ვრეცხავთ კანაფს: როდის და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს სწორად?

ვრეცხავთ კანაფს

სიტყვა „გამორეცხვა“-მ შეიძლება გამოიწვიოს მორწყვის ასოციაცია, მათში ვისაც კარგად არ აქვს წარმოდგენა კანაფის მოყვანაზე, სინამდვილეში ეს ნიშნავს შესვენებას მცენარის სასუქებით კვებაში. გამორეცხვა ეს არის მცენარის ჩვეულებრივი, სუფთა  წყლით საზრდოობა. ერთი შეხედვით ეს პროცესი უმარტივესია, თუმცა ახალბედები ხშირად აწყდებიან პრობლემებს. ყველამ არ იცის როდის უნდა შეწყდეს მცენარის სასუქით კვება და რამდენი ხანი უნდა ირეცხებოდეს მიწა.

როდის რეცხავენ კანაბისს?

მცენარის სასუქით კვება უნდა შეწყდეს და მოირწყას წყლით იმ შემთხვევაში, თუ:

  • თქვენ ცვლით სასუქს;
  • აღმოფხვრავთ საკვები საშუალებების ზედმეტობას და დისბალანსს;
  • თუ აპირებთ მოსავლის აღებას.

კვების რეჟიმის შეცვლა

გროვინგის ეტაპების ცვლილებისას უნდა იცვალოს სასუქებიც. თუ ვეგეტაციის ეტაპზე აზოტისა და საკვები მინარევების მაღალ შემცველობაზე კეთდება აქცენტი, ყვევილობისას უნდა მივაწოდოთ მეტი ფოსფორი და კალიუმი. როდესაც სრულდება ეს გადასვლა, უნდა მივცეთ საშუალება მცენარეს ამოწუროს თავისი რესურსები. ამის მეშვეობით თქვენ ამზადებთ კანაბისს განვითარების ახალი სტადიისათვის. შეიძლება გავლილი პარალელი ადამიანის ორგანიზმთან, როცა ახალი ნაჭამები ვართ, კუჭში არ რჩება ადგილი სხვა კერძებისათვის. ჩვენ უნდა მოვიცადოთ სანამ მოვინელებთ საკვებს და კვლავ გაჩნდება შიმშილის გრძნობა.

სასარგებლო ნივთიერებების დაბლოკვა

ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ისეთი პირობების ფორმირება, რომ სასუქებმა ვერ მიაღწიონ მცენარის ფესვებამდე. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზების გამო — არაზომიერი კვებისას — pH-ის — მჟავა ტუტის ბალანსის მაჩვენებლის ცვლილება და ა. შ. ნივთიერებები გროვდება საფუძველში, კანაბისი კი რჩება კვების გარეშე. გამორეცხვა შეძლებს ყველაფრის აღდგენას და უზრუნველყოფს ნუტრიენტების ფესვებამდე მიწოდებას. კანაფი განაგრძობს ზრდას.

მოსავლის აღების წინ

მოსავლის აღებამდე 1 კვირით ადრე აუცილებელია მოვაწყოთ ნიადაგის ფინალური რეცხვა, რათა მცენარემ გამოიყენოს საკუთარი რესურსები, სრულად გადაამუშავოს ის ნივთიერებები, რაც თავად მასშია დარჩენილი. არ მოერიდოთ საბოლოო გამორეცხვას, ის აუმჯობესებს მარიხუანას სუნსა და გემოს.

ნიადაგის სწორი გამორეცხვა

მეთოდი მდგომარეობს მცენარის ნიადაგის უზრუნველყოფას სრულიად სუფთა წყლით. თუ უნდა აღმოიფხვრას ბლოკირება, დაასხით კანაბისს pH-ის დასადგენი ხსნარი, ის უნდა იყოს 6,0-6,8- ს ფარგლებში, ხოლო ჰიდროპონიკისათვის 5,5-6,5. ეს მაჩვენებლები მართებულია სხვა სასუქების მინარევებზე გადასასვლელად, მცენარიანი ქოთანი სრულად აავსეთ წყლით, დაინიშნეთ 15 წუთი და გაიმეორეთ პროცედურა.

სპეციალური ხელსაწყოს TDS-მეტრის მეშვეობით, შესაძლებელია გაიზომოს სასუქი ხსნარის (ნიადაგობრივი) მინერალიზაციის ხარისხი. შეადარეთ დრენაჟიდან აღებული წყლის და გამოსარეცხად გამოსაყენებელი წყლის მაჩვენებლები, ისინი უმნიშვნელოდ უნდა განსხვავდებოდნენ, რაც მეტყველებს სუბსტრატების სრულ გამორეცხვაზე.

გამორეცხვა მოსავლის აღებამდე ასევე დროულად უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მხოლოდ გააუარესებს კანაბისის ხარისხს.  შუალედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ზრდის პირობებზე, თუ კანაფი იზრდება მიწაში, მაშინ გამორეცხვა ხდება მოსავლის აღებამდე 1,5-2 კვირით ადრე, მინერალური ბამბა, ქოქოსის სუბსტრატი და ჰიდროპონიკის სხვა სახეობები ნაკლებ დროს, დაახლოებით 1 კვირას საჭიროებენ.

როდის არ შეიძლება კანაფის გამორეცხვა?

თუ თქვენ სასუქად იყენებთ ორგანულ ნივთიერებებს, მაშინ გამორეცხვას თქვენი მცენარეები არ საჭიროებენ. სუფთა წყალმა შეიძლება დაშალოს აწყობილი ეკოსისტემა. კანაბისი, რომელიც იზრდება ორგანიკაზე დიდი რაოდენობის ნიადაგში, ისედაც ყოველთვის ირწყვება სუფთა წყლით.

ასევე გახსოვდეთ, რომ ნიადაგის ზდმეტი დატენიანება უფრო მეტად ავნებს მცენარეს, ვიდრე წყლის დანაკლისი, ჩაატარეთ რეცხვა რეკომენდაციების მიხედვით და დააკვირდით მცენარეს, თუ ფოთლები ჭკნობას დაიწყებს, ესეიგი ისინი ვეღარ სუნთქავენ და შეწყვიტეთ მორწყვა.

გამორეცხვის შემდეგ შეგიძლიათ აიღოთ მოსავალი, არ დაგავიწყდეთ გირჩებზე ზრუნვაც, ისინი სათუთად უნდა გამოაშროთ და უმკურნალოთ მათ. მოსავლის სწორად აღება, რაც ამ პროცედურებს ითვალისწინებს, განაპირობებს საუკეთესო მოსავალს.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*