კანაფის მოყვანისათვის საჭირო სივრცის შექმნა

კანაფის მოყვანისათვის

სინათლის გამტარიანობა

პირველ რიგში, კანაფის ფოტოპერიოდული ჯიშების მოსაყვანად, სივრცე უნდა იყოს სინათლის გაუმტარი. იმისათვის, რომ კანაფმა კარგად იყვავილოს, საჭიროა 12 საათი სრული სიბნელე და 12 საათი სინათლე. სიბნელის 12 საათიანი პერიოდის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მოსავლიანობის შემცირება, ან სრული უმოსავლიანობა. ამიტომ საჭიროა ყურადღებით დაათვალიეროთ შენობა და დარწმუნდეთ, რომ მასში სინათლე არ აღწევს. თუ შეამჩნევთ, რომ მასში მაინც შემოდის შუქი,  მოგიწევთ ყველა ხვრელს და ღრიჭოს მიაწებოთ სპეციალური შუქგაუმტარი ლენტი. შენობაში სინათლის შეღწევა მოახდენს არასასურველ გავლენას თქვენს მცენარეზე და მნიშვნელოვნად შეამცირებს მის მოსავლიანობას. გარდა ამისა, სიბნელის რეჟიმის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მამრი მცენარეების გაჩენა. მამრი მცენარეები ძალიან მალე დამტვერავს ყველა მდედრ მცენარეს, რის შედეგადაც ყველა კოკორი აივსება თესლებით.

თუ დარგულია რეგულარული ჯიშები, კანაფის კარგი მომყვანი  ყოველთვის ამოწმებს თავის მცენარეებს, იმისათვის, რომ დროულად მოაშოროს მამრი ბუჩქები. მამრ ჯიშებს აქტიური მტვერის გამოსაყოფად ჭირდება რამოდენიმე კვირა. გარდა ამისა კანაფის მოსაყვან სივრცეში შუქის შეღწევისას, როგორც წესი, მცენარე რთულად იწყებს ყვავილობას, რაც თავის მხრივ ახდენს უარყოფით გავლენას მის მოსავლიანობაზე. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ ელექტრო დანადგარებს, რომლებსაც თქვენ ტოვებთ შენობაში მცენარის გასახარებლად, რამდენადაც ისინი უზრუნველყოფილია მცირე ნათურებით, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს ღამის რეჟიმი თქვენი მცენარისათვის. ამ მიზეზით ყველა ნათურას და სინათლის ყველა სხვა წყაროს უნდა მიაწებოთ სინათლის გაუმტარი ლენტი.

ჰერმეტულობა

მას შემდეგ, რაც მცენარე გაიხარებს და გაუჩნდება კარგი კოკრები, ისინი გამოსცემენ სუნს. მცენარეების სუნი იქნება საკმაოდ მძაფრი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენობა იყოს მჭიდროდ დახურული.

მცენარის მოსაყვან შენობაში უნდა იყოს ხვრელებისა და ღრიჭოების მინიმალური რაოდენობა, საიდანაც შეიძლება მარიხუანას სუნმა გააღწიოს, უკეთესია თუ ისინი სულ არ იარსებებს. მას შემდეგ რაც მცენარე დაიწყებს სუნის გამოშვებას, თქვენ მას იმდენად ხშირად ინახულებთ, რომ შეეჩვევით მის არომატს. ამგვარად თქვენ ვეღარ შეამჩნევთ მცენარის სუნს, მაშინ როდესაც თქვენი მეზობლები ან სტუმრები მძაფრად შეიგრძნობენ მას.

კლიმატი

ჰერმეტულობათან ერთად მცენარის მოყვანისათვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კლიმატის კონტროლი. კარგი კლიმატის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია მცენარის მოსავლიანობისათვის. მცენარის მოსაყვანი შენობა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ იქიდან გარეთ არ აღწევდეს არასასურველი სუნი და მასში არ აღწევდეს ორპირი ქარი. გარდა ამისა შენობა უნდა იყოს კარგად დაცული მწერებისა და სხვა მავნებლებისაგან.

კარგი შენობა უნდა გავდეს იზოლატორს, რომელშიც და რომლიდანაც ვერაფერი ვერ უნდა აღწევდეს თქვენს მეთვალყურეობის გარეშე.

