დოკუმენტი თავებად
- კანაფის სხვადასხვა ჯიშის კულტივაცია ერთ შენობაში, ან ბოქსში
- ჯიშების შერჩევა საერთო კულტივაციისათვის:
- მოსავლის გაწმენდა სხვადასხვა ჯიშებში:
- მცენარისთვის სინათლის მიწოდება ერთნაირი ინტენსივობით:
- მცენარის მორწყვა და ზედმეტი ტენიანობის მოცილება:
- მცენარეებს შორის თავისუფალი სივრცის შექმნა და კონტროლი:
კანაფის სხვადასხვა ჯიშის კულტივაცია ერთ შენობაში, ან ბოქსში
ბევრი ადამიანი, ვინც დაკავებულია კანაფის კულტივაციით დახურულ შენობაში, ზრდიან ერთდროულად რამოდენიმე სხვადასხა კანაფის ჯიშს ერთ სივრცეში, სურვილით მიიღონ რამოდენიმე სახეობის გირჩები ციკლის დასრულებისას. გარკვეული წესებისა და სიფრთხილის დაცვით, შესაძლებელია წარმატებით კულტივაცია ყველაზე განსხვავებული ჯიშებისაც კი ერთ სივრცეში და მათი ეფექტურად გამოყენება თითოეული მცენარის განვითარებისთვის.
რამოდენიმე განსხვავებული კანაფის ჯიშის ერთდროული კულტივაციის პლიუსები
მოსავლის აღების დროს რამოდენიმე სახეობის გირჩების მიღება სხვადასხვა ეფექტით.
პლანტაციის მწარმოებლურობის გაზრდა
რამოდენიმე განსხვავებული კანაფის ჯიშის ერთდროული კულტივაციის მინუსები
მცენარე მოითხოვს მუდმივ მოვლას და ყურადღებას
შესაძლო პრობლემების წარმოქმნა არსებულ სივრცეში სიმაღლის მიმართ, შეცდომების დაშვებისას.
სხვადასხვა ჯიშები შესაძლოა დამწიფდეს სხვადასხვა პერიოდში.
სხვა სიტყვების რომ ვთქვათ, იმ პრობლემებისგან თავის დასაღწევად, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ერთ შენობაში სხვადასხვა ჯიშის კულტივაციის დროს, შესაძლოა გავექცეთ მეტი ყურადღების გამოჩენისას და წინასწარი გეგმის შედგენისას.
შენობაში კანაფის სხვადასხვა ჯიშის კულტივაციის დროს , საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ იქ იქნება სიმჭიდროვე.
რომელი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ერთდოულად სხვადასხვა კანაფის ჯიშის კულტივაციისათვის:
მცენარის საერთო სტრუქტურული მახასიათებლები ( სიმაღლე და ზრდის სიჩქარე)
თითოეული ცალკეული კანაფის ჯიში თავისი უნიკალური გენეტიკის წყალობით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის განვითარებაზე, მცენარის ცალკეული ღეროების სიმაღლეზე, და ასევე ზრდის სიჩქარეზე. შესაბამისად, ზოგიერთ მცენარეს შესაძლოა გააჩნდეს ნაკლები სიმაღლე, მაგრამ განზე გასული დატოტვილი, ბუჩქის ფორმის, მაშინ როდესაც სხვა ჯიშები, პირიქით, ფლობენ შესაძლებლობას სიმაღლეში სწრაფად გაიზარდნონ და მალე აიყარონ ტანი. ერთდროული კულტივაციისათვის ჯიშების შერჩევის დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სწორედ მცენარის სტრუქტურას და განშტოებებს, რამდენადაც კლულტივაციის სტადიაზე გადასვლის დროს, ერთ-ერთმა ბუჩქმა შესაძლოა დაიწყოს გაზრდა სიმაღლეში საკმაოდ სწრაფად თავის მეზობელთან შედარებით.
