ადრე რომ მცოდნოდა! დამწყების 13 „გამაზვა“ ინდორშ

დამწყების 13 „გამაზვა“ ინდორში

დღეს შევეხები ისეთ თემას, რის შესახებ არ ვიცოდი როდესაც ვიწყებდი კანაფის „ინდორ“ მოშენებას.

მე მიწევდა ყველაფრის ჩემით შესწავლა და დასანანია, რომ ზოგიერთი შეცდომა სხვისი არ იყო.

1. რომ ისწავლო ლაპარაკი უნდა ილაპარაკო

ჩემი ძირითადი სინანული მდგომარეობს იმაში, რომ არ დავიწყე უფრო ადრე. დამწყებ გროვერს, რომელიც სწავლობს თემას ადვილად შეუძლია მასში დაკარგვა.

  • რა მეთოდი აარჩიოს?
  • რომელ ლამპას მიანიჭოს უპირატესობა?
  • რა იწვევს ნაყოფიერების გაზრდას?

ბევრვრი ადამიანი დაგეგმვის სტადიაზე ძალიან დიდხანს რჩება. ისინი უფრო ღრმად სწავლობენ თემას, და საბოლოოდ დაწყება უჭირთ. ეს სტადია შეიძლება რამოდენიმე თვე და წელიც კი გაიწელოს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დრო დახარჯეთ სწავლაზე, თქვენ ვერ შეძლებთ 100% მომზადებას. პრობლემები გამოცდილ გროვერსაც უჩნდება. თუ თქვენ მოქმედებთ, მაშინ მხოლოდ გროვის პროცესში შეძლებთ ისწავლოთ< და შემდეგ პატარა ნაბიჯებით ოსტატობა გააუმჯობესოთ.

2. არ დაგავიწყდეთ ორანჟერეას განიავება და გადახურებისგან დაცვა

არც ისე ბევრი დამწყები ფიქრობს ვენტილაციის მნიშვნელობაზე. ბევრი ამტკიცებს რომ საჭიროა მხოლოდ მცენარის შკაფში დტოვება და მისი იქ ჩაკეტვა! ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ სურნელზე და შუქზე. ვენტილატორის ხმას ვერავინ გაიგებს და ვერავინ მიხვდება რა გაქვთ შკაფში. მცხვენია აღიარება, მაგრამ რამოდენიმე გროვი ვენტილაციის გარეშე მაქვს გაკეთებული მე მქონდა რამოდენიმე ვენტილატორი, რომელიც უბრალოდ ჰაერს უბერავდა შკაფში, მე მეგონა რომ ყველაფერი მქონდა და დამატებებიც გამიჩნდებოდა, მაგრამ თურმე ყველაფერი ესე მარტივად არაა. ერთ მეორეს მიყოლებით თავი იჩინეს სირთულეებმა:

  • სიცხის გამო სტრესები. ფოთლები იკეცებოდნენ ზემოთ, ტყდებოდნენ, მუქი ფერის ხდებოდნენ ან ლაქებით ივსებოდნენ.
  • ქიმიური დამწვრობები. ფოთლებს ედებოდათ თეთრი ნადები. მცენარეებს აკლდათ წყალი, სასუქების რაოდენობა მათ სტრუქტურაში მატულობდა, რაც დამწრობების მიზეზი ხდებოდა.
  • პუდრისებრი ნამი. ფოთლები თეთღი ნადებით იფარებოდა, რომელიც ჩვეულებრიც მაღალი ტემპერატურის, ტენიანობისა და ჩახუთლი ჰაერის დროს ჩნდება ხოლმე.
  • მავნებლები. ობობის ტკიპას ან სოკოს კოღოების მაგვარ მავნებლებს უყვართ სინესტე, სიცხე და გაუნიავებელი ატმოსფერო, რაც მათ გამრავლებას იწვევს.
  • ზრდის შემცირება და პატარა კაკლები. სიცხე და სუფთა ჰაერის უკმარისობა იწვევს ზრდის შენელებას და ცუდ მოსავალს.

კაკლებისგან ცუდი ეფექტი და არომატი. ეს ყოველთვის არ ხდება ეგრე, მაგრამ სიცხის გამო კაკლებს შეუძიათ დაკარგონ არომატი, მოქმედება და გემო.

