კანაფის ყიდვა

კანაფის ყიდვა

მოსაწევის ყიდვა — ამაზე ადვილი რა არის. მაგრამ ეს გზა ჩვენთვის არაა. მით უმეტეს დღევანდელ ეკოლოგიურად მძიმე დროს. ჩვენ გვინდა ნატურალური, ხარისხიანი პროდუქტის ჩვენი ხელით მოყვანა.

აქ ჩვენ ისევ ვუბრუნდებით ამ მაშტაბური პროექტის რეალიზაციას, კერძოდ ნიადაგს, რომელზეც კანაფი უნდა გაიზარდოს. გავიაროთ პატარა ექსკურსია ნიადაგის სფეროში, გავიგოთ მისი ტიპები, და ახალგაზრდა კანაფის სხეულზე მისი მოქმედება.

ნიადაგი რომლის საფუძველს წარმოადგენს ქვიშა ან ხავსი. ასეთი ნიადაგის მთავარი მახასიათებელი — დაბალი ტენიანობის შენარჩუნებაა. მარტივად რომ ვთქვათ, მორწყვის შემდეგ წყალი მალე გამოედინება და მცენარე ვერ მიიღებს მისთვის საჭირო სითხეს. წყალი რომელსიც ამ შემთხვევაში არასაკმარისი ოდენობით მიიღებს მცენარე, აგრეთვე საჭიროა მინერალური ნივთიერებების გასახსნელად. შედეგად კანაფის მოსავალი მცირე და დაბალი ხარისხის იქნება.

არსებობს მცირე განსხვავება ქვიშის და ხავსის საფუძველზე დამზადებულ ნიადაგს შორის. ხავსის საფუძველზე დამზადებული ნიადაგი უფრო აქტიურად ითვისებს მინერალურ ნივთიერებებს, თუმცა ერთიც და მეორეც ვერ იკავებს საკმარისი რაოდენობის წყალს. ასეთ ნიადაგზე მოყვანილ კანაფი საკმარისად ვერ ვითარდება, მისი ხარისხი დაბალია. დასკვნა — ნიადაგი დამზადებული ქვიშისა და ხავსის საფუძველზე კანაფის გასაზრდელად არ არის რეკომენდირებული.

კანაფის ყიდვა

არის აგრეთვე ნიადაგი თიხის საფუძველზე. იგი გამოირჩევა მკვრივი სტრუქტურით. ასეთ ნიადაგში ჰაერი ძნელად აღწევს. ცუდი ვენტილაცია, არასაკმარისი ჰაერი — მიზეზია მასში გაზრდილი კანაფის სისუსტის და განუვითარებლობის. თიხანარევი ნიადაგი ასევე არ არის რეკომენდირებული კანაფის გაზრდისათვის. იბადება კითხვა: მაშინ როგორ ნიადაგზე გავზარდოთ კანაფი?

იდეალური ვარიანტია — ნაყოფიერი ნიადაგი. მის შემცველობაში შედის თიხის, ქვიშისა და ლამის სწორი პროპორციები. ეს კი თავის მხრივ უზრუნველჰყოფს საჭირო წყლის ოდენობის შეკავებას, კარგ ვენტილაციას და საკვები მინერალების შემცველობას. ასეთ ნიადააგში მოყვანილი კანაფი, უხვი და ხარისხიანი იქნება. ნუ ეცდებით ნაყოფიერი ნიადაგის თვითონ მიღებას, უბრალოდ ყველა კომპონენტის ერთმანეთში არევით. მას შესაძლებელია შეჰყვეს მავნებლები და ბაქტერიები.

საუკეთესო ვარიანტია — მზა ნაყოფიერი ნიადაგის შეძენა, სპეციალიზირებულ მაღაზიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მოსავლის ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება და ჩვენ დავუბრუნდებით იმას რითაც დავიწყეთ — სად ვიყიდოთ მოსაწევი?

Related posts

Discussion

1 комментарий
  • სად შეიძლება მეგობრებო ყველაზ ეკარგი ნიადაგის შეძენა. ბაზარი არაა მასეა მართლა, მაგრამ აქ ხრეშს რომ ყიდიან იმხელა ფასებში. თუ ვინმემ იცით დაწერეთ

Write a Reply or Comment

Comment*

*

*