განჯა იოგა

განჯა იოგა

განჯა იოგა გახდა ხიტი 2014 წელს და აგრძელებს განვითარებას და პოპულარობის მოპოვებას. დღეს იოგის სახეობების სიმრავლეს შეუძლია დააბნიოს ადამიანი არჩევანის გაკეთებისას. იოგის ყველა სახეობას აერთიანებს ერთი საბოლოო ეფექტი — ემოციური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბალანსი, სრულყოფილება, სამყაროსთან ერთიანობის განცდა და სულიერი წინსვლა. ამის მიღწევა შესაძლებელია სწორი სუნთქვით, მედიტაციით, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი მოდუნებით.

მარიხუანასა და იოგის თავისებური კომბინაცია ხელს უწყობბს იოგებს მიაღწიონ გონების გაბრწყინებას. თვითონ განჯა-იოგა გაჩნდა 2013 წელს და გახდა ძალიან პოპულარული მარიხუანას ლეგალიზაციის შემდეგ აშშ-ს ზოგიერთ შტატებში. იოგის ამ სახეობას აპრაქტიკებენ ასევე კანადაში. გაკვეთილის დასაწყისში კანაფის ოხშივარს ისუნთქავენ, და ასევე მიირთმევენ საკვებში. გირჩისებრი ჯირკვლის სტიმულაცია თითქოს ხსნის ჩაკრას „მესამე თვალი“. ოხშივარი ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას და პოზების გაგებას, ანუ იოგის ფილოსოფიის ახსნას. კანაბისი ხელს უწყობს კუნთების მოდუნებასა და ტკივილების შემცირებას ახალბედებისთვის ზოგიერთ ასანის გაკეთებისას. ბევი იოგების აზრით — მარიხუანა აღვიძებს ჩვენში ღვთაებრივ საწყისს. თუმცა არსებობს რამოდენიმე ნიუანსი პრაქტიკის დროს კანაბისის გამოყენებისას. ითვლება, რომ ჰიბრიდების გამოყენება უმჯობესია, რადგან სატივას შეუძლია ხელის შემშლელი ფიქრების წარმოქმნა გამოიწვიოს, იმ დროს როდესაც ინდიკას შეუძლია დემოტივირება მოახდინოს მონაწილეზე. თუმცა ბევრია დამოკიდებული თვითონ მოსწავლეზე, იმაზე თუ რას ანიჭებს უპირატესობას და რამდენად კარგად ერკვევა განჯა-იოგის პრაქტიკანტი კანაბისის ამა თუ იმ სახეობის ზემოქმედებაში თავის ორგანიზმზე.

 

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*