მას შემდეგ, რაც უზრუნველვყოფთ შენობას სინათლის გაუმტარობითა და ჰერმეტულობით, უნდა შევქმნათ მცენარისათვის იდეალური კლიმატი, რომელშიც ისინი გარდაიქმნებიან გიგანტებად და დაიწყებენ ზრდას ელვისებრი სისწრაფით. შენობაში კლიმატი უნდა იყოს თანაბარი და მუდმივი, ამიტომ თქვენ დაგჭირდებათ ერთი ან რამოდენიმე ვენტილატორი, რათა უზრუნველყოთ ჰაერის კარგი მოძრაობა.

გარდა ამისა ვენტილატორის გამოყენებისას ღერო იქნება სქელი და მცენარე ძლიერი, ხოლო მოსავლიანობა იქნება ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე უვენტილატოროდ მოყვანილი მცენარის. თუ თქვენ გაქვთ საკმარისი ფული, ჩვენ გირჩევთ შეიძინოთ თერმოსტატი, ჰიგროსტატი ან თერმოჰიგროსტატი. თქვენ შეგიძლიათ შეუერთოთ თერმოსტატი გამწოვ ვენტილატორს, რაც საშუალებას მოგცემთ შენობაში დააყენოთ მაქსიმალურად სასურველი ტემპერატურა, მაგ. 28 გრადუსი. თუ ტემპერატურა გადააჭარბებს ნიშნულს, გამწოვი ვენტილატორი მას კვლავ დააბრუნებს 28 გრადუსზე. ჰიგროსტატი ასევე შეიძლება შეერთებული იყოს გამწოვ ვენტილატორთან ჰაერის ტენიანობის შესანარჩეუნებლად.

ჰაერის ტენიანობა

თუ შენობაში მოიმატებს ჰაერის ტენიანობა, მაშინ გამწოვი ვენტილატორი შეიწოვს ჰაერს შენობიდან, სანამ ის არ მიაღწევს ოპტიმალურ დონეს. ვენტილატორის ბრუნების სიჩქარე  შეიძლება რეგულირდებოდეს შესაბამისი გადამრთველით, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ის ჩართული დაბალ სიჩქარეზე, რათა შენობაში მუდმივად შედიოდეს სუფთა ჰაერი.

ჰაერის ტენიანობის რეგულირებისათვის თქვენ დაგჭირდებათ ჰაერის დამატენიანებელი. ისინი არც ისე ძვირია და წარმოადგენს კარგ ინვესტიციას. გარდა ამისა მათში ხშირად არის ჩადგმული ჰიგროსტატი, ამიტომ საჭიროა მხოლოდ საჭირო ტენიანობის დაყენება და ჰაერის დამატენიანებელი თავად იზრუნებს მის შენარჩუნებაზე.

მცენარის ზრდისას ეს ყოველივე ახდენს ნამდვილ სასწაულებს. ტენიანი ჰაერის შემთხვევაში ზრდის სისწრაფე შეიძლება ორჯერ გაიზარდოს, რაც მისი მოყვანის დროს ამცირებს.  დიდი შენობის გათბობა მნიშვნელოვნად განსხვავდება მცირე ზომის შენობის გათბობისგან. ჰაერის ტენიანობის მომატება მცირე შენობაში მცენარის მოყვანის პირველ კვირების განმავლობაში ნაკლებად რთულია, ვიდრე დიდ შენობაში. დიდ შენობაში თქვენ ასევე მარტივად შეგიძლიათ ტენიანობის მომატება, მაგრამ შემდგომში თქვენ ამისათვის დაგჭირდებათ ძვირადღირებული დანადგარების დიდი რაოდენობა და რამდენადაც თქვენ ახალბედა ხართ, არ ღირს ზედმეტი ფულის ხარჯვა.

თუ თქვენ გაქვთ ზედმეტი ფული, უკეთესია დახარჯოთ შენობის იზოლაციაზე, თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია. გარდა ამისა შენობის ერთ მხარეს, ქვედა ნაწილში, უნდა იყოს დატოვებული ხვრელები ჰაერის შემოსასვლელად. შენობის მეორე მხარეს კი, ზედა ნაწილში, აუცილებლად უნდა დააყენოთ გამწოვი ნასოსი. ის გაიწოვს შენობიდან თბილ ჰაერს. თბილი ჰაერი ადის ზევით, ამიტომ ნასოსი უნდა დაყენდეს შენობის ყველაზე მაღალ წერტილში.

