ყველაფერი დოზაზეა დამოკიდებული. 500 წლის წინ ექიმი პარაჩელსი ამტკიცებდა, როდესაც წამლის მცირე დოზა იზრდება, იგი შხამად გადაიქცევა. ადამიანის ღვიძლი ყოველთვის გაარჩევს ჭიქისა და მთელი ბოთლის სხეულზე ზემოქმედებას. მედიცინასა და მასთან დაახლოებულ წრეში, ამ კუთხით დიდი სურვილის გარეშე განიხილავენ ბევრისთვის ნაცნობი კანაბისის (Cannabis sativa) თემას.
ყველა არ ეთანხმება იმ აზრს რომ, ცნობილი მარიხუანა, რომელსაც კანაბისისგან აკეთებენ, მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე „ სწორი მეთიდით“.
ამავდროულად, ეს ფაქტია, რომ კანაბისი მცირე დოზებით წარმოადგენს შესანიშნავ სამკურნალო პრეპარატს.
„კანაბისი — მედიცინაში“ — საზოგადოება რომელიც არსებობს ევროპაში ჩვენს დროში. ეს ფარმაკოლოგების, ექიმების საზოგადოებაა, რომლებიც გერმანულად ლაპარაკობენ. ხოლო მთავარია რომ — მასში პაციენტებიც შედიან. ისინი ცდილობენ კანაფის მედიცინაში გამოყენების ნებართვის მიღებას. მთავარი არგუმენტი რომელიც კანაფის სამკუნალო მიზნებში გამოყენებისათვის მოჰყავთ — ავადმყოფებს, რომლებიც განიცდიან ჩვეულებრივი წამლების მავნე ზემოქმედებას, სჭირდებათ დახხმარება. ამ საზოგადოების წარმომადგენელი ფრანო გროტენჰერმენი (Franjo Grotenhermen) — ექიმი კიოლნიდან. ამტკიცებს, რომ კანაფის მედიცინაში გამოყენება დაიწყეს უძველეს დროში ინდოეთში, ჩინეთში და ეგვიპტეში.
მე 19-ე საუკუნის შუაში კერძოდ იმ დროისათვის კოლონიალურ ინდოეთში, ბრიტანელმა მედიკოსებმა შემოიტანეს კანაბისი — როგორც სამკურნალო მცენარე. მაშინ კანაფი სათანადოთ შეაფასეს როგორც ტკივილ გამაყუჩებელი, სედატიური — დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე საშუალება. ეფექტი მოხვდა ევროპის სამედიცინო წიგნებში.
ახალი საზოგადოება, ითხოვდა დამატებით გამოკვლევას. გაირკვა რომ კანაფში აქტიური ნივთიერება ზოგადად არასტაბილურია და მთლიანობაში საჭიროა დოზირების დაცვა. ფარმაკოლოგმა მეცნიერებმა საკითხი ყურადღებით შეისწავლეს და დღეისათვის ზუსტად არის ცნობილი რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავსკანაფი. ეს არის 480 ქიმიური შენაერთი, ხოლო მთავარი მოქმედი ნივთიერება, ფარმაკოლოგების აზრით — დელტა — 9 — ტეტრაჰიდროკანაბიოლია (Δ9-ТГК, Δ9-THC).
მთავარი გარღვევა ამ სფეროში 25 წლის წინ მოხდა. მეცნიერებმა ძირფესვიანად შეისწავლეს ადამიანის ორგანიზმი. იპოვეს და შეძლეს აღწერა ეგრედ წოდებული კანაბინოიდური რეცეპტორები. ისინი აქვთ ადამიანების ზოგიერთ ორგანოს, იმუნურ სისტემას და ტვინს. ამ რეცეპტორების რაოდენობა მოთავსებულია ტვინის იმ ნაწილებში რომლებიც „ტკივილის“ გრძნობაზე არის პასუხისმგებელი. კანაფს ყველაზე ხშირად იყენებენ ქრონიკული ტკივილების დროს — შაკიკი, დაზიანებული ნერვული სისტემის და დეგენერატიული ხასიათის, მამოძრავებელი კუნთოვანი აპარატის დარღვევების დროსაც.
ТНС აპეტიტის სტიმულირებას ახდენს, უქრობს გულისრევის შეგრძნებას, სიმსივნისა და შიდცით დაავადებულებს. ეს უნარი ТНС ყველაზე მეტად არის შესწავლილი. ნივთიერებები რომლებსაც კანაფი შეიცავს, აპეტიტის სტიმულირებას ახდენს და ახშობს გულის რევის შეგრძნებას. სწორედ ეს შეგრძნებები აქვთ სიმსივნით დაავადებულებს — ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის შედეგად. ასეთი ადამიანები უბრალოდ ვერ ჭამენ, და ТНС შეუძლია რეალურად დაეხმაროს ამ პროცესში (რა თქმა უნდა ლეგალიზაციის შემთხვევაში).
კანაფის დადებითი მოქმედება აღნიშნულია თვალის დაავადების დროს, თვალის შიდა წნევის შემთხვევაშიც. ეს შესწავლილი და დამტკიცებულია კვლევების საფუძველზე — კანაფის ზემოქმედებისას წნევა 50% -ით მცირდება.
გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში, მდგომარეობა შეიძლება ფსიქიკისათვის საშიში, მაგრამ არა სიცოცხლისათვის. მაგრამ კანაბისი აკრძალულია ბევრ ქვეყანაში.
კანაფი — ჯიუტი მცენარეა, მისი ყლორტები მზისკენ იკვლევენ გზას. დრონაბინოლი — სწორედ ასეთი სახელი აქვს სინთეთიკურ THC, მისი მოხმარება დაუშვეს ამერიკაში 1985 წელს. მარინოლი (ზუსტად ასეთი სახელწოდებით გამოდის დრონაბინოლი) ცოტა მოგვიანებით დაშვებულ იქნა კანადაშიც.
მათ არ ჩამოუვარდება დასავლეთ ევროპაც, სადაც აქტიურად იკვლევენ კანაფის სამკურნალო ეფექტს. ბრიტანეთის 3 კლინიკა შეისწავლის შიცით დაავადებულებზე სინთეტიკური THC, კანაფისა და პლაცებოს ექსტრაქტი.
საინტერესოდ განვითარდა კანაფის ისრორია გერმანიაში. ფედერალური მედიკამენტური ინსტიტუტისა და პარაფარმაციის პაციენტებს ბერლინში შეუძლიათ განცხადებით მიმართონ, ТНС შემცველი მედიკამენტები მიღებისათვის. ეს დაუშვაგერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ. ჩინოვნიკების წყალობით, გადაწყვეტილება ცალმხრივია, თხოვნა შეიძლება, მიღება არა. ყველა ასეთი თხოვნა უარყოფილია.
წინ გამოვიდა შუა შვეიცარია. აქ ასეთი წამლები უკვე გაყიდვაშია, საჭიროა მხოლოდ საზღვარზე გადასვლა. ხოლო რუსეთში დისკუსიები ТНС არ მიმდინარეობს. აქ დომინირებს ხალხური ტრადიცია — ცხელი სასმელები არჩენს ყველაფერს.