ფესვური სისტემის სიძნელეები. თუ ტემპერატურა მაღალია, მაშინ ჟანგბადის შემცველობა წყალში მცირდება და ფესვებს ის აღარ ყოფნით. შედეგად პრობლემების პროვოციერბა ხდება, მათ შორის ფესვის ლპობაც.

ასეთი პრობლემების მოგვარება მარტივია, თუ შკაფში გამწოვი ვენტილაცია იქნება. მისი დახმარებით შესაძლებელი გახდება სიცხის გამოდევნა და სუფთა ჰაერის შემოშვება, რის შედეგადაც მცენარე მუდმივად მიიღებს ნახშირორჟანგს.

თუ თქვენ თვლით, რომ ვერ გაქაჩავთ გამწოვ ვენტილაციას, მაშინ შეეცადეთ, რომ ვენტილატორი ჰაერს შკაფის გარეთ აგდებდეს ოთახში ღია კარიდან. მაგრამ სერიოზული მიდგომის დროს საჭირო გახდება არხული ვენტილატორი. თქვენ გაგაოცებთ მისი მონტაჟის პროცესი. ასევე ყოველთვის შეძლებთ მას ფილტრი მიუერთოთ რომელიც გაასუფთავებს ჰაერს.

3. არ შეაჩეროთ დღიურის წარმოება ან სურათების გადაღება პრობლემების დროს.

არ შეაჩეროთ დღიურის წარმოება ან სურათების გადაღება პრობლემების დროს

ბევრისთვის ცნობილია, გროვი იწყება, იღებენ სურათებს მცენარის ზრდის პროცესში და აღტაცებით ათვალიერებენ მათ. და შედეგად რაღაც არასასიამოვნო ხდება, მაგრალითად, ნივიერებების დეფიციტი, მავნებლები ან ფესვების ლპობა.

სირთულეები დროდადრო ყველას ხვდება. მაგრამ არ ღირს შეჩერება და სურათების გადაღების შეწყვეტა, თ თქვენი მცენარეები არ გამოიყურებიან პრეზენტაბელურად.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ პრობლემის ფოტოები ყველაზე ძვირფასია. მე შემეძლო რაღაცეების გახსენება მათი მეშვეობით, როდესაც მიმდინარე გროვის შემოწმება და წინასთან შედარება მჭირდებოდა.

თქვენ ნამდვილად ვერ დაიმახსოვრებთ ყველას, და საბოლოოდ მადლობას ეტყვით თქვენ თავს თუ შეძლებთ პრობლემის ადრეულ დაფიქსირეას და არ გამოგეპარებათ იგი.

მაგრამ ბევრ გროვერს ურჩევნია საერთდ არაფერი არ დაწეროს. ეგეც არ არის ცუდი ვარიანტი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩანაწერები ძალიან ეხმარება პრობლემების მოგვარებაში.

4. ლამპის სახეობებში გარკვევა

ვფიქრობ, რომ გამოუცდელ გროვერებს დნატ-ის ლამპების არჩევა ურჩევნიათ. მაგრამ ზოგი ერთს არ აწყობს, რომ ესეთი ლამპები ძალიან ხურდება და ელექტროენერგიის დიდ დანახარჯებს იწვევენ, მაგრამ არც თუ ისე ბევრმა იცის, რომ დნატ-ები განსხვავდება სიძლიერის მხრივ და შეიძლება 150 ვტ-საც უდრიდეს! ასეთ ტიპის ლამპა არ მოიხმარს ბევრ ენერგიას, მისი შედარება შეიძლება ტელევიზორთან ერთ მეტრის დიაგონალით, ამიტომ თქვენ არ გაგაკვირვებთ ელექტროენერგიის ქვითარი.

150 ვტ შეიძლება სტანდარტული სიძლიერის ლამპებს შევადაროთ, რომლებიც სტანდარტული გროვისთვის გამოგადგებათ. თუ თქვენი ბოქსი არანაკლებ 120-150 სანტიმეტრია, უმჯობესია დნატ-ის არჩვა.

