კვლევა: კანაფი ეფექტურად უმკლავდება ასაკით გამოწვეულ ქრონიკულ ტკივილებს

ახალი მტკიცებულებები ოპიოდური ტკივილ გამაყუჩებლების ნაცვლად მარიხუანას გამოყენების სასარგებლოდ

როგორც გვიჩვენებს სტატისტიკა, ლეგალური კანაფის მომხმარებელთა დემოგრაფიული ჯგუფი ამერიკის ტერიტორიაზე გახლავთ „ბები ბუმერის“ თაობის წარმომადგენლები, ანუ 50 წელს ზევით ადამიანები. ამასთან, ყოველწლიურად, მომხმარებელთა საერთო რაოდენობა აღნიშნული ჯგუფიდან თანდათანობით ზრდას განაგრძობს. კანაფის მზარდი პოპულარობის მიზეზი ასაკოვანთა შორის მარტივია: რეფორმის ეტაპობრივ ზრდასთან ერთად მოხუცებმა მიაქციეს ყურადღება მასიურ ინფორმაციას, რომელიც მიგვითითებს კანაფის ეფექტურობაზე ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა ქრონიკული ტკივილი და კუნთების სპასტიურობა.

ამ დღეებში, ნიუ-იორკის მკვლევარებმა გამოსცეს ნაშრომი, რომელიც ავლენს მარიხუანას მაღალ ეფექტურობას ასაკობრივ დაავადებებთან დაკავშირებული ქრონიკული ტკივილების და სხვა სიმტომების დროს. ექსპერიმენტის შედეგები, რომლებშიც 75 წლის და ზევით 200 პაციენტი მონაწილეობდა, გვიჩვენებს, რომ კანაფის მცირე დოზებით მოხმარებაც კი არა მხოლოდ ამცირებს ტკივილის შეტევებს, არამედ ეხმარება პაციენტებს უარი თქვან ოპოიდურ ტკივილგამაყუჩებლებზე ჯანმრთელობისათვის ნაკლებად მავნებელი ალტერნატივის სასარგებლოდ.

ტგკ- და კბდ- ნარევი ეფექტურია ტკივილის დაძლევისათვის, რომლის პროვოცირებას ასაკობრივი დაავადებები ახდენენ

პროექტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ლაზლო მეხტლერმა, რომელიც ამჟამად დენტის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის (ნიუ-იორკი) ხელმძღვანელი გახლავთ, ასევე ნეირო ონკოლოგიის წაყვანი სპეციალისტის თანამდებობა უკავია როზუელ პარკ — ონკოლოგიური დაავადებების თერაპიის ინდტიტუტში, გაზეთ Tribune-თან ინტერვიუში მარტივად აღწერა ნაშრომის დასკვნები. „პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა პირადად ადასტურებს, რომ კანაფმა ბევრად გააუმჯობესა მათი ზოგადი მდგომარეობა“- აცხადებს მეხტლერი ჟურნალისტებთან.

ექსპერიმენტის ბოლოს 200 მოხალისიდან ნახევარმა განუცხადა ექიმებს, რომ კანაფის მოხმარების შედეგად, ნაკლებად გრძნობდნენ ქრონიკულ ტკივილებს. ამის მიღმა, მოხალისეთა 18%-მა განაცხადა, რომ კანაფმა საგრძნობლად გააუმჯობესა მათი ძილი; 15%-მა აღნიშნა, რომ კანაფის ერთჯერადმა მოხამრებამაც კი შეამცირა ტკივილის შეგრძნება ნერვულ დაბოლოებებში; კიდევ 10% აცხადებს, რომ მცენარე დაეხმარათ ნერვოზულობისა და აგრესიის გამოვლენის შემცირებაში. საერთო ჯამში ყოველი მე-7 პაციენტი აცხადებდა, რომ კანაფი, ამა თუ იმ ფორმით, აუმჯობესებდა მათ ზოგად მდგომარეობას. პაციენტების შერჩევისას მონაწილეთა 75%-ს ჰქონდა დასმული სხვა და სხვა ასაკობრივი დაავადებების დიაგნოზი, რომელთაც ახლდათ ქრონიკული ტკივილი და კუნთების სპასტიურობა. დანარჩენი 25% განიცდიდა მძიმე დაავადებებს ეპილეფსიის სხვა და სხვა ფორმებიდან დაწყებული ონკოლოგიით დამთავრებული, რომელთაც მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ.

