იტალია: მეცნიერებმა დაადასტურეს კანაფის ხანგრძლივად შენახვის მეტად ეფექტური მეთოდი

იტალია: მეცნიერებმა დაადასტურეს კანაფის ხანგრძლივად შენახვის მეტად ეფექტური მეთოდი

კანაფის მომხმარებელთა უმეტესობა გირჩების დიდი ხნით შესანახად იყენებს პლასტმასის ვაკუუმურ კონტეინერებს, პაკეტებს ან შეფუთვებს, რამდენადაც შენახვის ეს მეთოდი იცავს მათ სინესტისა და ჟანგბადის ნაკლებობისაგან. ასეთ კონტეინერებს ინახავენ კარადებში, სათავსოებსა თუ სხვა გრილ და ბნელ ადგილებში, რათა მასალა დაიცვან მზის სხივების დამანგრეველი ზემოქმედებისაგან. როგორც გვიჩვენებს მილიონობით მწეველის გამოცდილება, ამ გზით გირჩების შენახვა რამოდენიმე კვირით, ან თვეზე ნაკლები დროით არის შესაძლებელი.  მეცნიერების ჯგუფმა იტალიიდან, რამოდენიმე დღის წინ აღმოაჩინა სხვა საიმედო და სანდო გზა კანაფის შესანახად, რომელიც კანაბინოიდებისა და ტერპენების მინიმალური დანაკარგით კანაფის თვეებისა და წლების განმავლობაში უვნებლად შენახვის საშუალებას მოგცემთ. მოცემული ტექნიკის საიდუმლო საკმაოდ მარტივია: კანაფის შენახვისათვის საკმარისი არა მხოლოდ მისი ვაკუუმის კონტეინერში მოთავსებაა, არამედ მისი საყინულეში განთავსება არის.

დღეების წინ იტალიელმა სწავლულებმა რამოდენიმე რესურსის შედეგად გამოსცეს  ნაშრომი, რომელიც ტგკ-ს ხანგრძლივ და მოკლევადიან შენახვას ეძღვნებოდა. ექსპერიმენტის მსვლელობისას სწავლულებმა დეტალურად შეისწავლეს კანაფის მასალის შენახვის 4 შესაძლო მეთოდი, სინჯეს მათი წარმატება და გაზომეს მათ მიერ შენახული მცენარის გირჩების ტგკ-ს კონცენტრაცია 100 დღის შემდეგ.

საბოლოოდ გაირკვა, რომ კანაფის შენახვისას ღია განათებისას ვაკუუმურ კონტეინერში ოთახის ტემპერატურის პირობებში, 100 დღის შემდეგ პროდუქტმა დაკარგა დაახლოებით 13% ტგკ. ანალოგიური ტემპერატურის პირობებში, დახურულ სივრცეში 100 დღის შემდეგ პროდუქტმა 11% დაკარგა ტგკ-ს კონცენტრაციიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაირკვა, რომ გირჩების ტრადიციული შენახვა აღმოჩნდა იმდენად არაეფექტური, რამდენადაც მზის სხივების ქვეშ.

თუმცა კანაფის 4 გრადუსი ცელსიუსით და ქვევით შენახვისას ტგკ-ს მოლეკულების შლა პროდუქტის ქსოვილებში შემცირდა. საბოლოოდ -20 გრადუსზე პროდუქტის შენახვისას გირჩებმა 100 დღის შემდეგ სულ არ დაკარგეს კანაბინოიდების კონცენტრაციის პროცენტული წილი.

„შედეგად გაირკვა, რომ ტგკ უკეთესად ნარჩუნდება მცენარის ქსოვილებში დაბალი ტემპერატურის პირობებში“, ასკვნიან კვლევის ავტორები.

ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ შენახვის პირობები ნაკლებად მოქმედებს კბდ-ს კონცენტრაციაზე მცენარის ქსოვილებში, ასევე ამტკიცებენ, რომ ტესტის დაწყებიდან 100 დღის შემდეგ ნივთიერების კონცენტრაცია დაახლოებით იგივე დარჩა ყველა ტესტირებულ კანაფის ნიმუშში.

უნდა აღინიშნოს, რომ შენახვის მსგავსი მეთოდებიც არ იძლევა საშუალებას შენარჩუნდეს კანაფის პირვანდელი თვისებები. შერჩეული შენახვის მეთოდის გამოყენების დამოუკიდებლად პროდუქტის გემოსა და არომატის თვისებები საგრძნობლად იცვლება, ხანმოკლე შენახვის შემდეგაც კი. სამწუხაროდ ნაშრომის ავტორებმა არ გაზომეს შენახვის მეთოდების ზემოქმედება ტერპენების და ფლავონოიდების კონცენტრაციაზე, ამიტომ რთულია ითქვას, შეუძლია თუ არა გირჩების გაყინვას დაიცვას ისინი გემოსა და არომატის მახასიათებლების დაკარგვისაგან.

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*