შინაარსი
- ვის სჭირდება თქვენი თვალთვალი?
- ინტერნეტ-პროვაიდერი
- ბოტ-ქსელები
- ვირუსები-მაქციები
- რუტკიტები
- ოპერატიულ სამძებრო სამუშაოების უზრუნველყოფის ტექნიკური სისტემა
- „ეშელონი“
- როგორ დავაღწიოთ თავი ამ ყოველივეს?
- VPN და ანონიმაიზერები
- პროქსი — სერვერები
- ბრაუზერი TOR
- დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში დასამალი არაფერია, ქსელებში ანონიმურობისადმი რიგითი მქალაქეების ინტერესიც კი იზრდება. სხვა საქმეა — გროვერები. ასეთი მოღვაწეობა მთლად კანონიერი არ არის, ამიტომ მათდამი ინტერესის არსებობა საკმაოდ რეალურია.
უმჯობესია თავიდანვე გაერკვეთ კონფიდენციალურობის შენარჩუნების მეთოდებში, რასაც მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ.
ვის სჭირდება თქვენი თვალთვალი?
იმისათვის, რომ ადამიანზე თვალთვალი დაიწყოს, ის საკმაოდ უნდა წარმოჩინდეს. თითოეულ მოქალაქეზე თვალთვალი, საკმაოდ არაეკონომიურია, რადგან მრავალ მოქალაქეს საკმაოდ არასაინტერესო ცხოვრება აქვს.
ამასთანავე, ყოველთვის არსებობს ხაკერების საშიშროება, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში თქვენი კომპიუტერისგან საკუთარ ბოტს შექმნის. ყველაზე ცუდი ვარიანტი, თქვენი ანგარიშებიდან და ინტერნეტ-საფულეებიდან თანხის მოპარვა, ან თქვენი პირადი ინფორმაციით შანტაჟი. მოდით გავარკვიოთ, თუ ვინ ინტერესდება ინტერნეტ მომხმარებლებით.
ინტერნეტ-პროვაიდერი
რომელ ანონიმაიზერსაც არ უნდა იყენებდეთ, პროვაიდერს მისი გამოყენების შესახებ ეცოდინება. ეს არ არის საშიში, რადგან თქვენ არ წარმოადგენთ მისთვის კომერციულ ინტერესს. თუმცა, არსებობს ცუდი მხარეც: თუ სამართალდამცავი ორგანოები მოითხოვენ ინფორმაციას თქვენს შესახებ, ისინი მომენტალურად „ჩაგიშვებენ“, რადგან ზედმეტი პრობლემები არავის სჭირდება. პროვაიდერისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს შესახებ.
ბოტ-ქსელები
არც ეს არის დიდი საშიშროება, რადგან მათ დიდად არ აქვთ ინტერესი თქვენი საქმიანობისადმი. ხშირ შემთხვევაში თქვენ მათთვის კომერციულ ინტერესს წარმოადგენთ. თუმცა აქაც არსებობს ცუდი მხარე: სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის შემთხვევაში, ისინიც მომენტალურად „ჩაგიშვებენ“.
თანამედროვე ვირუსები მყარი დისკების ან სხვა მეხსიერების შემნახავი მოწყობილობების ისეთ კუთხეებში იმალება, რომ მათ არსებობას ვერც წარმოიდგენთ. მათ ამოცანას იუზერების პაროლების, ვებ-გვერდების ნახვის ისტორიის და საბუთების მოპარვა წარმოადგენს. ეს ყველაფერი ხვდება ტროიან-ქსელის მფლობელის ხელში. საუკეთესო შემთხვევაში, ის უბრალოდ ყიდის თქვენს აიპის სპამების გასაგზავნად, უარეს შემთხვევაში კი იყენებს მათ თავად, რათა ჩაიდინოს რამე სისაძაგლე, ან გადასცეს ინფორმაცია თქვენს შესახებ სამართალდამცავებს. ხშირად ასეთი რამ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ხაკერს დაიჭერენ და სასჯელის შესამსუბუქებლად თანამშრომლობას სთავაზობენ.