როდესაც ბოქსი უფრო პატარაა, თქვენთან ESL გაოდგება. ესეთ ლამპების განთავსება შესაძლებელია ახლოს მცენარესთან, ამ მიზეზით ESL ლამპების ქვეშ, გროვერებს ვედროებსა და კომპიუტერის კორპუსებში შეუძლიათ მცენარის გაზრდა. თუ არ დაუშვებთ შეცდომებს, ESL-იც დაგეხმარებათ პრემიალური კაკლების მიღებაში. ოდესღაც მე სწორედ ESL-ით დავიწყე, და ყველაფერი მაწყობდა. მაგრამ მე თავიდან ვერ მივხვდი ლამპების რამდენი რაოდენობა დამჭირდებოდა და ყოველდღიურად რომმომიწევდა ლამპების ადგილმდებარეობის შეცვლა ბუჩქების ზრდის პროცესში. ან ის რომ ჩემი მაღალი შკაფი დნატ-ისთვის იყო განკუთვნილი.

ახლა კი მესმის, რომ მე დნატთან ერთად ბევრად გამიმარტივდებოდა გროვინგი, რაც მოსავალსაც გაზრდიდა ენერგიისა და ტემპერატურის იგივე პარამეტრების შენარჩუნების დროს. მაგრამ პლიუსებიც არსებობდა. ESL-ის დამსახურებით უფრო სწრაფად შეიძლება მცენარის გაზრდის შესწავლა, რადგან ყოველდღიურად ჭირდება დრო ლამპების გადაადგილებას ბუჩქებთან. ამ მიზეზის გამო მე არ ვნანობ, რომ დავიწყე ESL-ით, თუმცა ეს არჩევანი არც ისე სწორი იყო ჩემთვის.

როდესაც საქმე ეხება LED ლამპებს, დღეს ისინი დნატ-ის მთავარი კონკურენტები არიან. ჯერჯერობით დნატ უსწრებს, მაგრამ მანძილი მათ შორის მცირდება. ზოგჯერ, LED-ს შეუძლია ბევრად უფრო სქელი კაკლის მოსხმა სპექტრის დამსახურებით.

მაგრამ ისინი ერთნაირები არ არიან. ერთის დანიშნულებაა მცენარის კულტივაცია, სხვები უფრო ავნებენ მათ, ამის გამო კანაფის გასაზრდელად LED ტიპის განათების არჩევისას, გაარკვიეთ, გაუზრდია თუ არა ვინმეს კანაფი ამ ლამპების, ამ მწარმოებლის მიერ და მიიღო თუ არა კარგი მოსავალი. თუ თქვენ ვერ იპოვით საჭირო ინფორმაციას ფორუმებზე, არ იჩქაროთ, ან გამოიყენეთ ცნობილი ბრენდის პროდუქტი, კარგი რეპუტაციით.

იმისთვის, რომ კარგად მიხვდეთ ამ ასპექტის სერიოზულობა, წარმოგიდგენთ სურათების სერიას კანაფით, რომელიც უხარისხო LED-ზეა გაზრდილი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზრდიდა არა დამწყები, არამედ გამოცდილი გროვერი, რომელიც დარწმუნებულია, რომ პრობლემა ლამპებშია და არა ცოდნაში. საბოლოო ჯამში კაკლები არც თუ ისე ცუდი გამოდგა, მაგრამ თქვენ შეძლებთ შეაფასოთ ფოთლების სავალალო მდგომარეობა.

თუ თქვენ მაინც LED-ს მიანიჭეთ უპირატესობა, კანაფისთვის, გაითვალისწინთ, რომ განათება საკმაო მანძილზე უნდა იყოს ზემოთა ნაწილებისგან, რომ ისინი არ დაიწვან. ლამპების შუქი შეიძლება ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდეს, უსაფრთხოების ზომები დაიცავით.

5. pH კონტროლი

pH კონტროლი

ზოგი ადამიანი არ უფიქრდება pH, მაგრამ მათი გროვი წარმატებული გამოდის. მაგრამ უმეტესობა შემთხვევაში, მით უმეტეს სინთეტიკური სასუქების წყალთან შერევისას, ოპტიმალური pH-ის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ზრდის პროცესი წარმატებული იყოს.

ამის ახსნა შეიძლება იმით, რომ სასარგებლო კომპონენტების საფესვო სისტემის მიერ შესასრგებად აუცილებელია pH-ის საჭირო დონის შენარჩუნება. ჰიდროპონული გაზრდის დროს (მათ შორის ქოქოსის სუბსტრატის), ის იქნება 5,5-6,5 -ის ტოლი, ხოლო ნიადაგში დაახლოებით 6,0-7,0. თუ pH რჩება ოპტიმალურ დონეზე, მცენარე მაქსიმალურად სწრაფად ვითარდება და უფრო ჯანსაღად გამოიყურება, თუ ამ ნორმებს არ დავიცავთ, ეს გამოიწვევს დეფიციტს და სხვა სირთულეებს.