კერძოდ, ექსპერიმენტის ჩატარებისას, მეცნიერებმა ყურადღება იმ ეფექტს მიაქციეს, რომელსაც ტგკ ახდენს პაციენტების მდგომარეობაზე. როგორც მოსალოდნელი იყო ექიმებისათვის, მონაწილეთა დაახლოებით მესამედი გრძნობდა შესამჩნევ უარყოფით ეფექტებს, დაღლილობის და ძილიანობის სახით, რაც დაკავშირებულია კანაბინოიდების მიღებასთან. კბდ-ს დახმარებით ტგკ-ს პროპორციების დაბალანსების შემდეგ, მსგავსი ეფექტები მხოლოდ 21%-ს აღენიშნებოდა. ბოლოს უარყოფითი ეფექტების გაგრძელების გამო, მონაწილეთა მხოლოდ 3%-მა დატოვა ექსპერიმენტი დროზე ადრე.

როგორც აღნიშნავს ექიმი მეხტლერი, კანაფის მოხმარების ფორმას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა მცენარის ეფექტის გამოვლენისათვის. თუმცა, პაციენტები, რომლებიც ერთნაირი პროპორციებით ტგკ და კბდ-ს მოიხმარდნენ, აღნიშნავდნენ, რომ წამალი ავლენდა უფრო ძლიერ თერაპიულ ეფექტს, ნეგატიური ეფექტების გამოვლენის გარეშე.

ახალი მტკიცებულებები ოპიოდური ტკივილ გამაყუჩებლების ნაცვლად მარიხუანას გამოყენების სასარგებლოდ

ახალი მტკიცებულებები ოპიოდური ტკივილ გამაყუჩებლების ნაცვლად მარიხუანას გამოყენების სასარგებლოდ

როგორც იქნა, ექსპერიმენტის დასასრულისათვის ავტორებმა საინტერესო განსაკუთრებულობა აღმოაჩინეს: ნევროზულობის გრძნობის და ტკივილების გაქრობის გარდა, კანაფის მოხმარებამ საშუალება მისცა მრავალ მონაწილეს, შეემცირებინათ, ან საერთოდ უარი ეთქვათ ოპიოდურ ტკივილგამაყუჩებლებზე.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს მორიგი მტკიცებულება, რომ კანაფს შეუძლია ეფექტურად შეცვალოს სიცოცხლისათვის ბევრად სახიფათო ნივთიერებები, როგორებიცაა ოპიოდები “, აღნიშნავს ექიმი მეხტლერი. „შესაძლოა, რომ მსგავსი კვლევები, საბოლოოდ შეძლებს ქვეყნის ფედერალური და რეგიონალური ხელმძღვანელობის დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ბრძოლის საშუალება ე.წ. „ოპიოდურ კრიზისთან“, რომელსაც ყოველდღუირად 115 ამერიკელის სიცოცხლე მიაქვს“.

„ე.წ. „ოპიოდური წამლებისგან“ განსხვავებით, მე არ მსმენია, რომ ვინმე მარიხუანის ზედოზირებით გარდაცვლილიყო“, დასძენს ექიმი.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგი ჯერ არ შესწავლულა და არ მომხდარა მათი ვერიფიცირება მედიკოსთა მიერ. მეხტლერი გეგმავს წარადგინოს მისი დასკვნები პროფესიონალი საზოგადოების სასამართლოზე, ექიმი ნევროლოგების ამერიკული საზოგადოების წინაშე, კონფერენციაზე, რომელიც თვის ბოლოს ფილადელფიაში ჩატარდება.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*