კვლევა: ტგკ-ს მაღალი შემცველობის კანაფის ყოველდღიური მოხმარება ამაღლებს ფსიქიკური დაავადებების განვითარების რისკს

კვლევა: ტგკ-ს მაღალი შემცველობის კანაფის ყოველდღიური მოხმარება ამაღლებს ფსიქიკური დაავადებების განვითარების რისკს

საკმაოდ დიდი ხანია მეცნიერებს და მედიკოსებს აინტერესებთ ფსიქოაქტიური მარიხუანას ნაირსახეობების მოხმარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების განვითარების რისკი. ცოტა ხნის წინ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადა მეცნიერების ჯგუფი დიდი ბრიტანეთიდან, რომელმაც 901 პაციენტის (ევროკავშირიდან და ბრაზილიიდან) პერსონალური ისტორიის ანალიზი ჩაატარა, რომელთაც ქონდათ ფსიქოზის სხვადასხვა ფორმების დიაგნოზი. მუშაობის შედეგები გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ის ბოლო ნომერში, სადაც ავტორები აღნიშნავენ, რომ ტგკ-ს მაღალი დონის შემცველი კანაფის რეგულარულ მოხმარებასა და ფსიქოზების გამოვლენას შორის არსებობს განსაზღვრული კორელაცია. ამასთანავე, მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არ გახლავთ იმის მტკიცებულება, რომ სწორედ ფსიქოაქტიურ კანაბინოიდებს შეუძლიათ მსგავსი გადახრების გამოწვევა მცენარის ხშირი მოხმარების დროს.

კავშირი კანაფის ხშირ მოხმარებასა და ფსიქოზების გამოვლენას შორის

საკმაოდ დიდი ხანია მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ კავშირი რეკრეაციული მიზნებით კანაფის რეგულარულ მოხმარებასა სხვა და სხვა ფსიქოლოგიური დაავადებების გამოვლენას შორის. გასული ასწლეულის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნების მთავრობა ცდილობდა მსგავსი ნაშრომების გამოყენებას, როგორც გასამართლებელ საბუთს მცენარის კრიმინალიზაციის შემოღებისა და გამკაცრებისათვის. მიუხედავად მათი მცდელობებისა, დაეკავშირებინათ კვლევები და მათი შედეგები დამოკიდებულების გამოწვევასა და ფსიქოლოგიური დაავადებების გამოვლენის რისკთან, კვლევები ყოველთვის მიუთითებდა რომ, მსგავსი ფენომენების წარმოშობაზე გავლენას კომპლექსურად ურთიერთდაკავშირებული ფაქტორების მასა ზემოქმედებდა. ახალი ნაშრომის დასკვნებიც ანალოგიურია.

რისი გარკვევა შეძლეს ბრიტანელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტის ჩატარების განმავლობაში? მონაცემები კვლევისათვის გროვდებოდა 2010-დან 2015 წლამდე ევროპისა და ბრაზილიის 11 სხვადასხვა ქალაქში. ინფორმაციის შეგროვების პროცესში მეცნიერებმა ჩამოართვეს ინტერვიუ 901 ადამიანს, რომელთაც გამოკითხვამდე 1 წლის განმავლობაში დასმული ქონდათ ფსიქოზის დიაგნოზი. შეგროვებული მონაცემების ანალიზით და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, პაციენტების ჩვენებები ეწინააღმდეგებოდა მოხალისეთა საკონტროლო ჯგუფის პასუხებს, რომელშიც 1237 ადამიანი შედიოდა. შედეგად, სტატისტიკამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ საშუალოდ, მაღალი ტგკ-ს შემცველობის მარიხუანას მომხმარებელი ადამიანები ნამდვილად შეიძლება უფრო მიდრეკილნი იყვნენ ფსიქოზისა და სხვა ფსიქიკური გადახრებისადმი, ვიდრე ადამიანები, რომლებიც არ მოიხმარენ მარიხუანას. „ჩვენ დავადგინეთ, რომ ფსიქოზების განვითარების რისკი კანაფის მომხმარებლებს შორის 5%ით მაღალია, ვიდრე ადამიანებში, რომლებიც არ მოიხმარენ მცენარეს რეკრეაციული მიზნებისათვის“, აღნიშნავს ნაშრომის დასკვნა.