ყვავილობის პერიოდის დ სიმწიფის ხანგრძლივობა
ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს საერთო პერიოდის ხანგრძლივობას, რომელსაც მოითხოვს თითოეული შერჩეული ჯიში სრული დამწიფებისათვის, რომ ყველა მცენარემ შეძლოს ერთდორულად გადასვლა განვითარების სტადიებზე მიახლოებულ დროში.
მცენარეებმა უნდა მიიღონ ერთნაირი განათება, არჩეული ჯიშის მიუხედავად.
თუმცა ყველა ბუჩქის თანაბრად განათება ერთ შენობაში საკმაოდ რთულია.კულტივაციის დაგეგმარებისას აუცილებლად ღირს დაფიქრება იმაზე, რომ სხვადასხვა ტიპის მცენარეებმა ერთმანეთს არ დაუფარონ განათება.
მცენარის კრონის ზომა და სიმჭიდროვე
მართალია ტექნოლოგია ითვალისწინებს საკმაოდ მჭიდრო პირობებში განთავსებას,თუმცა ვეგეტაციის პერიოდში უაღრესად მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ იმაზე, რომ მცენარეები იყვნენ ერთმანეთისგან თუნდაც მცირედ დაშორებულები. ამ გზით, თქვენ თავიდან აიცილებთ არა მხოლოდ საკვები რესურსების სწორად გადანაწლების აუცილებლობას, ასევე პლანტაციას დაიცავთ სოკოვანი ინფექციებისგან , ან პარაზიტებისგან.
წარმატებული კულტივაციის მაგალითი ერთდროულად სამი მცენარის გაზრდაზე ერთ შენობაში. სამივე იზრდებოდა ერთიდაიგივე პირობებში, ამავდროულად თითოეულს გააჩნია უნიკალური სტრუქტურა და ღეროს სიმაღლე.
ამ შემთხვევაში გროვერმა იზრუნა თავისივე კომფორტზე და სხვადასხვა ჯიში გამოყო ერთმანეთისგან კარკასის გამოყენებით.
ჯიშების შერჩევა საერთო კულტივაციისთვის
აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ინდივიდუალური ბუჩქის ფორმაზე აუცილებლად იმოქმედებს მისი გენოტიპი, ანუ, უნიკალური გენეტიკური მახასიათებლები, რომელიც ვლინდება ერთ კონკრეტულ ორგანიზმში. ასეთი სირთულისგან თავის დაღწევა შესაძლებელია, თუ გამოვიყენებთ კულტივაციისთვის მცენარის კლონებს, და არა კაკლებს, რამდენადაც ამ შემთხვევაში თქვენ გამოიყენებთ ერთი ბუჩქის კოპიას, რომელიც მოგცემთ ამ ფენოტიპის მიღების საშუალებას .
ფოტოზე წარმოდგენილია ერთიდაიგივე ჯიშის მცენარებები, თუმცა ზოგიერთს გადაჰკრავს ღია მწვანე ელფერი ფენოტიპის წყალობით.
კანაფის ჯიშების მთავარი განმასხვავებელი ნიშნები
მოსავლის ხარისხი
ფსიქოაქტიურ ეფექტთან ერთად მოხმარებისას ერთი ყვავილედის საშუალო მასიდან, სხვადასხვა კანაფის ჯიშები შესაძლოა განსხვავდებოდნენ ნიშნებით, როგორიცაა მცენარის ზედა მხარის ფერი, არომატი, ასევე გირჩების ფორმა, რომლის მიხედვითაც არჩევენ მცენარის გენეტიკას და ფენოტიპს.
ღეროს სიმაღლე და ზრდის სიჩქარე
ზოგიერთი კაანფი ჯიში ძალიან ნელა გადადის ყვავილობის სტადიაზე. სხვა მცენარეები, კი პირიქით, ენერგიულად იწყებენ ზრდას და ვეგეტაციის სტადიას. რაღათქმაუნდა, კულტივაციის გამარტივების მიზნით, უცილებელია შევარჩიოთ მცენარეები, რომლებიც მოსავლის დამწიფების დასაწყისისთვის დაახლოებით ერთ სიმაღლის იზრდებიან.