6. გაეცანით ხარჯებს, ტარიფებს და ფასებს

ხშირ შემთხვევაში თქვენს გადაწყვეტილებაზე შეუძლია იმოქმედოს ხარჯების საკითხმა, მაგალითად, რა ღირს აღჭურვილობა ან სასუქი, და რამდენი იქნება ელექტროენერგიის ხარჯი?

მე უკვე ვახსენე, თუ როგორ არ დამეხმარენ „ეკონომიური“ ESL ეკონომიის პრონციპების დაცვაში, თუ შევადარებთ მათ დნატ-თან.

რომელი უმჯობესია: სელნაკეთ ბოქსი თუ კარავი?

გროუტენტები, რომლებსაც კანაფისთვის საუკეთესო პირობების უზრუნველჰყოფა შეუძლია, არც ისე ძვირი ღირს, მაგრამ ხშირად გროვერები ბოქსებს თავისით აკეთებენ, ეკონომიის მიზნით. ხშირად ამას ბევრ გადაკეთებებთან მივყევართ, რის გამოც ხარჯები იზრდება. მანამდე, სანამ გროუტენტზე იტყვით უარს, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. გროვერები რომლებმაც ერთხელ მაინც გაზარდა მცენარე კარავში, უბრალოდ ვეღარ ცვლიან მას სხვა რამეში.

დანამატები და სასუქები

ძვირიანი სასუქები, განსაკუთრებით დანამატები, რომლებიც სპეციალურად კანაფისთვისაა შექმნილი, გაზრდილი ფასებით იყიდება, რომლებიც ბოლომდე არ შეესავამება საქონლის უნიკალურობას. დამწყები გროვერები სავსებით კმაყოფილნი დარჩებიან ჩვეულებრივი, მაგრამ გამოცდილი დანამატებით, მათ შორის General Hydroponics ან Etisso, რომლებიც საშუალებას გვაძევენ შესანიშნავი შედეგები მივიღოთ.

მაგრამ, როდესაც საქმე ეხება არჩევანს, არ ღირს კომპრომისზე წასვლა: დაბალი ფასის არჩევა და ყველაფრის ისე გაკეთება როგორც საჭიროა? აქ არ არსებობს ვარიანტები. თუ თქვენ იცით როგორ უნდა გააკეთოთ სწორად, და შეგიძლიათ ამის განხორცილელება, მაშნ მოიქეცით ესე.

7. არ გაჩერდეთ, იმ შემთხვევაშიც როდესაც რაღაც ისე არ მიდის როგორც საჭიროა

არ გაჩერდეთ, იმ შემთხვევაშიც როდესაც რაღაც ისე არ მიდის როგორც საჭიროა

იმ შემთხვევაშიც კი თუ საბოლოოდ თქვენ მოსავლის გარეშე დარჩებით, ეს სულაც არ ნიშნავს დამარცხებას. თქვენ გაგიჩნდებათ გამოცდილება. თუ მცენარე კვდება ან უკვე მკვდარია როგორც სურათზე, მას თავისუფლად შეუძლია გაცოცხლდეს.

მაგრამ არსი კაკლებში არ არის. როდესაც თქვენ პრობლემის ლიკვიდირებას ახდენთ, იმავდროულად მიზეზის აღმოჩენასაც ცდილობთ, ამიტომ თქვენი გამოცდილება კანაფის კულტივირებაში იზრდება.

თქვენ რათქმაუნდა შეგიძლიათ უბრალოდ დამარხოთ მცენარე და ახაი თესლებით ახალი გროვი დაიწყოთ, მაგრამ თქვენ იმის გარანტია სავარაუდოდ არ გექნებად რომ იგივე პრობლემები არ გაგიჩნდებათ.

თუ თქვენ ვერ გაიგებთ რა მოხდა პირველად, მაშინ, დიდი ალბათბით ანალოგიურ შეცდომას დაუშვებთ.

8. გაარკვიეთ თუ რამდენი ხანი გაგრძელდება თქვენი გროვი

როგორც წესი, თესლის სტადიიდან მოსავლის აღებამდე 3-5 თვეზე ნაკლები ვერ იქნება.