ვირუსები-მაქციები
სხვაგვარად მათ პოლიმორფულ ვირუსებს უწოდებენ. კომპიუტერი ავადდება არა საეჭვო ტორენტებით ან პორნოსაიტებით, არამედ თქვენი საკუთარი პროვაიდერით. ხარისხიან პოლიმორფს ვერ აღმოაჩენს ვერცერთი ანტივირუსი. ეს პროგრამები, როგორც წესი, გამოიყენება სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, მათი ამოცანა ტროიანისას ემთხვევა: მომხმარებლის საქმიანობის მონიტორინგი და მისი პაროლების მოპარვა.
თუ არ ხართ დაკავებული არაკანონიერი საქმიანობით, საშიში არაფერია. თუ არღვევთ კანონს, ასეთი სტუმრების არსებობამ თქვენს კომპიუტერში, შეიძლება სხვა, ფორმიანი სტუმრების ვიზიტი გამოიწვიოს. ყველა კომპიუტერს არ აქვს ასეთი პროგრამა, რადგან ის მიეკუთვნება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ტექნიკური საშუალებების კომპლექსს. კანაფის კარადაში კულტივირების ფოტოს ატვირთვის გამო, ნამდვილად არ მოგაკითხავენ. თუმცა დაზღვეული არავინაა.
რუტკიტები
სამართალდამცავების კიდევ ერთი ინსტრუმენტია, მათ პოლიმორფებთან ერთად იყენებენ. კომპლექტი ასეთია: ერთი აგროვებს ინფორმაციას, მეორე კი ნიღბავს მას ანტივირუსებისგან.
ოპერატიულ სამძებრო სამუშაოების უზრუნველყოფის ტექნიკური სისტემა
ეს გახლავთ სწორედ ის სახელმწიფო ორგანიზაციების სათვალთვალო სისტემა, რომელსაც გამოკვეთილი მოქალაქეების მიმართ იყენებენ. მასში შემავალია სამი ელემენტი:
- პროგრამული ნაწილი — მას აყენებს ინტერნეტ პროვაიდერი;
- მართვის პუნქტი — სამართალდამცავების ხელშია;
- „ჩაშვებების“ მარშრუტები — ინტერნეტ შეერთების და მართვის პუნქტის ორგანიზატორებს შორის არსებული არხები.
პროვაიდერი აყენებს სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც უერთდება ინფორმაციის გადაცემის არხს. მას უერთდება ყველა დანარჩენი მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ინტერნეტთან წვდომის უზრუნველსაყოფად. ტრაფიკი ხდება მოწყობილობის საშუალებით და ნებისმიერ მომენტში მისაწვდომია სამართალდამცავებისთვის. დადებითი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი შემთხვევისთვის უნდა იყოთ ძალიან სერიოზული გროვერი. 2 ბუჩქის გამო ამ მეთოდით არავინ მოგადგებათ.
„ეშელონი“
ეს გახლავთ საერთაშორისო სამძებრო სამუშაოების უძლიერესი ტექნიკური საშუალება. მას ყველაფერთან აქვს წვდომა, მისგან გადარჩენის შანსი არ არსებობს. უხეშად რომ ვთქვათ, მათ შეუძლიათ ახლავე დაინახონ თუ როგორ კითხულობთ ამ ტექსტს. ჩვენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც არ აქვს მასთან წვდომა. მას იმსახურებს მოსახლეობის უმცირესი ნაწილი, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის. თუ არ ხართ ტერორისტი, ეს თავი „გაატარეთ“.
როგორ დავაღწიოთ თავი ამ ყოველივეს?
ახლა უკვე იცით ინტერნეტში არსებული საფრთხეების შესახებ, მაგრამ როგორ მოვატყუოთ სისტემა? პირველ რიგში გირჩევთ: არ გასცდეთ საზღვრებს. ანონიმიზაციის ყველაზე ძლიერი სისტემის ქონის შემთხვევაშიც კი, არაკანონიერ საკითხებზე ისაუბრეთ პირადად, ნუ მოახდენთ თქვენი ჰობის აფიშირებას, ნუ გამოიკვეთებით, რათა არ გამოიწვიოთ ინტერესი. თუ ყველას მოუყვებით თქვენი რეკორდული ხარვესტების შესახებ, გაუმასპინძლდებით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს, მოახდენთ მარიხუანას სარგებლობის პროპაგანდას, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგაკითხავენ.