გარდა ამისა, თუ თქვენ გაუკეთებთ ნასოსს ნახშირის ფილტრს, თქვენ შეძლებთ მოაშოროთ შენობიდან მცენარის ძლიერი სუნი. ნახშირის ფილტრი და ვაკუუმის ნასოსი წარმოადგენს მცენარის მოსაყვანი შენოშენობის განუყოფელ ნაწილს. ფილტრის შეცვლა სასურველია  ხუთი მოსავლის აღების შემდეგ, ან ერთი წლის შემდეგ. ნასოსის წარმადობა უნდა შეესაბამებოდეს შენობის ზომას, ამიტომ საჭიროა მისი გაზომვა. ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ შენობის მოცულობის გასაზომად უნდა გავამრავლოთ სიგრძე სიგანეზე და სიმაღლეზე.

სასურველია ყოფელთვის შევიძინოთ ისეთი ნასოსი, რომლის წარმადობა აჭარბებს შენობის რეალურ მოცულობას. ზაფხულის ცხელ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია შენობაში ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება. ამგვარად თქვენ უნდა შარჩიოთ შედარებით მაღალი წარმადობის ნასოსი. მაგალითად, თუ თქვენი შენობის მოცულობა 500 კუბური მეტრია, მაშინ უნდა შეიძინოთ ვენტილატორი 750-1000კუბური მეტრი მოცულობის ფართისათვის.

აღნიშნული მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ზამთრის ცივ თვეებში თქვენ შეგიძლიათ ამუშავოთ ის დაბალ სიმძლავრეზე, ხოლო ზაფხულის ცხელ თვეებში მაქსიმუმზე და შეინარჩუნოთ ტემპერატურა 30 გრადუსზე.

გარდა ამისა დაბალ სიჩქარეზე მომუშავე დიდი ვენტილატორი გამოსცემს ბევრად დაბალ ხმას, ვიდრე მაქსიმალურზე მომუშავე პატარა ვენტილატორი. ამასთანავე, თუ მომავალში თქვენ მოინდომებთ შენობის გაფართოებას, თქვენ აღარ დაგჭირდებათ ახლის ყიდვა.

რაც უფრო დიდია თქვენი ვენტილატორი, მით უკეთესია. არ აქვს აზრი მცირე ვენტილატორის ყიდვას, რომელიც იმუშავებს მაქსიმალურ სიმძლავრეზე, როცა იგივე შეუძლია დიდს დაბალზე. შენობის ქვედა ნაწილში განთავსებული ჰაერის შემოსასვლელი და ზედა ნაწილში განთავსებული ჰაერის გასასვლელი ხვრელების დახმარებით იქმნება ჰაერის მუდმივი ნაკადი, რომელიც აწვდის შენობას სუფთა ჰაერს, ავსებს მისით მცენარეებს და შემდეგ გადის ზედა ხვრელებიდან.

ეს ახდენს დადებით გავლენას მენარეებზე, რამდენადაც მცენარეებს შეუძლიათ მიიღონ სუფთა ჰაერი და გამოყონ ნახშირორჟანგი. ამის შემდეგ დამუშავებული ჰაერი გადის შენობიდან. მავნებლებისაგან მცენარის დასაცავად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეილონის ჩულქები ან სპეციალური წინდები, რომლებითაც უნდა დახუროთ ხვრელები, საიდანაც შემოდის ჰაერი, რათა თავიდან აიცილოთ მავნებელი მწერების შემოღწევა.

ამასთანავე არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ხვრელებიდან შენობაში არ უნდა შემოაღწიოს სინათლემ. თუ თქვენ მიაერთებთ ხვრელებს პოლი ვინილის ქლორიდის მოხრილ მილებს, ისინი არ შემოუშვებენ სინათლეს და არ შეუშლიან ხელს ჰაერის თავისუფლად შემოსვლას. ჰაერის კარგი მიწოდებისათვის არსებობს მრავალი მეთოდი. ყველა მეთოდი კარგია, მნიშვნელოვანია დაიცვათ ორი მთავარი წესი: ჰაერის შემოსასვლელი ხვრელები უნდა მდებარეობდეს შენობის ქვედა ნაწილში და შენობა უნდა იყოს ბნელი.

თუ თქვენ ვერ აკეთებთ ხვრელებს ნასოსისათვის, შეგიძლიათ შეიძინოთ იაფფასიანი კარები და გააკეთოთ მასში ხვრელი ჰაერის გასასვლელად. მსგავს მეთოდს ხშირად იყენებენ პროფესიონალი კანაფის მომყვანები.