დაუმატეთ ამას დამატებით ერთ თვე შესანახად და გასაშრობათ. წკნააღმდეგ შემთხვევაში გროვის დაწყების შემდეგ თქვენ მიხვდებით რომ ვერ მოასწრებთ მის დამთავრებას დროულად, კაკლებს ორი კვირა მაინც ჭირდება მოსამწიფებლად, და თქვენი დასვენება ხვალ იქნება.

დაგეგმეთ დრო ისე, რომ თქვენ დაგრჩეთ დრო როგორც გაზრდისთვის, ასევე შენახვისა და გაშრობის პროცესისთვის. მაგრამ საბოლოოდ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მოჭრათ მცენარე, დატოვოთ გასაშრობათ და მერე გაემგზავროთ თქვენ საქმეებზე.

ავტოყვავილებსაც კი, მოკლე სასიცოცხლო ციკლით დასჭირდება მინიმუმ 3 თვე. თუ თქვენ არ გაქვთ ამდენი დრო, გროვის დაწყება არც კი ღირს.

9. სასუქების რაოდენობის გაზრდა არ იწვევს კაკლების განვითარების სტიმულირებას

სასუქებზე საუბრის დროს, გროვერები ხმარობენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „კვება, გამოკვება“, და კიდევ ბევრი სხვა. მიუხედავად იმისა, რომ დანამატები საჭიროა მცენარის სრულყოფილი ზრდისთვის, ისინი არ იმოქმედებენ კაკლების წონაზე.

კანაფისთვის რეალური საკვები ყოველთვის ნახშირორჟანგია, წყალი და სინათლე, და სასუქები ვიტამინებს შეგვიძლია შევადაროთ, რომლების მიღება არაა საჭირო კოლოფებით. ისინი მცირე რაოდენობით არიან საჭირო.

ხშირად ვამჩნევ, რომ გროვერები სასუქების რაოდენობას მაქსიმალურ ზღვრამდე ზრდიან, როდესაც მცენარეს შეუძლია ნეგატიური მოვლენების გარეშე მიღება. მეც მომიწია ამის გამოცდა.

მაგრამ შემდეგ მე მივხვდი, რომ უფრო ჯანსაღი მცენარის გაზრდას შევძლებდი დიდი კაკლებით, თუ სასუქების მცირე დოზებს გამოვიყენებდი, მხოლოდ დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. ეს ციკლის მეორე ნახევარში საკმაოდ აქტუალურია, თქვენ ამცირებთ სასუქების დოზას და აღმოაჩენთ რომ თქვენი კაკლები უფრო სქელდება, ხოლო პროდუქტის გემო უკეთესი ხდება.

როდესაც კანაფი კარგად იზრდება და ჯანსაღად გამოიყურება, უბრალოდ არ გაზარდოთ სასუქების დოზა!

10. გენეტიკის არჩევა პირდაპირ შედეგებზე მოქმედებ.

უმეტესობა ადამიანი იწყებს პირველ გროვს თესლებისგან, რომლებიც ნაყიდ კაკლებში იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ყველაზე ადვილი ჩანს, უნდა გვახსოვდეს, რომ გენეტიკას აქვს გავლენა ბევრ რამეზე, და მათ შორის:

  • კანაფის სიმაღლე მაღალი თუ დაბალლი
  • კაკლების მოცულობა
  • კაკლების ფორმა ფერი და გარეგნობა
  • სურნელი და გემოს თვისებები
  • დროის პერიოდი თესლიდან მოსავლის აღებამდე
  • კბდ-სა და ტგკ-ს შემცველობა მიღებულ პროდუქტში

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შემთხვევით გარდზილი მცენარე შეიძლება იყოს ნებისმიერი, და კაკლებიც განსხვავდებოდეს იმისგან სადაც იპოვეთ თესლი. თუ თქვენ გჭირდებათ ბუჩქის სიმაღლის კონტროლი, კაკლებისთვის კონკრეტული არომატისა და გემოს მიცება, და ასევე ეფექტის გაძლიერება, ჯიშის არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გენეტიკას. აირჩიეთ სტაბილური სახეობა კარგი რეპუტაიის მქონე ბრიდერისგან, და ეს დაგეხმარებათ უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილებაში.