სატივას და ინდიკას ერთ შენობაში წარუმატებელი კულტივაცია:
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთდროულად რამოდენიმე ჯიშის წარმატებული კულტივაციის მეტად მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ყველა ჯიშის სიმაღლე,ასევე მათი ზრდის შესაძლებლობა ყვავილობის დასაწყისი ეტაპისთვის . ყველაზე ხშირ შეცდომად გვევლინება ერთდროული კულტივაცია იმ მცენარეებისა, რომლებიც განეკუთვნებიან კანაფის სხვადასხვა სახეობას, როგორციაა, დომინანტი სატივას მქონდე მცენარის გაზრდა დომინანტ ინდიკას მქონე ბუჩქთან.
მარცხნივ განთავსებულია ინდიკადომინანტი მცენარე, ხოლო მარჯვნივ სატივადომინანტი. ისინი იმყოფებიან კულტივაციის ერთიდაიგივე პირობებში, იღებენ ერთნაირ ულუფა წყალს და სასუქს. როგორც უკვე შეამჩნევდით, სატივადომინანტი მცენარე უკვე რამოდენიმეჯერ მაღალია თავის მეზობელზე. მომავალში კი სხვაობა სიმაღლეებს შორისკიდევ უფრო გაიზრდება.
გავარჯიშების ერთნაირი მეთოდის მიუხედავად, ორივე მცენარეს გააჩნია განსხვავებული სტრუქტურა. ინდიკას აქვს უფრო კომპაქტური და ბუჩქის ფორმა, როდესაც სატივა აგრძელებს სიმაღლისკენ სწრაფად ზრდას, ასე ვთქვათ-არ უშვებს ხელიდან განათების დიდ რაოდენობას.
ორივე ბუჩქმა მიაღწია ყვავილობის სტადიას სიმაღლეში საკმაოდ განმასხვავებელი მაჩვენებლით, მიუხედავად ერთნაირი პირობებისა.
იგივე მცენარეები ყვავილობის რეჟიმის 12/12-ზე გადასვლისას. ინდიკას გააჩნია მთავარი ღეროს შესამჩნევად ნაკლები ზომა, მაგრამ დიდი რაოდენობით განათება, იმ დროს, როცა სატივამ შეიძინა მეტად მაღალი სტრუქტურა უკვე მეჩხრად განლაგებული ტოტებით.
საბოლოოდ, გროვერს მოუწია ინდიკადომინანტი მცენარის ქოთნის რამდენამდმე ამაღლება, რომ მის მაღალ მეზობელს არ დაეფარა ყვავილედებისთვის განათება. რამდენადაც ინდიკა მეტად მგრძნობიარეა სითბური სტრესის მიმართ, მისი განთავსება არ შეიძლება ნათურასთან ახლოს, როგორც სატივადომინანტი მცენარის.
მცენარის ყვავილობა. სიმაღლის სხვაობის რეზულტატად, სატივადომინანტი მცენარე დამწიფდა ერთი კვირით ადრე, ვიდრე ინდიკა, რომელსაც მოუწია დამწიფება სინათლის არასაკმარისი რაოდენობის ხარჯზე. შესაბამისად, სატივას ბუჩქი მოტანს ერთნახევარჯერ მეტ მასა მოსავალს, ვიდრე ინდიკა.
ინდიკადომინანტი ბუჩქი, მოსავლის აღების დროს, რომლის მშრალმა მასამაც მიაღწია 187გრამს.
სატივამ გროვერს მოუტანა 230 გრ.