ვარჩევთ ადგილს კანაფის მოსაყვანად

ვარჩევთ ადგილს კანაფის მოსაყვანად

მოკლედ, კმარა შესავალი სიტყვები, შევუდგეთ გროუბოქსის მოწყობას. ამ მიზნით თქვენ დაგჭირდებათ კვადრატული მეტრი თავისუფალი ფართი , რომელიც ყოველთვის მოიძებნება. ყველაზე ხშირად ასეთი სივრცე მოეპოვებათ სხვენზე, სარდაფში ან თავისუფალ ოთახში. გარდა ამისა თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინსტრუმენტები: ხის სტეპლერი, ხერხი, შავ-თეთრი პოლიმერი, დრელი, ვინტები, მაკრატელი, რამოდენიმე ხის ფიცარი და რათქმაუნდა კვადრატული მეტრი თავისუფალი სივრცე.

ამ ინსტრუმენტების დახმარებით ჩვენ შემოვღობავთ სივრცეს ყველა მხრიდან. თუ თქვენ გსურთ მცენარის მოსაყვანად გამოიყენოთ ოთახის მცირე ნაწილი, თქვენ ის უნდა შემოღობოთ, რათა შესაძლებელი იყოს დარჩენილი სივრცის სხვა მიზნებისთვის გამოყენება. თუ თქვენ არ შემოღობავთ მცენარის მოსაყვან სივრცეს, მას შემდეგ რაც მცენარე იყვავილებს, მთელს ოთახი იდგება კანაფის მძაფრი სუნი.

შემოღობვის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ შეძლებთ სრულად გამოიყენოთ თქვენი განათება. კარგი განათება არსებით გავლენას ახდენს მცენარის მოსავლიანობაზე, მითუმეტეს რომ სინათლის რაოდენობა, რომელსაც ღებულობს მცენარე, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის მოსავლიანობას. თუ თქვენ შემოღობავთ ფართს თქვენს შენობაში ყველა მხრიდან, დაფარავთ მას თეთრი ამრეკლავი ფირით, შუქი არ გააღწევს საზღვრებიდან და გაანათებს მხოლოდ თქვენს მცენარეებს. თუ თქვენ ვერ გააკეთებთ ამას, სინათლე გაიფანტება მთელს ოთახში, შესაბამისად თქვენ ვერ გამოიყენებთ დანარჩენ სივრცეს.

მცენარეების მოსაყვანი ფართის შემოღობვა თეთრი ამრეკლავი ფირით არის ყველაზე იაფი საშუალება მოსავლიანობის გაზრდისათვის. უფრო მარტივი და იაფი საშუალება არ არსებობს. მაილარი — დღეისათვის საუკეთესოა ამ მიზნის მისაღწევად. მისი მეშვეობით შუქი არ გასცდება საზღვრებს. მაილარი შედარებით ძვირია შავ-თეთრ ამრეკლავ ფირზე, მაგრამ ის ირეკლავს სინათლის 99%-ს, რომელსაც ასხივებს თქვენი სანათი. საუკეთესო შედეგის მისაღებად მაილარი უნდა დაამაგროთ ისე, რომ ის მაქსიმალურად სწორი იყოს. ამრეკლავი საშუალებით ფართის შემოღობვა არის მისი მოწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა მცენარის მოსაყვანად, იმის მიუხედავად თუ რა მასალას გამოიყენებთ. თქვენ შეგიძლიათ შემოღობოთ სივრცე თეთრი კედლებით, ან უბრალოდ გამოიყენოთ პოლიმერული ფირი.

ფართის შემოღობვა, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ საჭირო მასალები, 30 წუთზე მეტს არ წაგართმევთ. მე გამოვიყენე დაახლოებით 1,2 მ. სიგრძის 8 ცალი და 6 ცალი 1,7მ. სიგრძის ხის ფიცარი. სიმაღლე 1.7 მ. მე განვსაზღვრე სარდაფის ჭერის სიმაღლის შესაბამისად. ფიცრის სიგრძე თქვენს მიერ შერჩეული შენობის სიმაღლეზე ოდნავ ნაკლები უნდა იყოს.

თუ თქვენი ოთახის სიმაღლე 2 მეტრია, თქვენ უნდა მოამზადოთ დაახლოებით 1,97 მ. სიგრძის 8 ცალი ფიცარი. მარტივად რომ ვთქვათ, ფიცრის სიგრძე რამოდენიმე სანტიმეტრით ნაკლები უნდა იყოს ჭერის სიმაღლეზე. პირველი ნაბიჯი საკმაოდ მარტივია: ჩვენ ვაკეთებთ ხის ჩარჩოს ორი ჰორიზონტალური 1,2 მ. სიგრძისა და ორი ვერტიკალური (ჩემს შემთხვევაში 1,7 მ.) ფიცრების მეშვეობით. ეს კეთდება ძალიან მალე და მარტივად: თქვენ უბრალოდ უნდა აიღოთ 2 ფიცარი, დრელით გახვრიტოთ მათში ხვრელები და შეაერთოთ ვინტებით.

