კანაფი არის ერთერთი ძველი ტექნიკური კულტურა, რომელსაც იცნობს ადამიან 5000 წელზე მეტი. კანაფის დიდი პოპულარობა და გეოგრაფიული სივრცის გაზრდა მისი სამედიცინო თვისებებმა განაპირობა.
ბიოლოგიური ელასტიურობის მაღალი დონის გამო კანაფის მცენარეს არ სჭირდება განსაკუთრებული ზონალური პირობები ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. გეოგრაფიული გავრცელებით კანაბისი პრაქტიკულად საქვეყნო კულტურაა. ამის ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ მცენარის გაზრდა შეიძლება ყველა რეგიონში, რომლის კლიმატური პირობები ვარგისიანია ნებისმიერი სოფლის მეურნეობის კულტურებისთვის.
თუმცა, კაცობრიობამ დააგროვა დიდი გამოცდილება კანაფის კულტივაციაში, გამოიყვანეს კანაბისის ახალი ჯიშები, ისწავლეს მცენარის უფრო მეტი სარგებლით გამოყენება და მისი თვისებების შესწავლა კვლავ გრძელდება.
კანაფის გამოყენების სფერო მუდმივად იზრდება, იქმნება და ხორციელდება ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას აძლევენ მცენარის კომპონენტების დამსახურებით, მოხმარების დონის გაზრდას. კანაბისის უნიკალურმა თვისებებმა, სამეცნიერო პოტენციალმა და ტექნიკურმა პროგრესა ხელსაყრელი პირობები შექმნეს ამ მცენარის სხვა სამეურნეო კულტურებთან კონკურირებისთვის.
განსაკუთრებით ღირებული პროდუქტი კულტურაში არის ბოჭკო. ჯიშიანი კანაფის ღეროში მისი შემცველობა შეადგენს 30-35%. მასალა გამოირჩევა დიდი სიმჭიდროვით, ლპობას ძალიან ნელა ექვემდებარება, დიდხანს ინარჩუნებს ბუნებრივ თვისევევს რთულ პირობებში ექსპლუატაციის დროს — ზღვის წყალში და სხვა აგრესიულ გარემოში. ასევე მცენარეს აქვს დახვევის კარგი მაჩვენებელი. კანაბისი ამ თვისებების გამო გამოიყენება მაღალი მჭიდროობის ნივთების დამზადებაში.
დიდი დატვირთვის ატანის შესაძლებლობამ აქცია კანაფი შეუცვლელ მატერიად სპეციფიკური პროდუქციის შექმნისას.
- ზღვისა და მდინარის ბაწრები
- სხვადასხვა დანიშნულების თოკები
- სათევზაო ბადეები
- ნოხები და ლინოლიუმები
ძველი-ახალი სიტყვა „ჯინსი“
კანაბისი გამოიყენება ძაფების დასამზადებლად, ტექნიკურ და საყოფაცხოვრებო ნაჭრებში. სწორედ კანაფის ნაჭერმა მისცა სახელი ძლიერ და პრაქტიკულ ჯინსის ტანსაცმელს. და ეს არ არის სიახლე, აქამდე გაუგონარი სიტყვა — ჯერ კიდევ ზღვაში მოგზაურობის დროის აღმავალზე, კანაფის მჭიდრო მასალა გამოიყენებოდა გემის იალქნების შესაკერად და ერქვა „ჯინსი“. ამასთანავე უკვე გამოუდეგარი იალქნებისგან ადამიანები იკერავდნენ ტექნიკურ სამოსს, რომელმაც არ იცოდა დაძველება. ინდოეთის აღმოჩენის შემდეგ მდგრადი საღებავით „ინდიგოთი“ ღებავდნენ ტანსაცმელს ლურჯი ფერით. სწორედ აქედან წარმოიქმნა მოდური და კომფორტული ტანსაცმლის სახელწოდება.
მოკლე ბოჭკოებიდან ამზადებენ ხმაურიზოლირებულ მასალებს, ფოლადის თოკებს, პაკლსა და შეფუთვის მატერიალებს და სხვა. მოკლე ბოჭკოს გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მის გადამუშავებას ბამბის მასაში — კოტონინი. სუფთა სახით ან ბეწვთან, აბრეშუმთან. ბამბასთან ან სინთეტიკურ ბოჭკოებთან. ქსოვის ან ტრიკოტაჟულ დანადგარზე დამუშავებისას ქმნიან ნაჭრებს ტანსაცმლისთვის ან სხვა მაღალი ჰიგიენური თვისებების მქონე ნივთებისთვის.
კანაბისის მცენარის თვისევების შთამბეჭდავი სპექტრი ამით არ სრულდება. მასში შედის კიდე სამედიცინო და ფსიქოტროპული შემადგენელი, რომელიც ამაღლებს კანაფის სხვა სამეურნეო კულტურების ფონზე. არ არის გასაკვირი, რომ ეგზოტიკური მცენარისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება, ისევე როგორც საზოგადოების მოძრაობბები კანაბისის ლეგალიზაციის მოთხოვნისთვის.