როგორ შეიძლება შევაფასოთ მცენარის ფორმის გათვალისწინებით, დამწყიფების დრო და მასა. ნათელია, რომ საუკეთესო რეზულტატი მოგვცა მაღალმა მცენარემ, იმ დროს, როცა მისი პატარა მეზობელს შეექმნა პრობლემები სიმწიფის პერიოდისთვის. მიუხედავად გროვერების მიერ ყველა ზომის მიღებისა, სატივის გენეტიკამ შეძლო მოეტანა უკეთესი რეზულტატი, ვიდრე ინდიკას. იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ მსგავს მწარმოებლუნარიანობას ერთერთი ამ ჯიშთაგანიდან, ღირს ადრეულად შევარჩიოთ მცენარეები, რომლებიც განვითარებას დაიწყებენ ერთდროულად, არ შეუშლიან ხელს ერთმანეთს.
სხვადასხვა ჯიშის მცენარეების მოსავლის აღება
როგორც წინამდებარე მაგალითიდან ჩანს, კანაფის განსხვავებული ჯიშის ბუჩქებს შეუძლიათ კონკურენცია ერთმანეთს გაუწიონ რესურსებზე წვდომაში. შეგახსნებეთ, რომ დამწიფების სტადიაც ითვლება ცალკე პერიოდად კანაფის ცხოვრების ციკლში, და მას უკავია რამოდენიმე კვირა, ამ პერიოდში მცენარის გირჩები შეიცვლიან თავის შეფერილობას და ხარისხს, სიმწიფიდან გამომდინარე.
ყველაზე ახლომონათესავე კანაფის ჰიბრიდების კულტივაციისასაც, არ შეიძლება გამორიცხოთ ის , რომ ერთ-ერთ მათგანი დაიწყებს ყვავილობას რამოდენიმე დღისთ ადრე, ვიდრე მეორე.
საშუალოდ, კანაფის ჯიში, დამოკიდებული სინათლის ციკლზე, საჭიროებს 9-12 კვირას ყვავილობის ფაზაში სამყოფელად, სრული მოსავლის დამწიდებამდე. ზოგიერთი განსაკუთრებლი ტიპი ყვავილობას იწყებს საკმაოდ სწრაფად, მიახლოებით 7 კვირაზე, როდსაც სხვა ჯიშებს შეუძლიათ ყვავილობა თითქმის 16 კვირა. სრულიად ნათელია, რომ ღირს თავი ავარიდოთ ერთდროულ კულტივაციას, რომელსაც აქვს დიდი სხვაობა ყვავილობის პერიოდებში, რომ არ გადავაწყდეთ პრობლემას ერთ-ერთ მათგანთან. ნებისმიერ შემთხვევაში დაიმახსოვრეთ: მცენარის გენეტიკა ითვლება გადამწყვეტ ფაქტორად მისი ფორმის ჩამოყალიბებაში. არანაირი გავარჯიშება, ან სასუქის შეყვანის რეჟიმის ცვლილება არ გიშველით, რომ დააბალანსოთ მათი სიმწიფის პერიოდები.
უფრო მეტი მოხერხებულბისთვის, ყველა ცნობილი სიდბანკი თავის კლიენტს სთავაზობს ინფორმაციას მცენარის ყველაზე მნიშველოვან მახასიათებლებზე, მათ შორის მიახლოებით პერიოდს სრული დამწიფებისთვის და კულტივაციის თავისებურებებს.
ღირს იმის აღნიშვნა, რომ ჩვენ რეკომენდაციას გაგიწევთ, მცენარის დამწიფების ვადებს კიდევ დაუმატოთ 2 კვირა, სიმწიფეში ბოლომდე მოსაყვანად,ეს დაგეხმარებათ უკვე მზა გირჩებში გამოავლინოთ კანაბინიონების მაქსიმალურად მაღალი კონცენტრაცია. ანუ, ფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მოსავალი შეგიძლიათ აიღოთ ამ რეკომენდირებულ პერიოდში, თუმცა სრულიად შესაძლებელია კიდევ დააყოვნოთ 1-2 კვირა ( რათქმაუნდა, მთავარია, არ გადაამეტოთ, რომ ფსიქოაქტიური კანაბინოინები არ იქცნენ დამამშვიდებელი KBN ად).