მის შემდეგ, რაც თქვენ გააკეთეთ ხის ჩარჩო, აუცილებელია კარგად დაფაროთ ის ამრეკლავი ფირით. ფირი უნდა დაამაგროთ ძალიან დიდი ყურადღებით. ამ მიზნით აუცილებელია სტეპლერის გამოყენება, მას შემდეგ რაც მას დაამაგრებთ ხის ჩარჩოზე, ზედმეტი ნარჩენები მოჭერით მაკრატლით.

ამგვარად ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი პირველი ამრეკლავი ეკრანი. ახლა უნდა გავაკეთოთ კიდევ ერთი ასეთივე ეკრანი, ოღონდ ამჯერად უნდა გამოვიყენოთ ერთი 1,7 მ. საყრდენით ნაკლები. მიამაგრეთ ერთი 1.7 მ. სიგრძის და ორი 1,2 მ. სიგრძის ფიცარი ამრეკლავ ეკრანს, რომელიც უკვე გააკეთეთ. დაფარეთ ფიცრები ფირით, დაამაგრეთ ის სტეპლერის მეშვეობით, რის შემდეგაც მოჭერით ზედმეტი ფირი. ჩვენ მივიღებთ ერთმანეთთან მიმაგრებული ამრეკლავი ეკრანის 2 ნაწილს. ჩვენ არ ვაკეთებთ ცალკეულ თავისუფლად დაკიდებულ ეკრანებს. სივრცის მოპირდაპირე მხარეს უნდა გაკეთდეს ასეთივე ეკრანი და დამაგრდეს პირველი ეკრანის საყრდენზე.

შედეგად ჩვენ გვექნება სამი ერთმანეთთან მყარად მიმაგრებული ამრეკლავი ეკრანი. ახლა მოცემული კონსტრუქციით საჭიროა შემოვღობოთ თქვენს მიერ შერჩეული ფართი. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეკრანები უნდა იყოს შედარებით დიდი, ვიდრე სივრცე. ეს კეთდება იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ადგილი ვენტილატორისა და სხვა დანაგარებისათვის. ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავაკეთოთ კიდევ ერთი ეკრანი ორი 1,2 მ. და ორი 1,7 მ. სიგრძის ფიცრებით.

ეს ცალკე, თავისუფლად დაკიდებული ეკრანი შეასრულებს კარების როლს კანაფის მოსაყვან სივრცეში შესასვლელად. მოცემული ეკრანი უნდა დამაგრდეს შემოღობვის მხარეს. ამგვარად ჩვენი სივრცე დალუქული იქნება ყველა მხრიდან. ახლა მცენარის მოსავლელად და მასზე დაკვირვებისათვის საკმარისი იქნება მხოლოდ იმ ეკრანის გახსნა, რომელიც კარების როლს ასრულებს. ასეთ სივრცეში სანათის შუქი არ გაცდება მის საზღვრებს, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენი მცენარის მოსავლიანობაზე. გარდა ამისა არც მცენარის სუნი გაცდება მის საზღვრებს, რადგან ის გაიწოვება ნასოსისა და ფილტრის მეშვეობით. თქვენ შეგეძლებათ გამოიყენოთ შენობის დანარჩენი ნაწილი სხვა დანიშნულებით.  კანაფის შემოქმედებითი მომყვანები თავის შენობას ხელოვნების ნიმუშად აქცევენ.

შესაგროვებელი კონტეინერი

შესაგროვებელი კონტეინერი

კანაფის მოსაყვანი შენობა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მასში ადვილი იყოს სისუფთავის დაცვა, ამიტომ მე გადავწყვიტე გავაკეთო შესაგროვებელი კონტეინერი, რომელშიც შესაძლებელია დაიდგას ქოთნები მცენარეებით. ამ მიზნით აუცილებელია გაკეთდეს 1.1 მ. სიგანის და 15 სმ. სიმაღლის ჩარჩო. ჩარჩოს სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს. ამის შემდეგ ის უნდა დაიფაროს ამრეკლავი ფირით (ყურადღება მიაქციეთ, რომ ფირი არ იყოს გახვრეტილი). ასეთი კონტეინერის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მეშვეობით შენობაში მარტივად შეიძლება სისუფთავის დაცვა. გარდა ამისა, შენობაში სისუფთავის დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს მცენარის დაავადებების რისკს.

