კანაფის გაზრდა: გრუნტი, ორწყვა, მჟავიანობა

kannabis

როდის მოვრწყოთ? მეთოდი «ქოთნის აწევა»

მეთოდი «ქოთნის აწევა» ფართიდ გამოიყენება და იგი საკმაოდ ზუსტია იმის გასაგებათ თუ როდის სჭირდება მცენარეს მორწყვა.

საუკეთესო მეთოდი გასაგებათ, როდის სჭირდება თქვენს ქოთანში ჩარგულ მცენარეებს მორწყვა, არის მათი წონის შემოწმება. ამ მეთოდი საკმაოდ ადვილი ასათვისებელია, როდესაც იგრძნობთ როგორი მჩატე ხდება ქოთანი როდესაც მასში ჩარგული მცენარე მორწყვას საჭიროებს.

აიღეთ იმავე ზომის ცარიელი ქოთანი როგორებშიც მცენარეები გაქვთ ჩარგული და ჩაყარეთ შიდ ახალმოტანილი გრუნტი. მისი სიმძიმე საშუალებას მოგცემთ წარმოდგენა იქონიოთ რა წონა უნდა ჰქონდეს მოსარწყავ ქოთნებს. ისინი მცირედ უფრო მძიმე იქნებიან შიდ ჩარგული მცენარის წონის ხარჯზე. თუ ქოთანი უფრო მძიმეა, მას მორწყვა არ სჭირდება, თუ არა იგი მოსარწყავია. წყლის დამატების მერე შეადარეთ რამდენად დამძიმდა ქოთანი.

ამის გაკეთება მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოგიწევთ, სანამ აითვისებთ ამ ხერხს, შემდგომ დამხმარე ქოთანი აღარ დაგჭირდებათ.

რა თქმა უნდა მცენარის ზრდასთან ერთად მოიმატებს მისი წონაც, მაგრამ არ უნდა გაგიჭირდეთ ქოთნების წონის განსაზღვრა.

არ ვიცი უკეთესად როგორ ავხსნა ეს მეთოდი, მაგრამ დამიჯერეთ, ვინც კი აითვისებს ამ საშუალებას, ყოველთვის შეძლებთ მორწყვისათვის შესაფერისი მომენტის შერჩევას.

როგორ გადავიდეთ rockwool-იდან ნიადაგზე

მინი კუბურები rockwool მომხმარებელს უზრუნველყოფს უკვე ფესვებგადგმული მცენარის გადარგვის კომფორტს, გადარგვისაგან მიღებული მცირე შოკით, ან საერთოდ მის გარეშე.

მინი კუბურები უბრალოდ თავსდებიან მიწაში, პირველ კვანძამდე სიღრმეზე.

პირველ დღეებში ფრთხილად იყავით მორწყვის დროს, რათა არ მოხდეს ნერგებისთვის ზედმეტი წყლის მიწოდება.

rockwool -ის მინიკუბურების ზომა დიუმნახევარია, ზოგჯერ ოთხივე მხრიდან პლასთმასში არიან მოთავსებული, რომლებზეც მოსახერხებელია კლონის საიდენტიფიკაციო ნომრის ან ჩარგვის დროის მიწერა, ამის გარდა იგი წარმოქმნის დიუმიან მინიკუბურებს, რომლებიც ვიწროვდება ბოლოსკენ. პლასტიკი გადარგვის წინ უნდა მოაცილოთ.

უფრო მსხვილი კუბურების გადარგვა მიწაში შესაძლებელია, მაგრამ, ეს არ არის რეკომინდირებული.

ნიადაგის მჟავიანობის შეცვლის მეთოდები

ნიადაგის მჟავიანობის შეცვლის მეთოდები

ნიადაგის მჟავიანობის შესაცვლელად საჭიროა pH -ის გამზომი. ელექტრონული, ან თხევადი, აკვარიუმის.

პირველი მეთოდი

სარწყავი წყლის ან მკვებავი სითხის pH-ის შეცვლა. ქოთანში იმდენი უნდა ჩაისხას რომ ცოტაოდენმა სითხემ ქვემოდან გამოჟონოს, რომელიც საჭიროა ანალიზისთვის. ქოთანში ჩასასხმელი სითხის რაოდენობა დამოკიდებულია ქოთნის სიდიდეზე და ფესვური სისტემის განვითარებულობაზე. შემდგომ გაზომეთ ქოთმიდამ გამოსული სითხის pH.

თუ გამოსული სითხე მღვრიეა, საჭიროა მისი გაფილტვრა. ყველაზე მარტივი ხერხია 10-20 მგ. შპრიცი. ამოიღეთ დგუში, ჩადეთ შპრიცის ბოლოში ბამბა ჯდნავ გაჭედეთ იგი, ჩაასხით სითხე და გამოწურეთ იგი.

მეორე მეთოდი

აიღეთ ქოთნიდან ცოტაოდენი მიწა. ჩაასხით წყალი pH-ის ცნობილი რაოდენობა გაანგარიშწბით 1:1 -ზე მოცულობით, მაგრად შეანჯღრიეთ დააყენეთ 20-30 წუთი, რომლის დროსაც პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდგომ გამოწურეთ სუსპენზია შპრიცით და ბამბით. შეამოწმეთ pH.

კარგი ვარიანტია დისტელირებული წყალი (აკუმლიატორებისთვის) pH-7. გამოყენებამდე ყოველთვის გასინჯეთ pH -ის მაჩვენებელი, რადგან ზოგიერთი მწარმოებლის წყალს აქვს უფრო დაბალი pH-ის მაჩვენებელი.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*