VPN და ანონიმაიზერები
VPN უზრუნველყოფს დაცულ ინტერნეტ კავშირს და ვერავინ შეძლებს თქვენი მონაცემების მოპარვას, პროვაიდერიც კი. ის დაინახავს ასეთი სოფტის მოხმარების ფაქტს, მაგრამ ამის იქით ყველაფერი საიდუმლოდ რჩება. როგორც ოჯახებში ხდება: მშობლებმა იციან, რომ ბავშვი სასეირნოდ წავიდა, მაგრამ რას აკეთებს რეალურად, ცნობილი არ არის. VPN-ის ძირითადი თავისებურება, ტრაფიკის დაშიფვრაშია, რაც მესამე პირს არ აძლევს მისი ნახვის საშუალებას.
რას გვაძლევს VPN სერვისის გამოყენება:
- ინფორმაციის მოპარვისგან და ფიშინგისგან დაცვას;
- კვალის არევას, საიტები არ მიიღებენ თქვენს რეალურ IP-მისამართს;
- დაბლოკილი ვებ გვერდების ნახვის საშუალებას.
ყველა ამოცანისთვის საკმარისია ნორმალური VPN. შესაძლებელია მრავალი პროგრამის და საიტის პოვნა, რომელიც VPN ქსელთან წვდომის საშუალებას მოგცემთ. გირჩევთ გამოიყენოთ Browsec. პირველ რიგში, ეს მოსახერხებელია. მეორე — არ მოგიწევთ გადახდა. მესამე — ჩვენ თავად ვიყენებთ მას და უპრობლემოდ ვეძებთ საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში.
ეს არის გაფართოება ბრაუზერისთვის, რომლის დაყენებას ყველაზე გამოუცდელი ინტერნეტ მომხმარებლებიც შეძლებენ. წარმოგიდგენთ ინსტრუქციას ქრომისთვის:
- გადადით ამ ბმულზე;
- დააჭირეთ „ინსტალაციას“. „საჩუქრად“ გადმოიწერება ბევრი „ნაგავი“ იანდექსიდან, Mc Afee და სხვა, მაგრამ ყველაფრის წაშლა მარტივად არის შესაძლებელი;
- კვლავ დაადასტურეთ ინსტალაცია და სინქრონიზაცია;
- მზად არის!
Google Chrome მარჯვენა ზედა კუთხეში გაჩნდება ნიშანი, დედამიწის მსგავსი. მასზე დაჭერის შემდეგ გამოჩნდება ღილაკი «Protect me», დააკლიკეთ მას, როდესაც დაიწყებთ ინტერნეტში მუშაობას. როდესაც დაასრულებთ, დააკლიკეთ ისევ იქ და გათიშეთ დაცვა «off»-ით.
თუ შეიძენთ მას, შესაძლებელია სერვისი მუდმივად გქონდეთ გააქტიურებული.
პროქსი — სერვერები
Proxy წინა ვარიანტს სჯობს კიდეც და უარესიც არის. საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში არ იხსნება დამატებითი შეერთებები, ტრაფიკის დაშიფვრა არ ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად იპარავენ, ცვლიან და ნახულობენ ინფორმაციას. პროვაიდერი ვერ ხედავს თქვენს მოქმედებებს შორის სხვაობას ქსელში და არ იცის ანონიმაიზერის გამოყენების შესახებ.
