ვიღებთ კანაფის კაკლებს და მივდივართ სათევზაოთ
როგორღაც მიღებულია რომ, კანაფი ნარკოტიკია, რომლის მოწევა სასიამოვნოა. ეს მთლად ასე არ არის. ბევრ ქვეყანაში კანაფის კაკლები თავისუფალ გაყიდვაშია და მათ ყიდულობენ სხვადასხვა მიზნებისათვის. მარიხუანას მოწევა ამათგან ერთ-ერთია. არსებობს ასობით მაგალითი, როდესაც კანაფი გამოიყენება საჭმელში, ან სამკურნალოდ, რომლის წყალობით იკურნება ბევრი ავადმყოფობა. ამ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ კანაფის კაკლების გამოყენების კიდევ ერთ არასტანდარტულ მეთოდს და ამისათვის შერჩეული სფერო ძალიან საინტერესოა. თევზაობა, კაცებისათვს ერთ-რთი საყვარელი ჰობია. კანაფის კაკლებისაგან თევზებისთვის შეიძლება კარგი სატყუარა გაკეთდეს, რომლის წყალობითაჩ საკმაოდ კარგი ნადავლით დაბრუნდებით. მიზეზი რომლის წყალობით თევზი ჭამს ამ სატყუარას უბრალოა. კანაფი შეიცავს ამინო მჟავებს და მესამედზე მეტ სხვადასხვა ზეთს. ამასთანავე კანაფის ზეთი შეიცავს ისეთ ცხიმიან მჟავებს როგორიცაა linoleic და ალფა linoleic. ყველაფერი ეს წარმატებული თევზაობის გარანტიას იძლევა.
კანაფის თევზაობისათვის გამოყენების მეთოდი
როგორ მოვამზადოთ სატყუარა თევზის მაქსიმალურად მისაზიდათ? პირვეელ რიგში ეს დამოკიდებულია რა თევზის დაჭერას აპირებთ. აგრეთვე არსებობს უნივერსალური, ნებისმიერი თევზის დასაჭერად ვარგისი სატყუარა:
- კანაფი თევზაობისთვის, რომელიც მზადაა გამოყენებისათვის;
- კანაფის მშრალი მარცვლები;
- კანაფის ზეთი;
- კანაფის ფქვილი, კარგად მოხალული კაკლებისაგან;
თუ თქვენ ბოლო ვარიანტი აირჩიეთ, იგი მშვენივრად გამოდგება თეთრი თევზის დასაჭერად. მოხალული კაკლების არომატი იზიდავს თევზს.
მშრალი კაკლების მომზადება შემდეგნაირად შეიძლება: ჩაყარეთ ცოტაოდენი კაკალი თერმოსში, ჩაასხით მდუღარე წყალი და დადგით 12- სთ-ით. თუ გსურთ უფრო ძლიერი ეფექტის მიღება დაამატეთ შაქარი ან ცომის გამაფხვიერებელი. სათევზაოთ შერჩეულ ადგილზე შეგიძლიათ არა მარტო თევზის მიტყუება, არამედ სატყუარის ანკესზე წამოცმაც. კანაფის გამოყენება შეგიძლიათ როგორც დანამატი ტრადიციულ სატყუარაზე, მაგალითად ჭიებზე, ბურღულზე და სხვა. კანაფის ფქვილის გონივრული დოზების გამოყენებით, მისი დამატება შეიძლება სხვადასხვა ტიპის სატყუარებზე. ეს ყველაფერი გააძლიერებს ეფექტურობას. თუ თევზის ჭერა თქვენთვის სერიოზულ საქმიანობას წარმოადგენს, მაშინ ყოველთვის უნდა გქონდეთ კანაფის კაკლები, ისინი ნებისმიერ, როგორც მდინარის ასევე ტბის თევზს უყვარს. თუ თქვენ სწორად შეინახავთ კანაფის კაკლებს და სწორად გააკეთებთ სატყუარას, არასდროს დაბრუნდებით შინ ნადავლის გარეშე.