კანაფის მოყვანა ქუჩაში. ვქმნით საკუთარ ბაღს

კანაფის მოყვანა ქუჩაში. ვქმნით საკუთარ ბაღს

კანაბისის თესლების დათესვა მაშინ სჯობს ეზოში, როცა სიცივეები საბოლოოდ დასრულდება. მაგრამ თქვენი ბაღის მომზადება წინასწარ მოგიწევთ. ამის გაკეთება უმჯობესია დათესვამდე ერთი-ორი თვით ადრე. პლანტაციისათვის ადგილის მომზადების საუკეთესო დროდ ითვლება აპრილი. მოსამზადებელ პროცესებში შედის შემდეგი ეტაპები:

  • სივრცის ორგანიზება
  • ნიადაგის მომზადება
  • თესლის შეძენა
  • თესლის გაღვივება
  • შესაბამისი მოწყობილობების და აღჭურვილობის მომზადება

სივრცის ორგანიზება

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჩამოვყალიბდეთ ტერიტორიაზე, რომელზეც თქვენ აპირებთ ბუჩქების მოყვანას. ეს იქნება დამოკიდებული მასზედ, თუ სად ცხოვრობთ თქვენ. თუ თქვენი სახლი მდებარეობს ჩრდილოეთით, მაშინ კანაბისის დარგვა სჯობს აღმოსავლეთ მხარეს, ასევე საპირისპიროდ. აირჩიეთ კარგად განათებული ადგილი, რომელიც ქარისგან დაცული იქნება. კარგი მოსავლის მოყვანაში უდიდეს როლს თამაშობს გრუნტი — მიწა უნდა იყოს ჯანსაღი. არ უნდა იყოს გრუნტის წყლის გუბეები. იზრუნეთ იმაზე, რომ ბაღი თქვენს გარდა არავისთვის იყოს მისაწვდომი, მაქსიმალურად გაასაიდუმლოეთ ის უცხო პირებისგან.

ნიადაგის მომზადება

თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენ თესავთ თესლს კარგ ნიადაგში. შეაფასეთ  მასში მინერალური ნივთიერებები, ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალისტის მომსახურება. როდესაც გაიგებთ რომელი ელემენტები აკლია მიწას, შეიძინეთ საჭირო სასუქი და დაამატეთ გრუნტს. თუ მიწა არასდროს არ დამუშავებულა და მასზე არაფერი მოუყვანიათ, შეიძლება შევიძინოთ ნაერთი, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო მინერალურ ნივთიერებას, ან შეიძინეთ მხოლოდ მიწა, ხოლო დანარჩენი მინერალები დაამატეთ შემდეგ, საჭიროების მიხედვით.

თესლის შეძენა

თესლის შეძენისას საჭიროა ორიენტირებულნი ვიყოთ თქვენი საცხოვრებელი ადგილების კლიმატურ პირობებზე. კანაბისის არჩევისას გაითვალისწინეთ მომწიფებისა და ყვავილობის ვადები — ისინი ყოველთვის არიან მითითებული მწარმოებლის მიერ. ისინი, ვინც ცხოვრობენ ცივ ადგილებში, უნდა იღებდნენ კანაფის ჯიშებს რომლებიც ყვავილობენ ადრეულ შემოდგომაზე. მცენარე უნდა მომწიფდეს სიცივეების დადგომამდე და წვიმებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თავიდან ვერ აირიდებთ ობს, რომელიც გაგიფუჭებთ მოსავალს. თუ თქვენ გეგმავთ კანაბისის მოყვანას თბილი კლიმატის პირობებში, თქვენ მოგიხდებათ ჯიშები, რომელთა ყვავილობაც სრულდება შემოდგომის ბოლო თვეებში.

რეგიონის სინოტივე კარნახობს მოთხოვნას გირჩების სიმკვრივეზე. მეტად ნოტიო პირობებში, მკვრივ გირჩებზე ასევე შეიძლება წარმოიქმნას ობი. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა საჭირო ინფორმაცია წარმოდგენილია გამყიდველის მიერ.   თუ თქვენ რამეში ეჭვი გეპარებათ, უმჯობესია იკითხოთ ამის შესახებ საიტზე. თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტები, დაამატოთ ნაცად ჯიშებს ახლები და დააკვირდეთ რომელი ხარობს უკეთ და იძლევა უკეთეს მოსავალს.

კანაფის თესლის გაღვივება

კანაფის თესლის გაღვივება

 კანაფის თესლის გაღვივებას სჭირდება დაახლოებით ერთი კვირა, ხშირ შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება შემცირდეს — ეს დამოკიდებულია ჯიშზე და კლიმატურ პირობებზე. როდესაც თქვენ დაინახავთ ღვივებს, ფრთხილად მოათავსეთ ნათესი პატარა მოცულობის სათავსოში. ყოველი გაღვივებული თესლი უნდა გადავრგოთ ცალკეულ კონტეინერში. მიწაში გადარგვის მომენტამდე თქვენ დაგჭირდებათ სამი-ოთხი კვირა.

ინსტრუმენტების მომზადება

წინასწარვე აირიდეთ თავიდან არასაჭირო სტრესი — იყიდეთ ყველა საჭირო მოწყობილობა გადარგვამდე, რათა შემდეგ არ შეიქმნას სიტუაცია, როდესაც თქვენ ვერ შეძლებთ საჭირო ნივთების ყიდვას მაღაზიაში, ან დიდხანს მოგიწევთ გამოწერის შემთხვევაში მათი მოწოდების ლოდინი. ამავე ეტაპზე გაზომეთ წყლის მჟავიანობის დონე, ნორმალურად ითვლება 6.0-7.0ph მაჩვენებელი. შეამოწმეთ, რომ თქვენს ინვენტარში არის შემდეგი ინსტრუმენტები:

  • საკრეჭი მაკრატელი
  • მისაბმელი ხამუთები
  • შპალერული ბადე
  • ხის სარები

წინასწარ ასევე შეიძლება მოვამზადოთ კომპოსტური ჩაი და ფოთლების მოსავლელი სპრეი. ახლა კი თქვენი სამზადისი დასრულებულია და ბაღი მზად არის ახალი სეზონისათვის. შეგიძლიათ მშვიდად დარგოთ კანაბისი.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*