Proxy-სერვერის კომპიუტერთან შეერთების შედეგ, ხდება ისეთივე პროცესები, როგორებიც სხვა საიტებთან მიერთებისას, მაგრამ იცვლება აიპი მისამართი. მოქმედება და მოთხოვნები მოდის სერვერის მიერ შერჩეული მისამართიდან. პროქსის ინსტალაციისთვის არ არის საჭირო სხვა პროგრამების გამოყენება. წარმოგიდგენთ Windows-ის ნებისმიერი ბრაუზერისათვის მისი ინსტალაციის ალგორითმს:
- შეარჩიეთ შესაფერისი პროქსი სერვერი და მიიღეთ ინფორმაცია პორტზე მისი აიპის შესახებ;
- შეარჩიეთ და დატესტეთ სერვერი. ამის გაკეთება შეგიძლიათ აქ;
- დააჭირეთ Win+R, რათა დაიწყოთ „შესრულება“-ს ფუნქცია;
- გრაფაში „გახსნა“ ჩაწერეთ «Control»;
- დააკლიკეთ «ОК»-ს და გადადით მართვის პანელში;
- იპოვეთ მენიუ „ბრაუზერის თვისებები“ (თუ გაქვთ ХР, მაშინ „დამკვირვებლის თვისებები“) და გადადით მასში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ძებნა, ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში;
- „დაკავშირება“ ფანჯარაში აირჩიეთ და დააჭირეთ „პარამეტრებს“;
- აირჩიეთ „პროქსის გამოყენება“;
- ახლა „დამატებით“;
- მიუთითეთ დატესტილი სერვერის მისამართი და პორტი და დასვით დროშა „ერთი პროქსი სერვერი ყველა პროტოკოლისთვის“. შემდეგ «OK».
თუ გაქვთ ვინდოუსის მეათე ვერსია, ყველაფერი ბევრად მარტივია. სერვერის შერჩევის შემდეგ სამუშაო მაგიდაზე დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს. გამოჩენილ მენიუში დააკლიკეთ „პერსონალიზაცია“-ს. გახსნილ ფანჯარაში გადავდივართ „მთავარზე“, შემდეგ გვერდზე „ქსელი და ინტერნეტი“. დაინახეთ პროქსი სერვერი? დააჭირეთ ჩართვას და ჩაწერეთ მზა მონაცემები. არ დაგავიწყდეთ შენახვა!
ბრაუზერი TOR
Tor გახლავთ შედარებით ანონიმაიზერი გადაწყვეტა. მასში მუშაობის დროს, ყველა მონაცემი იშიფრება, ინტერნეტში მოხვედრამდე. კონკრეტული პაკეტის გამგზავნის მონაცემები იშლება. შემდეგ პაკეტი იშიფრება კიდევ ერთხელ და იგზავნება შემთხვევითი სერვერით. ასეთ გაურკვევლობაში რამის პოვნა არარეალურია, თუ ზუსტად არ იცით სად, რა უნდა ეძებოთ.
ამ ვარიანტით სარგებლობისთვის, მინიმალური ძალისხმევაა საჭირო. გადადიხართ ამ საიტზე და გადმოტვირთეთ სოფტი ნებისმიერი პლატფორმისთვის, თუნდაც ანდროიდზე. მისი გამოყენება შეგიძლიათ უფასოდ, მაგრამ იკლებს ინტერნეტის სიჩქარე, ერთი ფაილის ატვირთვას საათები შეიძლება დასჭირდეს.
ტორის ექსპლუატაციისას არ გამოიყენოთ სოციალური ქსელები, ელფოსტა, პირადი კაბინეტები და სხვა სერვისები, რომლებიც იდენტიფიკაციას საჭიროებენ.
დასკვნა
თუ თქვენ არ ზრუნავთ უსაფრთხოებაზე, ინფორმაციის დახურვა ვერაფრით ვერ გიშველით. მებაღეების ოქროს წესებია: არ გაყიდოთ, არ გაუმასპინძლდეთ, ბევრი არ ილაპარაკოთ — მათი დაცვა აუცილებელია. არ მიიქციოთ ყურადღება და ეცადეთ რომ თქვენზე არავინ იფიქროს, რომ ასეთმა ადამიანმა შეიძლება კანაფი მოიყვანოს. თუ არ მიიქცევთ ყურადღებას, თქვენს ძებნას არ დაიწყებენ. ონლაინ შემოწმება იწყება ოფლაინ დასმინებით. თუ რეალურ ცხოვრებაში „დაგწვავენ“, არანაირი ტორები არ გიშველით.
სიმშვიდისა და თავდაცვისათვის გამოიყენეთ ნებისმიერი ჩვენს მიერ წარმოდგენილი საშუალება. რაც მეტია დაცვა, ნაკლებია საფრთხე.