Aurora Indica (მარცხნივ) სრულად დამწიფებულია მოსავლის აღებისას , როცა მორე ბუჩქს Wonder Woman ჯერ კიდევ ერთი კვირა აქვს დარჩენილი სრულ დამწიფებამდე.პრინციპში, ერთი მათგანის აღება უკვე შესაძლებელია, თუმცა უკეთესია კიდევ დავაცადოთ ერთი კვირა, სანამ დანარჩენი ბუჩქებიც არ დამწიფდებიან, რომ ერთდრულად მოხდეს მოსავლის აღება, ამავდროულად მივიღებთ გირჩებს კანაბინოიდების მეტად მაღალი კონცენტრაციით.
რამოდენიმე ავტომოყვავილე ჯიში, რომლებსაც გააჩნიათ განსხვავებული სიმაღლე და შეფერილობა, თუმცა მათი ყვავილობის პერიოდები ემთხვევა ერთმანეთს, რაც გროვერს აძლევს შესაძლებლობას უპრობლემოდ აიღოს სხვადასხვა ტიპის გირჩები ერთდროულად.
მცენარისთვის სინათლის ერთდროული ინტენსივობით მიწოდება
როგორც ადრე აღვნიშნეთ, ერთდნაირი ტიპის მცენარეების კულტივაციისასაც კი, მათი ერთნაირი სინათლის მიწდების უზრუნველყოფა, საკმაოდ რთულია. ამიტომ, სხვადასხვა ჯიშიც კულტივაციისას, განსაკუთრებით სიმჭიდროვისას, საჭიროა კონცენტრაცია მოვახდინოთ მეტად მსხვილ ყვავილედებზე, რომლებიც განლაგებულია ზედა ტოტებზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია მცენარის ფრთხილი გავარჯიშებით, რაც ბუჩქს საშუალებას მისცემს სინათლის სხივი შედარებით ქვედა ფენებშიც მიიღოს.
რამოდენიმე სხვადსხვა ჯიში, საკმაოდ მჭირდო გარემოში. შეადარეთ ყვავილედების ზომა, რომლებიც განლაგებულია ნათურის პირდაპირ და ყვავილედები, რომლებიც ქვედა იარუსებზეა.
გრძელი ღეროს გადაღუნვის მეთოდები, ფართო კრონის შესაქმნელად.
როდესაც შეამჩნევთ, რომ მთავარი ღერო, ან სხვა განშტოებამ დაიწყო საგრძნობლად გაზრდა თავის მეზობელთან შედარებით, საჭიროა გადავხაროთ LST მეთოდიკის გამოყენებით, რომ ვუზუნველყოთ ბუჩქების კრონის საერთო ზომა. უკეთესია, თუ დავიწყებთ ადრეულ სტადიზე, სანამ ღერო დაიწყებს გამაგრებას.
მარცხნივ მდებარე მცენარე შესამჩნევად დიდია, მარჯვენასთან შედარებით. ამიტომ საჭიროა მათი გადახრა, რომ კრონას მიეცეს საშუალება გახდეს ერთნაირი ზომის.
იგივე მცენარე პროცედურის დასრულების შემდეგ. ეხლა ყველა ღერო ორივე ჯიშისა იმყოფება მიახლოებით ერთ დონეზე.
აქ საუბარია კრონის ცარიელ მხარეებზე,აქ ვცედავთ საკმაოდ შესამჩნევ „ორმოს“, სადაც შეიძლება კიდევ გადავღუნოთ გაზრდილი ღერო.
მცენარის ერთ ადგილას მიმაგრება
მისამაგრებლად შეიძლება გამოვიყენოთ უკვე ნახსენები პლასტიკის მისამაგრებლები, რომლებიც არ დააზიანებენ მცენარეს. ამასთან ერთას, ბუჩქის ფიქსაციისთვის შესაძლებელია გამოვიყენოთ ბადე, Sea of Green. უნდა აღინიშნოს, რომ უკეთესია მცენარის მიმაგრება ადრეულ სტადიაზე, რომ სწორი კურსი მიეცეს მის ფორმირებას და განვითარებას.
