველი ინგრედიენტების სია

წარმოგიდგენთ წარმოებისთვის საჭირო ინგრედიენტების და ინსტრუმენტების სიას.გაითვალისწინეთ, რომ ჩამონათვალი გათვლილია უმნიშვნელო რაოდენობის პროდუქტის წარმოებაზე. ასე სპეციალურად გავთვალეთ, რადგან მომავალი ცდისთვის, თავად შეგერჩიათ სასურველი დოზები და სხვა პარამეტრები. ამ დოზებით თქვენ თავიდან აიცილებთ დიდ დანაკარგს შეცდომების დაშვების შემთხვევაში. გამოცდილების შემდეგ შეძლებთ გაამრავლოთ პროპორციები, თქვენთვის სასურველი რაოდენობის პროდუქტის მისაღებად.

კომპლექტაცია:

  • 85 გრამი არომატიზირებული ჟელატინი (შეარჩიეთ სასურველი გემო).
  • 10 გრამი არაარომატიზირებული ჟელატინი.
  • მეოთხედი ჭიქა ხილის წვენი (ნებისმიერი გარდა ციტრუსისა)
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი.
  • ნახევარი ჩაის კოვზი არომატიზატორი.
  • ნებისმიერი საკონდიტრო სილიკონის ფორმა.
  • ერთი დიდი ჯამი.
  • ერთი პატარა ჯამი (სითხეების შესარევად).
  • დიდი ტაფა, რომელიც არ იწვამს.

ცალკე გავაკეთებთ აქცენტს ძირითად ინგრედიენტზე — თქვენთვის ხელმისაწვდომი კანაფის ნებისმიერი ექსტრაქტი:

  • კანაფის ნაყენი: მეოთხედიდან ნახევარ ჭიქამდე, მომზადებული ნებისმიერი მეთოდით.
  • ჰაშიშის ზეთი (რეკომენდირებულია): რაოდენობა დამოკიდებულია ზეთის კონცენტრაციასა და ეფექტურობაზე. რეკომენდირებულია 7 წვეთით დაწყება. ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ მსუბუქი კონცენტრაციის შემთხვევაში — დამატებით კანფეტის შეჭმაა. თუ 7 წვეთი ძალიან ბევრია, გამოიყენეთ ნაკლები შემდეგ პარტიაში. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაამატოთ ზეთი ძლიერი ეფექტისთვის. მოცემული პროპორციებისთვის 15 წვეთი ითვლება მაქსიმალურ დოზად.

ფოტოზე გამოსახულია კანფეტების მომზადებისთვის საჭირო ნივთების უმრავლესობა.

ნაბიჯ-ნაბიჯ: როგორ მოვამზადოთ კანაბისის საღეჭი კანფეტები

როგორ მოვამზადოთ კანაბისის საღეჭი კანფეტები

ვიმოქმედოთ თანმიმდევრობით და დავიწყოთ მარტივი საბაზისო მოქმედებებით.

  • მოათავსეთ არომატიზირებული ჟელე დიდ ჯამში.
  • იქვე დაამატეთ ჩვეულებრივი ჟელატინი და კარგად მოურიეთ.
  • კარგად შეურიეთ ხილის წვენი და თაფლი პატარა ჯამში.
  • თაფლის და წვენის ნარევი გადაიტანეთ ჟელატინიან ჯამში და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცოტა ხანი დააყოვნეთ, მას მოგვიანებით მივუბრუნდებით.

თუ თქვენ იწყებთ ნაყენით:

  • მოათავსეთ ტაფა ქურაზე. დაასხით ნაყენი და ადუღეთ სითხე მანამ, სანამ ნაყენი არ მიიღებს წებოს კონსისტენციას. ამ ეტაპზე, ნაყენიდან ორთქლდება სპირტის უმეტესი ნაწილი და რჩება მხოლოდ ჰაშიშის ზეთი.
  • დაამატეთ მიღებულ სქელ მასას არომატიზატორი და განაგრძეთ ხარშვა წებოვანი მასის მიღებამდე.

თუ თქვენ იწყებთ ჰაშიშის ზეთით:

  • მოათავსეთტაფა ქურაზე. დაასხით ზეთი და ჩაასხით არომატიზატორი.
  • 3 უნცია არომატიზირებული ჟელე (ნებისმიერი გემოსი).
  • მეოთხედი ჭიქა ხილის წვენი (მოერიდეთ ციტრუსებს).
  • ჩვეულებრივი ჟელატინი.
  • ერთი სუფრის კოვზი თაფლი.
  • ნახევარი ჩაის კოვზი არომატიზატორი.

დასკვნითი ეტაპი

  • დავუბრუნდეთ დიდ ჯამში მოთავსებულ ჟელეს მასას. დაასხით იგი ტაფაზე, სადაც უკვე მზად გვაქვს არომატიზატორი და ზეთი. კარგად მოურიეთ.
  • გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ ჟელატინი სრულად არ დადნება. როგორც წესი, საჭიროა 7-10 წუთი. ჟელატინის გრანულები სრულად უნდა დადნეს.
  • როგორც კი ნარევი გახდება ერთგვაროვანი, გადაასხით საზომ ჭიქაში.
  • ჩაასხით მიღებული მასა ფორმაში და დაახლოებით ერთი საათით მოათავსეთმაცივარში.
  • გაციების შემდეგ დათუნიები ადვილად შორდება ფორმას.
  • პროდუქტი მზადაა! თუ თქვენ სწორად შეასრულეთ ყველა ნაბიჯი, ესე იგი მზად გაქვთ ძლიერ მოქმედი საღეჭი კანფეტები.

ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორია დოზაა საჭირო? რამდენი კანფეტი უნდა მივირთვათ?

თუ თქვენ არ იცით საჭირო დოზა, მიირთვით ერთი  ცალი და დაელოდეთ შედეგს 2-3 საათი. ეს დრო საკმარისია ეფექტის მისაღებად. როგორც გვირჩევენ მცოდნეები სასურველია კანფეტის მირთმევა ჩაისთან ერთად, ასე უფრო სწრაფად ხდება მოქმედი ნივთიერების შეწოვა სისხლში. თუ პროდუქტი სუსტი მოქმედებისაა, შემდეგ შეგიძლიათ მისი დოზის გაზრდა, ან მომავალ პარტიაში დაამატეთ მეტი ზეთი. მნიშვნელოვანია! თუ თქვენ ახალბედა ხართ, სასურველია დაიწყოთ ნახევარი კანფეტით და პირიქით, თუ მიირთმევთ „განჯა დათუნიას“ და ის ძალიან ძლიერად მოქმედებს, შეამცირეთ დოზა მირთმევისას და მომზადებისას დააკელით ზეთი.

რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება საღეჭი კანფეტების შენახვა?

თუ საუბარია სასურველი ეფექტის შენარჩუნებაზე, ის 2 თვეს გასტანს მაცივარში. თუ გსურთ პერიოდის გახანგრძლივება, შეინახეთ საყინულეში, თუნდაც ერთი წელი.

შესაძლებელია თუ არა მრავალ ფენიანი კანფეტის დამზადება?

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ მეტი შრომა. გაიმეორეთ პროცედურა ორჯერ, სხვა და სხვა ფერის და გემოს არომატიზატორებით. ფორმებში ჯერ ჩაასხით ერთი ფერი, გაგრილების შემდეგ დაამატეთ მეორე. იგივე შესაძლებელია სამი სხვა და სხვა ფერის და გემოს არომატიზატორითაც!

ასევე შეგიძლიათ გაანაწილოთ ჟელატინის მასა და დაამატოთ სხვა და სხვა ფერი. არ იქნება განსხვავებული გემოები, სამაგიეროდ საგრძნობლად შეამცირებთ სამუშაოს ფერადი კანფეტების მისაღებად.

სამფერიანი „ჯადოსნური კანფეტი“

რეალურია თუ არა გემოს შეცვლა?

რა თქმა უნდა! თქვენ უნდა სცადოთ ინგრედიენტების ნაწილის გამორიცხვა, რათა გაიგოთ როგორ იმოქმედებს ეს გემოზე. წარმოგიდგენთ საღეჭი კანფეტების ინგრედიენტების სიას. ჩვენ აღვნიშნეთ რომელი ინგრედიენტების შეცვლა არის შესაძლებელი და შემოგთავაზეთ რამოდენიმე გემრიელი ვარიანტი.

ინგრედიენტები სხვა და სხვა გემოებისთვის:

სცადეთ შეცვალოთ ჟელატინის გემო!

სცადეთ შეცვალოთ ჟელატინის გემო!

ჩვენ გამოვიყენეთ: ფორთოხალი, ლიმონი, ლაიმი, მარწყვი.

ხილის წვენის შეცვლას ასევე აქვს მნიშვნელობა.

ჩვენ გამოვიყენეთ: ხილის პუნში და საზამთროს წვენი.

არ აქვს აზრი ამ ინგრედიენტის შეცვლას. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამსხვრიოთ სტერეოტიპი! თუ აღმოაჩენთ რამე საინტერესოს, გაგვაგებინეთ.

შესაძლებელია თაფლის შეცვლა, მას აქვს განსხვავებული გემოები. შესაძლებელია მისი შეცვლა სხვა რომელიმე ნექტარით. მაგალითად აგავის.

ჩაატარეთ ექსპერიმენტები არომატიზატორებით, მაგრამ დაიცავით პროპორციები.

ჩვენ ვცადეთ: ლიმონის ექსტრაქტი, ლაიმი, ვანილი, ფორთოხალი და ზეთი!

ვინ დათმობს დათუნიების ფორმას და შეცვლის მას ანბანით ან სხვა ცხოველის ფორმებით?

ჩვენ გამოვიყენეთ სხვა და სხვა ორიგინალური ფორმები (იხილეთ ფოტო სტატიის დასაწყისში).

კანაბისის ნაყენი: ნაყენის ფერი მოქმედებს გემოზე! სცადეთ ღია/მუქი ნაყენები, რათა გაიგოთ მათი გემოები.

ჰაშიშის ზეთი: ოქროსფერი ნაყენი არის იდეალური, მაგრამ ექსპერიმენტებმა შეიძლება შეცვალონ ეს მოსაზრება..

გაამოთ!

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*