შესაგროვებელ კონტეინერში მოხვდება ნაგავი, ნიადაგი, ჩამოცვენილი ფოთლები და დაღვრილი წყალი. მოსავლის აღების შემდეგ თქვენ ადვილად შეძლებთ ამოიღოთ კონტეინერი და გაასუფთავოთ ის. რის შემდეგაც თქვენი სივრცე კვლავ სუფთა გახდება და მზად იქნება ახალი მცენარეების დასარგავად. თუ თქვენ არ გამოიყენებთ შესაგროვებელ კონტეინერს, თქვენი შენობა მალე აივსება ნაგვით.

გარდა ამისა კონტეინერი მცენარეების გამოსარეცხადაც გამოგადგებათ. „გამორეცხვა“ — ეს არის ზედმეტი სასუქისა და დანამატების მოშორება ნიადაგიდან. დიდი ოდენობით სუფთა წყლით მორწყვისას ის რეცხავს მკვებავი ნივთიერებების და მარილების ნარჩენებს, რომლებიც გროვდება სასუქის დიდი ოდენობით გამოყენებისას. ზოგიერთი კანაფის მომყვანი რეცხავს მცენარეს 2 კვირაში ერთხელ, რათა კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნოს გარემო, რომელშიც იზრდება მცენარე.

შესაგროვებელი კონტეინერის მეშვეობით თქვენ ადვილად შეძლებთ მცენარის გამორეცხვას, რადგან ზედმეტი წყალი მოხვდება კონტეინერში და არ მოგიწევთ წყლის მოწმენდა. კონტეინერის სხვა უპირატესობანი იმაში მდგომარეობს, რომ ნიადაგში მცენარის მოყვანისას თქვენ შეგიძლიათ აავსოთ ის წყლით და მცენარე იქიდან თავად აიღებს საჭირო საკვებ ნივთიერებებს. ამავდროულად ის შეასრულებს ქვესადგამის როლს ქოთნებისათვის.

ამგვარად თქვენ გექნებათ დიდი ქვესადგამი ქოთნებისათვის, რის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ სასუქების ოპტიმალურად გამოყენებას, რამდენადაც მცენარე შთანთქავს სწორედ იმდენ საკვებ ნივთიერებას, რაც მას სჭირდება. თუ თქვენ არ იქნებით 3-4 დღის განმავლობაში, შეგიძლიათ აავსოთ კონტეინერი წყლით და მცენარე არ გახმება. კონტეინერი თამაშობს ავტომატური დამნამავი სისტემის როლს.

შევაჯამოთ: ჩვენი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ გავაკეთოთ სინათლის გაუმტარი, მჭიდროდ დახურული შენობა კანაფის მოსაყვანად, რომელშიც შენობის ქვედა ნაწილში განთავსებული ხვრელების მეშვეობით  შედის სუფთა ჰაერი, და გადის ხვრელებში, რომლებიც შენობის ზედა ნაწილში არის გაკეთებული. ჰაერის ცირკულაცია დიდი გამწოვი ნასოსის მეშვეობით ხდება, ხოლო ვენტილატორები ახდენენ სუფთა ჰაერის შერევას სანათის მიერ გამთბარ ჰაერთან, რაც ხელს უწყობს მთელ შენობაში ერთნაირი ტემპერატურის შენარჩუნებას. თქვენ გრჩებათ მხოლოდ ამრეკლავი კედლებით სივრცის შემოღობვა, სინათლის ოპტიმალურად გამოყენებისათვის, ასევე შესაგროვებელი კონტეინერის გაკეთება სისუფთავის შესანარჩუნებლად და საქმე მოგვარებულია.

ახლა თქვენი შენობა მზად არის მცენარის მოსაყვანად!

Related posts

Discussion

2 комментария
  • რეზი

    გამარჯობა. რა მასალა დამჭირდება მარიხუანა რომ სახლის პირობებში გავზარდო. სუ ღია ცისქვეშ ვზრდიდი და ეხლა მომიწია სახში გამეზარდა და ვერდამეხმარებით

  • რეზი

    მაინტერესებს რამასალა დამჭირდება

Write a Reply or Comment

Comment*

*

*