11. არ იჩქაროთ მოსავლის აღება

არ იჩქაროთ მოსავლის აღება

მე ვიცი, რომ თქვენ პირდაპირი მნიშვნელობით ვერ ითმენთ. პირველი გროვი შეიძლება უსასრულო მოგეჩვენათ, ბევრს ძალიან უნდა მაკრატლის ხელში აღება. დამწყებების უმეტესობა ჭრის კანაფს დანიშნულ ვადაზე ადრე.

მაგრამ თუ თქვენ არ მოჭრით კაკლებს ერთი კვირით ადრე, და მოიცდით, სანამ ისინი მზად იქნებიან, თქვენი პროდუქტი ბევრად უფრო ძლიერი გახდება, ასევე თქვენ შეძლებთ იმის რეგულირებას მომადუნებელი თუ გამოსაფხიზლებელი გახადოთ ის.

დაელოდეთ ფინალურ მომწიფებას და თქვენი მოსავალი საოცარი იქნება.

თუ თქვენ მოგიწიათ დიდი ძალების ჩადება ზრდის პროცესში, მაშინ არ ღირს მოთმინების დაკარგვა ფინიშის წინ!

12. არ ენდოთ იმას, რასაც ინტერნეტშ წაიკითხავთ

მე ბევრჯერ გამიგია, რომ არ შეიძლება გაკეთება ესე თუ ისე, თორემ მცენარე დაიღუპება.

მაგრამ საბოოოდ გაირკვა, რომ ის ვინც ამას ამბობდა არ არიან იმდენად მართლები ან საერთოდ არასწორად ამბობენ.

ამ მიზეზის გამო, თქვენ ცოტა სიფრთხილე გმართებთ ინტერნეტშ წაკითხულ ინფორმაციასთან, მათ შორის ამ საიტზეც კი.

მაგრამ, აეა თუ ისე, ფორუმებზე ყოველთვის შეიძლება რამოდენიმე გამოცდილი გროვერის პოვნა.

ნამდვილი სტაჟიანი გროვერის ამოცნობა შეიძლება შემდეგი რჩევების მიხედვით:

  • ბევრ ფოტოებს და პოსტებს დებს
  • მისი პირველი სურათები დიდი ხნის წინ იყო დადებული
  • სურათებზე გაზრდილი მცენარეებიც არსებობენ
  • ფოტოზე სფაფია აღნიშნული, რომელიც უკვე მზადაა, მოსავლის ციფრებით
  • ის ყოველთვის თავაზიანად საუბრობს.

13. თუ თქვენ კანაფის თაყვანისმცემელი ხართ, მაგრამ არასოდეს გამოგიცდიათ კულტივაცია, უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამდენად მაგარი შეიძლეოს იყოს ეს

თუ თქვენ კანაფის თაყვანისმცემელი ხართ, მაგრამ არასოდეს გამოგიცდიათ კულტივაცია

ქვემოთ წარმოდგენილია რამოდენიმე რჩევა იმათთვის, ვისაც უნდა გროვინგი სახლის პირობებში, მაგრამ ჯერ კიდევ ეჭვები აქვთ…

  • არ ღირს შიში, რომ დაიწყოთ მცირედიდან, თუ არ იცით ზუსტად მოგიხდებათ თუ არა კანაფის კულტივაცია
  • ცუდია, რომ მე არ მითხრეს კანაფის გაზრდის სიმარტივეზე, რადგან მაშინ უდრო ადრე დავიწყებდი
  • აუცილებლად წაიკითხეთ საბაზისო რეკომენდაციები კრონის ფორმისა და სიმაღლის კონტროლის აუცილებლობის შესახებ, არ ღირს ექსპერიმენტების ჩატარება, საწყისისთვის ჯერ მხოლოდ „დაგუგლეთ“
  • მცენარეები მოგცემენ სიგნალს თუ რამე არ მიდის ისე როგორც საჭიროა, უბრალოდ უფრო ყუდარღებიანი იყავით მათ მიმართ და გამოასწორეთ ყველა შეცდომა, ასეთ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მოსავლის მიღებას
  • წარმოიდგინეთ, რომ სახში გაქვთ კაკლების მუდმივი წყარო! სწორედ ამან დამეხმარა მე ოდეზღაც დაწყებაში
  • თუ უკვე მზად ხართ მაშინ წინ!

Related posts

Discussion

Write a Reply or Comment

Comment*

*

*