ასევე მხედველობაში იქონიეთ, რომ დამატებითი სამაგრები შესაძლოა დაგჭირდეთ მცენარის სასიცოცხლო სტადიის დასრულებისას, რომ დააფიქსიროთ მძიმე და მკვრივი ყვავილედებით დახუნძლული ტოტები მეტად და ამით თავიდან ავირიდოთ სიმძიმისგან ყვავილედების მომტვრევა.
რამოდენიმე განსხვავებული ჯიშის კულტივაცია ადრეულ სტადიაზე, რომელმასც საშუალება მისცა სასურველი სტრუქტურა მიიღოს შემდგომი განვითარებისთვის.
ასეთი თანწყობით შესაძლებელია მიამაგროთ ბუჩქები. შეგიძლიათ გამოიყენოთ კარკასი , რომელიც გროვერს საშუალებას მისცემს გადახაროს და დაამაგროს მცენარის ღერო ნებისმიერი მიმართულებით.
როგორც ხედავთ, გავარჯიშების მეთოდების მიუხედავად, ზოგიერთი ბუჩქი მიიღებს არადაგეგმილ ფორმას, თავისი ფენოტიპიდან გამომდინარე.
წინამდებარე ფოტოზე გამოსახული მცენარეების ყვავილობის გვიანი სტადია . ტოტები დაფიქსირებულია ისე, რომ გაატაროს რაც შეიძლება მეტი სინათლის სხივი ქვედა იარუსებზე. ასევე ადრიდანვე ღირს იმაზე ზრუნვა, რომ შეუქმნათ ფართი თითოეულ ბუქთან საკონტაქტოდ, რომ შეძლოთ სტუაციის გამოსწორება, ინფექციასთან შეხებისას, ან რომელიმე ტოტის გაზრდასთან, ნებისმიერი სხვა პრობლემასთან შეხებისას.
თანმიმდევრული და სწორი გავარჯიშების, რეგულარული მოვლის შედეგი. პატრონს შეუძლია აიღოს ძალიან ხარისხიანი რამოდნეიმე სახის გირჩების მოსავალი, რომელთა საერთო მასა იქნება 7 კგ გამომშრალ მდგომარეობაში.
მცენარის მორწყვა და ზედმეტი ტენისგან გათავისუფლება
გაზრდის დროს, ზოგიერთი მცენარე შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მჭიდრო გარემოში, რაც ართულებს მორწყვის პროცესს. ამიტომ, საჭიროა წინასწარ დაფიქრება მცენარეების განლაგებაზე, ისე რომ მუდმივად მიეწოდებოდეს საკმარისი წყალი ხელით მორწყვის დროს, ან სპეციალური მოწყობილობით ავტომატურად გადანაწილდეს პლანტაციაზე წყალი და უზრუნველყოს ჭარბი რაოდენობის წყლისგან თავის დაცვა.
თუ თქვენ შენობაში გაქვთ თავისუფალი ზედმეტი სივრცე, საჭიროა დაიტოვოთ პატარა გზები მთელს პერიმეტრზე, რომ ადამიანმა შეძლოს მშვიდად მიწვდეს ყოველ ბუჩქს.
ასეთი სივრცის არარსებობის შემთხვევაში, ასევე სკაუთარი სურვილითაც, შეიძლება დაყენდეს ავტომატიზირებული სისტემა მცენარის მორწყვისათვის, რომელიც შედგება მცენარეებს შორის გამავალი ძირითადი მილისაგან წყლის მისაწოდებლად, და რომლიდანაც ყველა მცენარესთან ექნება ცაკლეული პლასტმასისაგან გაკეთებული მილი. იმისათვის, რომ ზედმეტად არ გაედინოს წყალი, ქოთნები უნდა დადრენაჟდეს მსუბუქად, იმისათვის წყალი მცირე გამოედინებოდეს სუბსტარტიდან.