საჭიროა აღინიშნოს, რომ ნაშრომი მკაფიოდ არ აღწერს განსაზღვრებას „მაღალი ტგკ-ს შემცველი მარიხუანა“. თუმცა ავტორები აღნიშნავენ, რომ ნაშრომში საუბარი სწორედ კანაფის მცენარეულ მასალაზე და არა მის ექსტრაქტებზეა, საერთო ჯამში მათ მოცემულ კატეგორიაში განსაზღვრეს მარიხუანას ნებისმიერი ჯიშები, რომლებიც 10%-ზე მეტ ტგკ-ს შეიცავს, რაც შეესაბამება ე.წ. „სკანკ კანაფის“ განსაზღვრებას, რომელიც ფორმალურად აღიარებულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მოსაზრების თანახმად „ტგკ-ს მაღალი შემცველობის კანაფის“ განსაზღვრება მოიცავს ფაქტიურად ყველა ლეგალურ და არალეგალურ, ბაზარზე არსებულ,  რეკრეაციული კანაფის თანამედროვე ჯიშს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორები პირდაპირ არ ადანაშაულებენ კანაფს ფსიქოზების გამოვლენის რისკში, ისინი მაინც აღნიშნავენ, რომ კანაფის გავრცელების შეზღუდვა „შეძლებს საგრძნობლად შეამციროს მსგავსი გადახრების ზრდის რისკი მოსახლეობაში“. სხვა მხრივ, ნაშრომის დასკვნა აღიარებს, რომ ფსიქიკური დაავადებების გამოვლენის რისკის საშუალო დონე და გაჩენილი დაავადებების ნაირსახეობა საგრძნობლად განსხვავდებოდა ბოლო ათწლეულში ჩატარებული 11 სხვა  მსგავსი ნაშრომის შედეგებისაგან.

საპირისპირო დასკვნები: ადამიანებს შეუძლიათ კანაფის გამოყენება ფსიქოზებისა და მათი სიმპტომების თერაპიაში

ადამიანებს შეუძლიათ კანაფის გამოყენება ფსიქოზებისა და მათი სიმპტომების თერაპიაში

როგორც აღნიშნეს ახალი ნაშრომის კრიტიკოსებმა, „კორელაცია კანაფის მოხმარებასა და ფსიქოზის გამოვლენას შორის, არ მიუთითებს იმაზე, რომ მცენარის გამოყენება არის მათი წარმოშობისა ან პროგრესირების მიზეზი“. კერძოდ, ჯგუფის ხელმძღვანელმა, ექიმმა მარტა დი ფორტიმ თავად აღიარა ინტერვიუში, რომ ფსიქოზის წარმოშობის რისკი კანაფის რეგულარული მოხმარებისას, გახლავთ მხოლოდ „პოტენციური შედეგი“ და არა მეცნიერულად დადგენილი კანონზომიერება.

სამეცნიერო ნაშრომის ერთ-ერთი კრიტიკოსი, ექიმი სიუზან გეიჯი, რომელიც გახლავთ ლივერპულის უნივერისტეტის ფსიქოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორი, აცხადებს, რომ სრულიად შესაძლებელია ნაშრომის ავტორებს არასწორად გაეანალიზებინათ შეგროვებული მონაცემები. კერძოდ, ექიმი აცხადებს, რომ მისმა კოლეგებმა არ მიაქციეს ყურადღება კანაფის მოხმარებასა და ფსიქოზის გამოვლენას შორის საპირისპირო კორელაციას. მკვლევარებმა დაუშვეს, რომ მცენარის მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს დაავადებების გამოვლენის რისკი, რადგან მსგავს მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი მედიკოსების უმრავლესობა, იმ მომენტზე დაუფიქრებლად, რომ ფსიქიკური გადახრებისადმი მიდრეკილი ადამიანები  ფსიქოლოგიური დაავადებების სიმპტომებისას იყენებენ მარიხუანას თვითმკურნალობის მეთოდის სახით.

მედიკოსების უმრავლესობის მოსაზრების მიუხედავად, რომ კანაფს შეუძლია ფსიქოლოგიური დაავადებების რისკის მომატება, არ ღირს იმის დავიწყება, რომ მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს მექანიზმი, რომლის წყალობითაც კანაბინოიდებს შეუძლია მსგავსი ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანის ტვინზე.

რაც შეეხება გამოკითხვას, აღსანიშნავია, რომ ექიმი დი ფორტი კოლეგებთან ერთად ეკითხებოდა პაციენტებს მარიხუანის მოხმარების შესახებ მხოლოდ ფსიქოლოგიური დაავადებების  პირველი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. მათ არ დაადგინეს რამდენად ხანგრძლივად შეეძლოთ პაციენტებს მოეხმარებინათ მარიხუანა დიაგნოზის დასმამდე, ასევე არ გაურკვევიათ კანაფის მოხმარების პერსონალური მიზეზები, რაც არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ექსპერიმენტის მონაწილეების უმრავლესობას შეიძლებოდა კანაფი თვითმკურნალობისათვის მოეხმარათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, იმის მიღმა, რომ ავტორები არ გამორიცხავენ შეცდომების არსებობას, ისინი უხმობენ მედიკოსებს გააგრძელონ კვლევები კანაფისა და ფსიქოზების განვითარების კავშირზე, რათა დაამტკიცონ ან უარყონ არსებული ჰიპოთეზა. კერძოდ, მწეველების უბრალო გამოკითხვის გარდა, რომლებსაც აქვთ ფსიქოლოგიური დაავადებები, მეცნიერებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ნერვულ სისტემასა და ტვინზე კანაბინოიდების ზემოქმედების მექანიზმს, იმ მიზნით, რათა დადგინდეს ფსიქოზების გამოვლენის შესაძლო ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლები.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*