მცენარეებს შორის თავისუფალი სივრცის შექმნის კონტროლი
ბევრ შემთხვევაში, რამოდენიმე ტიპის მცენაარის პლანტაცია შეიძლება სწრაფად გარდაიქმნეს უკონტროლო ჯუნგლებად, რაც ხელს შეუძლის მცენარის მოვლას, ასევე დააზიანებს მცენარეს, რეზულტტად კი, მოსავლის ხარისხის დონე დავარდება. ეს პრობლემა რათქმაუნდა ეხება მხოლოდ იმ გროვერებს, რომლების ზრდიან ბუჩქებს მჭიდრო გარემო პირობებში, ან დიდი რაოდენობით.
პატარა მცენარეები ჯერ-ჯერობით მშვენივრად თავსდებიან უბრალო პლასტმასის ჭიქებში, თუმცა რამოდენიმე კვირის შემდეგ, ისინი დაიწყენებ აქტიურად კონკურენციას ერთმანეთთან სინათლესთან ახლოს ადგილის მოსაპოვებლად.
იგივე ბუჩქები, 2 კვირის შედეგ. არსებული ფართი კულტივაციისთვის, ზომებით 1,2 x1.2 მეტრი უკვე მჭიდროდ არის დაკავებული.
შედეგად, გროვერს მოუწია 4 ბუჩქის აღება, თუმცა შენობაში დარჩა 7 ძირი სხვა მცენარე, რომლებმაც გააგრძელეს ზრდა და გაფართოება ყველა შესაძლო მხარეს. 2 დღის შემდეგ, ისინი გადარგეს ახალ, მეტად ფართე ქოთნებში 12 საათიან განათების რეჟიმზე.
პლანტაციის დაგეგმვის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოპტიმალური განვითარებისას, ბუჩქებმა შესაძლოა დაიწყონ უცბად გაჭიმვა სიმაღლეში და გადმოუშვან გრძელი დაკიდული ტოტები. შესაბამისად, ყოველი ბუჩქის ფართი ზომებში უნდა იქნეს გათვალისწინებული სრული დამწიფებისთვისაც, რომ მათ არ დაიწყონ ზრდა ერთმანეთზე. რთქმაუნდა ძალიან სწრაფი ზრდისას სიტუაცია შესაძლოა გამოვასწოროთ LST მეთოდის გამოყენებით, თუმცა საჭიროა ვიცოდეთ, რომ ამან შეიძლება იმოქმედოს საერთო ფორმის სტუქტურაზე.
ერთერთი ბუჩქი ამ შენობაში გაიზარდა თავის სიმაღლეზე სამჯერ უფრო მაღალი, ყვავილობის პერიოდში გადასვლისას. გროვერისთვის საბედნიეროდ, ჭერი აღმოჩნდა საკმარისად მაღალი, რომ ბუჩქი არ შეხებოდა პირდაპირ სინათლის წყაროს.
სხვადასხვა მცენარის ტროპიკული ამონაზარდები
ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით, თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაგეგმოთ სასურველი ჯიშების პლანტაციის გაშენება, ასევე გადაწყვიტოთ ნებისმიერი პრობლემა მათი კულტივაციისას. რათქმაუნდა, ერთდროული კულტივაციის პროცესი რამოდენიმე განსხვავებულ ჯიშზე ერთ მჭიდრო შენობაში, შესაძლოა აღმოჩნდეს საკმაოდ სახლაფორთო დავალება თქვენთვის, თუმცა ერთის მხრივ, თქვენ გარანტირებულად მიიღებთ მასიურ მოსავალს, თანაც განსხვავებული გემოებით, არომატებით, და რაღათქმაუნდა ფსიქოაქტიური ეფექტებით.